შენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული, ბერძნული, თურქული და ესპანური გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოველებმა თოკოს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს და კალათბურთელთანაც შეათანხმეს პირადი კონტრაქტის საკითხები.

შენგელია 2019/20 წლების ევროლიგის სეზონში საშუალოდ 15,9 ქულას, 5,6 მოხსნასა და 2,9 გადაცემას აგროვებდა. თოკო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "ბასკონიას" რიგებს იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო.

მკითხველის კომენტარები / 114 /
თოკო წარმატებები ყველაფერში,აქ ვიღაც ნაციონალი რაღაცას რომ დაწერს მაგას ყურადღებას ნუ მიაქცევ,ესენი ეკრანს უკან არიან კაცები და შორიდან კლავიატურაზე თითებს ავარჯიშებენ,ვერცერთი ვერ მოვა და ვერ გეტყვის პირში იმას რასაც აქ წერენ,ნაცებისგან სხვა რას უნდა ელოდე,ჯიგარიხარ ძმა და წარმატებები კიდევ ბევრი ყველაფერში
gurji
15 ივნისი 2020 16:30
24
შენისთანა ქლესას და პირფერს თუ არ ვჯობივართ, მაშინ დაქცეულა ქვეყანა! ეს ანდაზა მაინც არ გაგიგია?! - "მოყვარეს პირში უძრახე"-ო
patrioti
15 ივნისი 2020 19:57
6
ფული მინდააა
ავოე
15 ივნისი 2020 16:23
3
არ გამოვიდა რეალი ალბათ.ვინც სპორტი იცის,იმას ეცოდინება რამდენად რთულია მოლაპარაკებები,ალბათ არც რეალი იყო რეალურად დაინტერესებული.ბასკონიაში თოკომ ამოწურა თავი,თან ბასკონიამაც ამოწურა თავი,არაფერი გუნდი ეგ არაა.თოკო უბრალოდ მარტო თამაშობდა.წმინდა სპორტული თვალსაზრისით თოკომ გამართლებული ნაბიჯი გადადგა და წარმატებებუ ვუსურვოთ რა.მისი სპორტული ზრდა ისევ საქართველოს ნაკრებს ადგება.ილია ჭავჭავაძემაც რუსეთში განათლება იმპერიული ოკუპაციის დროს მიიღოო ბოლო-ბოლო
Levan
16 ივნისი 2020 10:51
13
ილია ჭავჭავაძის დროს საქართველო ანექსირებული იყო რუსეთი მიერ და სხვა გზა არ ქონდა. ამიტომ ისწავლა პეტერბურგში. განათლება მიიღო და ის განათლება საქართველოს მოახმარა. იმ პერიოდში უფრო თავისუფალი იყო რუსეთი,ვიდრე ეხლა არის. შესადარებლად არ გამოგადგა ჯიგარო,რადგან ილია ევროპაში არ წასულა და რო წასულიყო,იქ მიეღო განათლება არ წავიდო პეტერბურგში და რუსებს არ დაეხმარებოდა თავისი ცოდნით.შენგელია ევროპაში წავიდა და იქედან მოსკოვში დაბრუნდა. რუსულ პრობაგანდას გასაქანი მისცა,არამარტო მან. როცა სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ საქმეს ვაწარმოებთ და ქართველთა გენოციდში ვადანაშაულებთ,ამ დროს ქართველი,არცთუ უცნობი ევრპულ კალათბურთში არმიის კლუბში გადადის. ყველამ იცის,რა ფასი ექნება ამ ყველაფერს და ამ ფასს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი ყოველდღე იხდიან.ზოგს კიტრი და ზოგს ატამი დააქვს რუსეთში,ფულს შოულობს და სურთ რუსეთთან მიერთება. როცა ერთმორწმუნეობას იშველეიბთ და ფანატიკოსობთ,იცოდეთ რო ღმერთი არ იწყალებს მოღალატეებს. თუ ქაქუცა და კოტე აფხაზმა გაგინათ იმ ქვეყანაში არ გაგიკვირდეთ.
ილიას ვადარებთ ბიჭო!!!
16 ივნისი 2020 16:09
5
თოკო წარმატებები სულ,აქ ვიღაც ნაციონალები და კლავიატურის ვირტუოზები რაღაცას რომ წერენ არ ღირს ყურადღებად,ესენი ეკრანს უკან არიან კაცებიარადა ამ დროს ბოკერია სააკაშვილის დავალებაზე წინ და უკან ირბენენ,პირშივერავინ ვერაფერს იტყვის,წარმატებები ბრატ თოკო შენ ბევრი მუდამ
jiji
16 ივნისი 2020 05:58
20
ოო არც მე გამიხარდა მარა რას იზამ ყველა ფულს რო გაიძახით თოკომაც რა ქნას 2 ან 3 აქტიური ძლიერი წელი დარცა და მერე უკვე საშუალო დონე გახდება ეხლა ვინც რეალის ფინანსებს ადარებთ ესეც ადვილი გასაგებია რა შედარებაა ცსკა რომ კოლოსალურ თანხას შეთავაზებს ორი აზრი არაა ასე რომ ფული ფული და ისევ ფული . პ.ს ისე კი აქ ბევრი ვინც აკომენტარებს თოკოზე უარყოფითად და ზედმეტი პატრიოტიზმით გამოირჩევა ზუსტად მაგ ხალხია საეჭვი საქმე საქმეზე რო მიდგეს.
zurabi
15 ივნისი 2020 17:24
20
ვერ დავიჯერებ,რომ ჩვენმა საამაყო თოკომ რუსი სამხედროების კლუბის "ღირსება" უნდა დაიცვას.გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი.
?
18 ივნისი 2020 17:16
4
ერთი წელი გავიდა იმ დღიდან,როცა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა იხ... და ახალ ამბათ მოსალოცი თემა გვაქვს. თორნიკე შენგელია ცსკში გადადის და აი,ეს არის გაფარჩაკება ერის.მისი გადასაწყვეტია,სად გადავა და სად იშოვის ფულს,მაგრამ ქართველი გულშემატკივრის გადასაწყვეტია რას და როგორ გააპროტესტებს. სპორტი და პოლიტიკა ერთიდაიგივეა,მით უფრო რუსეთში და არ ღირს მაგით გამართლება ამ საქციელის. უბრალოდ,სირცხვილია მსგავსი საქციელი და ამ ყველაფრის გაპრავება. აქ კითხვა გაუჩნდათ,რა გაგვიკეთებია საქართველოსათვის და ვინც ვაკრიტიკებთ კლავიატურის ლომები ხართო,ჩემი პასუხია: 17 წლის ასაკში ანუ 2008 წელს მოხალისეთ ჩავეწერე და სასროლეთზე ვიდექი როცა საქართველო სტრატეგიულად ცეცხლი შეწყვიტა,ნებისმიერ გადამწყვეტ სიტუაციაში ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვიდექი. შემეძლო სამხედრო სამსახურისათვის თავი ამერიდებინა და მოვქცულიყავი ისე,როგორც ამ ქვეყნის ახალგაზრდობის ნაწილი იქცევა,მაგრამ წავედი და დღემდე აქტიურ რეზერვში ვარ.არ არის აუცილებელი პატივს ცემდე დაღუპულ ბიჭებს,მით უფრო ვერავინ დაგაძალებთ ამას. ადამიანი,რომელიც არ სცემს თავის ეროვნებას და თავისი ქვეყნის წარსულს,ის დაკარგული ადამიანია. ადრე თუ გვიან ყველა პასუხს აგებს ამის გამო და დღეს მოღალატეების დროა. წარმატებებს ვუსურვებ შენგელიას და ყველა მოღალატეს,მანამ სანამ ჩვენი გზები გადაიკვეთება და როცა ეს მოხდება,არ მინდოდა,ჩემს ჭკუაზე არ ვიყავი და ფულმა გადამძლია არ გამოვა ეგრე. ყველა პასუხს აგებს ამ ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. ეს ფაქტი რუსეთის აქტივში და ანგარიში ბევრით ცოტა გახდა რუსეთის სასარგებლოთ. არაფერია მალე დავქაჩავთ და მოვიშორებთ ამ ჭირს,თან გავაყოლებთ შენგელიას,თოფურიას და რუსეთის მოყვარე "დიდ" ქართველებს.

პ.ს. ობიექტური და თავისუფალი გვერდის სახელი გაქვთ,ყოველშემთხვევაში ესე ამბობთ. ადმინო თუ დაბლოკო შენ იყო პუტინი
ზედა მეზობელი
16 ივნისი 2020 15:55
8
დარწმუნებული ვარ, არც ის იცი თოფი რომელი მხრიდან ისვრის და არც ის, კალათბურთის ბურთი როგორ იბერება ))) ზუსტად შენნაირები წერენ ხოლმე ასეთ ურაპატრიოტულ ზორბა "მონოლოგებს". მეტი საქმე არ გაქვთ, მეტი არც არაფერი გაგეგებათ და იმიტომ (ისე, არც ამაში უქნიხართ ღმერთს).
100-ზე მეტი კომენტარია ქვემოთ და უმრავლესობა სწორედ ასეთია - სუფრაზე, ენაგატლეკილი თამადისგან გაგონილი "სამშობლოს სიყვარული".
არც ეს დაბლოკო ადმინ !!!
vaxo
16 ივნისი 2020 18:12
9
ერთი წელი რისგან გავიდა,ვერ გავიგე? 12 წლის წინანდელ ამბავს გულისხმობ?
dima
17 ივნისი 2020 02:42
4
კარგით რა,სპორტია ბოლო-ბოლო.არც მე მესიამოვნა,მაგრამ დარწმუნებული ვარ თოკო რუსებს დაუმტკიცებს თავის ქართველობას და პატრიოტიზმს.მორჩით წყევლას
Levan
16 ივნისი 2020 10:26
23
აქ თოკოს არავინ ვლანძღავთ, უბრალოდ ჩვენი გულისტკივილი გამოვხატეთ. რეალში როგორ არ გადავიდა ეგ დალოცვილი (

არ მჯერა რომ ფულის გამო წავიდა. ქალის ამბავია ეგ. პრინციპში რუსებს ორივე გამოსდით, ფულიც და ქალებიც.
სერგო
16 ივნისი 2020 09:50
7
ცენზურას მოეშვით , კომენტარებს თქვენი შეხედულების მიხედვით ნუ უშვებთ . !!!
ATP 16
16 ივნისი 2020 01:03
1

სიახლეები პოპულარული