მოულოდნელი ცნობა: შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი დროის ამბავიაო...

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარული რუსული სპორტული გამოცემა championat-ი სტატიას აქვეყნებს მოსკოვის ცსკა-ს საკალათბურთო გუნდის შესახებ და წერს, რომ თორნიკე შენგელიასა და კიდევ რამდენიმე კალათბურთელის ტრანსფერი დროის ამბავია...

გამოცემა წერს, რომ არმიელთა კლუბმა "ოლიმპიაკოსის" ცენტრ მილუტინოვთან კონტრაქტის გაფორმებითა და მაიკლ ჯეიმსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებით დიდი სატრანსფერო სეზონი გახსნა.

ცსკა-ში ისეთი კალათბურთელების გადაბირება სურთ, როგორებიც "ფენერბახჩეს" გამთამაშებელი კოსტას სლუკასი, "ბასკონიას" მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია და ჩინური "პეკინის" ცენტრი ეკპე იუდო არიან. გამოცემის მიხედვით, ამ კალათბურთელებზე ჯერ მხოლოდ ხმები დადის, თუმცა ახალი ტრანსფერები ცსკა-ში მხოლოდ დროის
ამბავია.

2020/21 წლების სეზონის წინ მოსკოველები ძალიან ძლიერი შემადგენლობის დაყენებას აპირებენ. ამ გუნდში იქნებიან მაიკლ ჯეიმსი, ნიკიტა მილუტინოვი, 2019 წლის "ოთხთა ფინალის" MVP უილ ქლაიბერნი. გუნდში დარჩენილი კალათბურთელების გათვალისწინებითაც, ძალიან ძლიერი კოლექტივი ყალიბდება.

წყაროს ცნობით, თუ ამ კალათბურთელებს სლუკასი, შენგელია და იუდო დაემატებიან, ცსკა-ს ევროლიგაზე მხოლოდ ოთხეულში მოხვედრა აღარ დააკმაყოფილებს.

არადა, უახლოეს წარსულში ესპანურ პრესაში აქტიურად წერდნენ, რომ შენგელიას ტრანსფერით მადრიდის "რეალი" იყო დაინტერესებული და შეთანხმებას წინ ბევრი დაბრკოლება აღარ ედგა...

მკითხველის კომენტარები / 29 /
თონო გენაცვალე,ბავშვობიდან გიცნობ,ვიცი რამხელა ნიჭია შენში და როგორი მებრძოლიც ხარ,ყველა გადასადგმელი ნაბიჯი მხოლოდ შენი გადასადგმელია,შენი გონებით ნაკარნახევი,ცსკა დიდი გუნდია,მაგრამ ნბა-კენ გზას ძალიან აგრძელებს,რეალი ჯობია
sake
04 ივნისი 2020 20:29
4
ra nba gza ,romeli nba romelsac voobshe interesic ar acvs. ras mozgachob
Валерик
05 ივნისი 2020 10:31
0
ვეთანხმები ამ პიროვნებას. დანარჩენი ზაზამ და თორნიკემ იცის.
100%
04 ივნისი 2020 21:27
3
ამას თუ იზამს, მხარდაჭერა არ ექნება და უფალი იყოს მისი მსაჯული, თუ ფულმა გადასძალა.
giorgi
04 ივნისი 2020 20:25
30
აი თოკო ამ ქართველ გულშემატკივართა არმიას თუ რუსული არმიის კლუბი გირჩევნია შენ იცი. მე პირადად სტვენას არ მოგაკლებ თამაშებზე. არ ვიცი რა თანხაზე, რა პირობებზე, რა კონტრაქტზე და კიდევ რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ეგ არ ქნა. თხოვნა, მოთხოვნა, ყველაფერი ერთად. გაითვალისწინე რომ ამ დიდ სიყვარულს რასაც ეხლა გრძნობ ქართველი გულშემატკივრებისგან სრულიად საწინააღმდეგოდ დაგიბრუნდება. მოდი ბარემ ვიტყვი, სადღაც სერგო ორჯონიკიძესა და ლავრენტი პავლოვიჩს შორის იქნები. ნუ ჩემი მოკრძალებული აზრია.
LUCHELO2
04 ივნისი 2020 20:23
29
შენი მოკრძალებული აზრი, შენთვის დაიტოვე და პოლიტიკაში მეტი უსმინე მხცოვან, ჭკვიან ადამიანებს. ვინ გასწავლა ქართველების ლანძღვა-გინება. თუ არ ვარგან, ხმას ნუ იღებ.
გიორგი.
05 ივნისი 2020 07:46
5
რუსეთი არაა ის ადგილი სადაც შეიძლება კარიერა განაგრძო როგორც ფეხბურთელმა ან გინდა კალათბურთელმა თუ რეგბისტმა
aa
04 ივნისი 2020 19:44
12
ჩვენ რატომ უნდა ვეხვეწებოდეთ - თვითონ არ გააჩნია თავმოყვარეობა?! ...თუ ეს მართალია, მაშინ ნაკრებში რომ ჩამოვა სტვენით ავიკლოთ!
კაკო
04 ივნისი 2020 19:31
29
ბარემ ჯანოსთან ვოლგოგრადის როტორში ან ტობოლში! ნამდვილად ჭორია!
თენგიზა ლიპარტელიანი
04 ივნისი 2020 19:25
13
თოკო ეგ არ ქნა !!!! არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი -- არმია რომელმაც საქართელოს არაერთხელ გადაუარა !!!
tt
04 ივნისი 2020 19:10
11
არ მგონია თოკომ გაგვწიროს
ნიკ
04 ივნისი 2020 19:03
14
ბევრ გულშემარკივარს დაკარგავს. რუსეთის არმიის გუნდში თამაში არ ეკადრება ქართველს
არ მინდა დავიჯერო
04 ივნისი 2020 18:06
24
აი ჩვენი დარდიც.
გინდ დაიჯერე, გინდ არა.
05 ივნისი 2020 07:38
1
და დაამთავრებს კიდეც კარიერას სანიკიძის არ იყოს.
ddgfdf
04 ივნისი 2020 16:51
28
მაგალითად ევროპის ჩემპიონატზე ლიტვაში გაგიყვანეთ მე. და საერთოდ არსებობს ქვედინებები რომლებსაც თქვენ ვერ აფიქსირებთ და ვერ ხვდებით. იმიტომ, რომ მარტო ტოტალიზატორის ჟღარუნით ვერაფერს ვერ ისწავლი.
ddgfdf
05 ივნისი 2020 09:17
0
შენ კიდევ წერა-კითხვაში მოიკოჭლებ. მე კალათბურთის გულშემატკივარი კი არ ვარ, მე თვითონ ვქმნი კალათბურთს.
ddgfdf
05 ივნისი 2020 09:14
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული