დუდა სანაძისთვის სეზონი დასრულებულია

AutoSharing Option
პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატი პრიზიორთა გამოვლენის გარეშე დასრულდა. ერთ თვეზე მეტ ხანს ელოდებოდნენ პორტუგალიური გუნდების წევრები ქვეყნის საკალათბურთო ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც მიმდინარე სეზონი გაუქმებულად გამოაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური “ოლივეირენსეს” უკანახაზელმა, დუდა სანაძემ დაგვიდასტურა.

“ჩემპიონი არ გამოვლენილა, სეზონი გაუქმებულად გამოცხადდა. თვეზე მეტ ხანს თვითიზოლაციაში ვიყავი და ველოდებოდი, რას გადაწყვეტდნენ კალათბურთის ფედერაციაში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩემპიონატი გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი ხანი იყო გასული და ფედერაციამ გადაწყვიტა, მიმდინარე სეზონის ყველა შეჯიბრი
შეეწყვიტა. პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონიდან 1 გუნდი გავარდა, რომელსაც ყველა წაგება ჰქონდა და საერთო აზრით, მეორე ლიგის დონეს შეესაბამებოდა. რაც შეეხება ევროტურნირებს, გუნდები საგზურებს არსებული ცხრილის მიხედვით მიიღებენ”.

შეგახსენებთ, რომ 14 მოგებითა და 8 მარცხით დუდა სანაძის გუნდი მე-4 ადგილზე იმყოფებოდა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო პორტუგალიის ჩემპიონატში შეწყდა. ქართველი უკანახაზელი “ოლივეირენსეს” ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 16.3 ქულას, 4.8 მოხსნას და 3.1 პასს აგროვებდა. სანაძემ დიდი როლი ითამაშა პორტუგალიის თასის მოგებაში, როცა ქართველის 17 ქულით “ოლივეირენსემ” ფინალური მატჩი 83:81 მოუგო “ბენფიკას”.

დუდა სანაძისთვის სეზონი დასრულებულია და სამშობლოში 6 მაისს, ამსტერდამი – თბილისის სპეცრეისით დაბრუნდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ravi chempionobas umiznebda 1 tvis cin rkm gekitxa
jako
19:39 02-05-2020
11

სიახლეები პოპულარული