ქართული ლეგიონი საფრანგეთში: კორსანტია "კაენში", ტურძილაძე - "რუეილში"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა წევრები – 21 წლის გიორგი კორსანტია და 22 წლის გიორგი ტურძილაძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებენ. ნაკრებთან ერთად თსუ-შიც თანაგუნდელმა პერსპექტიულმა კალათბურთელებმა კონტრაქტი საფრანგეთის MN 1 დივიზიონის გუნდებთან გააფორმეს. გიორგი ტურძილაძემ კლუბ “რუეილის” მაისურა მოირგო, ხოლო გიორგი კორსანტიამ – “კაენის”.

ორივე გუნდი საფრანგეთის რანგით მე-3 დივიზიონში თამაშობს და ამბიციიდან გამომდინარე, საფეხურით მაღლა მდგომ, PRO B-ში გადასვლას უმიზნებენ. შეგახსენებთ, რომ ორივე კალათბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გასულ თებერვალს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, შვეიცარიასთან ჰქონდა. ტურძილაძე სუპერლიგის ჩემპიონობის ერთ-ერთ
კანდიდატ თსუ-ს ქულებში (16.8) ლიდერობდა, ხოლო კორსანტია – მოხსნებში (11.5). ორივე მათგანს წარმატებული სეზონი ჰქონდათ და ცხადია, როგორც ქართული, ისე უცხოური კლუბებისგანაც არაერთი შემოთავაზება მიიღეს.

ორივე მათგანს საკუთარ კლუბში არაერთი ლეგიონერი დახვდება. კორსანტიას გუნდში 2 ლიეტუველი და 5 აფრიკელი კალათბურთელია, ხოლო ტურძილაძის “რუეილში” ამერიკელი, ბოსნიელი და შვეიცარიელი კალათბურთელები არიან.

გიორგი კორსანტია:

“წლევანდელმა კარგად ჩატარებულმა სეზონმა და ეროვნული ნაკრების რიგებში გამოჩენამ განაპირობა ევროპის სხვადასხვა გუნდის დაინტერესება, თუმცა ამ ეტაპზე არჩევანი შევაჩერე საფრანგეთში მოასპარეზე გუნდ "კაენზე", რომელთანაც უკვე გავაფორმე კონტრაქტი და შემდეგ სეზონში მის ღირსებას დავიცავ. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდ თსუ-ს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემ კარიერულ წინსვლაში”.

გიორგი ტურძილაძე:

“2 კვირის წინ დამიკავშირდა ფრანგული კლუბი, რომელთანაც 2 დღის წინ გავაფორმე ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა ნაკრებში გამოვლილმა პერიოდმა. იმ ორმა თამაშმა, სადაც, ასე ვთქვათ, უფრო გამოვჩნდი. ეს გუნდი არ არის პირველი დივიზიონის და მე მქონდა სხვა, უფრო ძლიერი დივიზიონებიდან შემოთავაზება, მაგრამ ამჯერად ვარჩიე ეს ლიგა, რომელიც რანგით მესამეა საფრანგეთში. ეს არ არის სუსტი დივიზიონი. ჩემთვის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ეტაპია გასავლელი იქ, რის შემდეგაც, უფრო რეალური შემოთავაზება მექნება ტოპ-ლიგებიდან”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტურძილაძე ძალიან მომეწონა სერბეთთან, ისეთ რამეებს შემთხვევით ვერ გააკეთებ, ძალიან სასარგებლო იყო, წარმატებები!!!
ბმბ
20:55 20-05-2020
1
სომხეთის მესამე დივიზიონის ცუმბიურლიუკში გადასულიყვნენ სჯობდა:)))))
emba
16:32 26-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული