შენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული, ბერძნული, თურქული და ესპანური გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოველებმა თოკოს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს და კალათბურთელთანაც შეათანხმეს პირადი კონტრაქტის საკითხები.

შენგელია 2019/20 წლების ევროლიგის სეზონში საშუალოდ 15,9 ქულას, 5,6 მოხსნასა და 2,9 გადაცემას აგროვებდა. თოკო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "ბასკონიას" რიგებს იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო.

მკითხველის კომენტარები / 114 /
ბასკეთი არის პირენეის ნახევარ კუნძულის საქართველო!!
ბასკონიაში ხარ კაპიტანი და მომავალი ლეგენდა..... საუბარია რეალში გადასვლაზე ...

და ამ დროს გადადიხარ ცსკ- ში?????
სპორტფაზა
15 ივნისი 2020 22:31
3
რა ქენი გუდუნა ეს?!
ჯორდანა
15 ივნისი 2020 20:28
5
მახსოვს, დიდი ხნის წინ ჩვენ კოლია დერიუგინს ეხვეწებოდნენ ცსკა-ს რიგებში გადასვლას. ზღაპრულ პირობებს სთავაზობდნენ, მაგრამ კოლიამ, ასე ვთქვათ, შორს გაგზავნა ისინი... უაღრესად გულდაწყვეტილი ვარ თორნიკეს გადაწყვეტილებით.
სოსო
15 ივნისი 2020 19:15
6
რავ ქნა, რა გიშველო თორნიკეეეეეე! ფული მე არა მაქვს თორემ შენ კონტრაქტს გამოვიყიდდი მაგ გუნდიდან და გაგიშვებდი NBA-ში სათამაშოდ!
მწვრთნელი
15 ივნისი 2020 20:13
5
უკრაინა აგდებს ნაკრებიდან ხალხს რუსეთში თამაშის გამო, ჩვენ რა ვართ ასეთი უთავმოყვარეო მლოკველები.....
Russ
15 ივნისი 2020 17:40
8
ტეხავს მაგრად. მაგრამ მაინც წარმატებას ვუსურვებ!
sijd
15 ივნისი 2020 15:50
37
საზიზღარი საქვიელები აქვს რუსეთს საშინელი , პატარა ყოფილი პოსტ საბჭოთა ქვეყნიდან ვინმე თუ სიდიადისკენ მიიწევს ან შეამჩნევენ რო დიადი ხდება და პერსპექტივა აქვს იქვე კლავენ ... ზინჩენკო უფაში იყო ნახეს ამხელა პერსპექტივით უკრაინელი და ეგრევე ფული შესთავაზეს რო რუსული პასპორტი აეღო, არ აიღო და დაუფასფს წავიდა სიტიში , და იდეალური მცველი და სხვის თვალში ადამიანი დადგა, მხოლოდ ფული და კარიერა არ არის, მთავარია დიად ადამიანას ჩაგთვალონ, რეალში გადასვლით ისტორიაა გადაწერ, რუსეთში იქნები ისეთი ვინც 20+ ქულს და 50+ ათას დოლარს გააკეთებ თვეში ..

ჩვენი ეცმოიურიბის და ფსიქოოლოგიიდან გამომდინარე რუსეთი ისე გვრიტყამს როგორც მოეპრიანება
ნიკა
15 ივნისი 2020 14:48
7
ისე, ცნობისთვის, პოლონეთში თუ ჩეხეთში ჩასულმა უკრაინელმა ფეხბურთელებმა მხოლოდ იმიტომ განაცხადეს უარი სასტუმროში დაბინავებაზე, რომ მას რასია, მასკვა, თუ რაღაც ამდაგვარი ერქვა და სულ გულდათუთქული ბოდიშები ახდევინეს მასპინძელთა საფეხბურთო და სამთავრობო დელეგაციებს... მერე გვიკვირს, რომ ყველას ყირიმი აკერია პირზე და აფხაზეთ-სამაჩაბლო აღარავის ახსოვს... თორნიკეს კი გულშემატკივრისთვის კი არა, უფრო საკუთარი შვილებისთვის მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ უსტვენს მას ქართველი ქომაგი და ვგონებ, ეს უფრო ძნელი ამბავი იქნება, ვინემ ერთხელ შელახული რეპუტაციის აღდგენა... ნეტავ კი ფეიკი იყოს...
მ.ტ.
15 ივნისი 2020 17:03
5
სამწუხაროა. მე ისიც არ მომწონს ქართველი ფეხბურთელები, რომ რუსულ კლუბებში თამაშობენ. რუსეთის რკინიგზის კლუბშიც არ უნდა ითამაშო პატრიოტმა ქართველმა. თავისი საქმე თავად იციან
gio
15 ივნისი 2020 22:03
4
ასეა ფულს ყველაზე მაღლა როცა აყენებს ადამიანი.
ტუფგ
15 ივნისი 2020 18:23
6

სიახლეები პოპულარული