"მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს", - ამბობს "სეტონ ჰოლის" მწვრთნელი

AutoSharing Option
ამერიკულმა გამოცემა app.com-მა NCAA-ს ლიგის "სეტონ ჰოლს" მომავალი სეზონისთვის 5 რეკომენდაცია მისცა, რომელთა შორის პირველი სანდრო მამუკელაშვილის შენარჩუნება.

1. შეინარჩუნეთ სანდრო მამუკელაშვილი

211 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშე ზუსტად ისვრის და ბურთს კარგად ატარებს, ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავია. მწვრთნელმა უილარდმა თქვა, რომ ის NBA-ში ითამაშებს.

ყველაფერი კორონავირუსის გამო გაურკვეველია და არავინ იცის, რა ვითარება იქნება მაისში.

"ის დრაფტზე დადგება და აგენტთან ერთად იმუშავებს. დაინახავს, რა მდგომარეობაში იქნება იმ დროისათვის და გზას გავაგრძელებთ. არ ვიცი, ეს როგორ
დასრულდება, მაგრამ წინათგრძნობა მკარნახობს, რომ გენერალური მენეჯერები და სკაუტები მის თამაშებს ნახავენ და შეაფასებენ, - განაცხადა უილარდმა.

გაურკვეველი სიტუაციის გამო დრაფტზე შესაძლოა, უფრო ნაკლები კალათბურთელები იყვნენ.

"ერთი რამ ცხადია, თუ მამუკელაშვილი დარჩა, სტუდენტურ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იქნება", - დასძინა უილარდმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უნდა დარჩეს კიდრვ ერთი სეზონი სტუდენტურ ლიგაში.
შემდეგ შეიძლება ნბა და მაღალი დონე.
მოძლიერდება, მომძლავრდება, კიდევ უფრო დახვეწს ოსტატობას და გაის შემდეგ სეზონზე მზად იქნება უმაღლეს საკალათბურთო ლიგაზე სათამაშოდ.
ეს ჩემი აზრია და ბოდიში ვინმეს თუ ვაწყენინე!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
23:52 20-03-2020
0
ჯერ ნბა ადრეა, ერთი სეზონი ისევ სეტონ ჰოლში უნდა გაატაროს. ისე კი, მე პირადად მამუკელაშვილი დანილო გალინარის მაგონებს პარამეტრებით, გარკვეულწილად თამაშის სტილითაც, გალინარისავით მოძრავია, სამქულიანსაც კარგად ისვრის. მონაცემები ნამდვილად აქვს, რომ კარგ დონეზე ითამაშოს.
კალათბურთის გულშემატკივარი
12:39 21-03-2020
1

სიახლეები პოპულარული