შენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული, ბერძნული, თურქული და ესპანური გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოველებმა თოკოს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს და კალათბურთელთანაც შეათანხმეს პირადი კონტრაქტის საკითხები.

შენგელია 2019/20 წლების ევროლიგის სეზონში საშუალოდ 15,9 ქულას, 5,6 მოხსნასა და 2,9 გადაცემას აგროვებდა. თოკო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "ბასკონიას" რიგებს იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო.

მკითხველის კომენტარები / 114 /
სამწუხარო იმიტომ არის რომ ქვეყნის სახელოვანი კალათბურთელი ნაკრების ლიდერი გადადის რუსული არმიის გუნდში ვინმე მოყვარული კალათბურთელი მაჩანჩალა რუსულ გუნდში რო გადავიდეს კიდე არაუშავს მაგრამ როცა ქვეყნის სახე ხარ ამ სახეობაში უკვე სირცხვილია შენი ქვეყნის ოკუპანტების არმიის გუნდში თამაშობდე.ვერასოდეს გიგულშემატკივრებ რუსულ გუნდში და არ გამიხარდება შენი ჩაგდებული ქულები
lado
14:58 15-06-2020
8
ძალიან სამწუხაროა! თანაც ოკუპანტი ქვეყნის ოკუპანტი არმიის გუნდში...!
ვერ გამიხარდება მისი გუნდის წარმატებები და მისი კარგი თამაშიც - 31 წლის ასაკამდე მტერს უნდა ემსახურო... ძალიან სამწუხაროა...
უკრაინელები გვჯობნიან ღირსეული პოზიციით, როცა რუსულ გუნებში თამაშზეა საუბარი.
სასურველია, რომ ეს წერილები მივიდეს მასთან.
გიორგი
15:33 15-06-2020
14

სიახლეები პოპულარული