შენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული, ბერძნული, თურქული და ესპანური გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოველებმა თოკოს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს და კალათბურთელთანაც შეათანხმეს პირადი კონტრაქტის საკითხები.

შენგელია 2019/20 წლების ევროლიგის სეზონში საშუალოდ 15,9 ქულას, 5,6 მოხსნასა და 2,9 გადაცემას აგროვებდა. თოკო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "ბასკონიას" რიგებს იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო.

მკითხველის კომენტარები / 114 /
მახსოვს 1989 წელს 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტა ახალი მოხდარი იყო და ჭადრაკის სასახლის გვერდზე საკალათბურთო დარბაზში დინამო მოსკოვის ცსკა-ს ხვდებოდა, ფაქტიურად მშვიდობიანი დემონსტრანტების დამრბევეთა სპორტულ გუნდს, ბიჭები მაგარი გაბრაზებულები იყვნენ და როგორც კი ერთ-ერთი არმიელი უდიერად მოიქცა, მთელმა დინამოს გუნდმა ცემა-ტყეპა დაუწყო ცსკა-ს გუნდს, იქ ვიყავი და მახსოვს, განსაკუთრებით აქტიურობდა მაშინ 17 წლის კახა შენგელია, თორნიკეს მამა, რომელიც თავის კბილა გოგო-ბიჭების დახოცვით მაგრად იყო გაცოფებული, ასობით ფანი მოედანზე გავვარდით, ზოგი ვაშველებდით და ზოგი კი არმიელებს უარესად ვურტყამდით, საბოლოოდ დატოვა მოედანი ცსკა-მ, მერე ძალით დააბრუნეს, ნირწამხდარ არმიელებს 20 ქულიანი ჰანდიკაპი დავუქაჩეთ და მოვიგეთ-----მერე მგონი წაგება ჩაეთვალა დინამოს-----ეს გამახსენდა და მაგრად მიკვირს თორნიკეს იმ გუნდში გადასვლა, ვითომ არ ეხსომებათ ის ამბავი ამ დედამოხნულ ოკუპანტებს?!
გიორგი დოხნაძე
15 ივნისი 2020 20:02
1
MIUXEDAVAD IMISA ROM TOKO DZALIAN MIYVARS NAKREBI GVEKUTNIS CHVEN ERS DA TU ODNAV MAINC GAGVACHNIA TAVMOYVAREOBA TOKO AXAR UNDA DAUSHVAT NAKREBSHI DIDI BODISHI TOKO MAGRAM EGREA SCORI SHEN SHENS ARCHEVANS AKETEB CHVEN KI ERIS ARCHEVANI UNDA GAVAKETOT GULI DAMCYDA DZALIAN GISURVEB DARCHE KARTVELAD CARMATEBEBI SHENS ARCHEVANSHI
Dato
15 ივნისი 2020 19:57
9
სამწუხაროდ დღევანდელ გაუმაძღარ ქართველებს კიდევ ერთი დაემატა, რაც მეტი აქვთ უფრო მეტი უნდათ, მაგარი გაჭირვებული იყო ეგრე რო დახარბდა? მაგრამ გამოავლინა ხასიათი, რუსებმაც ორმაგად მოიგეს, მიიღეს ტოპ კლასის მოთამაშე, კიდევ ერთხელ დაგვანახეს რო ბევრი ქართველი ფულის გულისთვის ყველაფერს იკადრებს, და პოლიტიკა არაფერ შუაშიაო არ დაიწყოთ ეხლა.
პედრო
15 ივნისი 2020 19:57
10
ცეესკაში მარკოიშვილიც თამაშობდა არც ისე დიდი ხნის წინ და ერის მოღალატედ რატო შერაცხეთ ეგრევე თოკო? ხალხო რა გჭირთ მართლა? ეს სპორტია და არა ბინძური პოლიტიკა, რა თქმა უნდა ნბა გვირჩევნია ყველას მაგრამ სპორტული თვალსაზრისით ძალიან მაღალი დონის კლუბია ცეესკა და რომ გავიგო რომ თოკო მართლა გადავიდა მანდ ნამდვილად არ შემეცვლება შთაბეჭდილება როგორც უმრავლესობას... საქმე საქმეზე რი მიდგეს არაცისზე ნაკლები ვჟკაცია თოკო აქ საუბარი იმაზე არაა რო ამით ის აღიარევს ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ის სპორცმენია და კარიერული წინსვლისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა ერის მოღალატეობად მხოლოდ ერთუჯრედიანმა ადამიანმა შეიძლება შერაცხოს!!!
მევარმე
15 ივნისი 2020 19:50
34
ერთუჯრედიანი ხარ, სახელად "ამება", რადგან უმარტივესი პრობლემის არსს ვერ ჩასწვდი
შიშველი სიმართლე
15 ივნისი 2020 20:10
11
უღირს და უპატიებელ შეცდომას უშვებ შენგელია-ვ ფულისათვის და დაფიქრდი...შენი ერის და სახელმწიფოს მტრისადმი მიყიდვა-ს არავინ გაპატიებს- დაცინვის და სიძულვილის ობიექტი გახდები (!) -
ფაქტია- როცა გამოჩენილი და საამაყო სპორტსმენი-ფ უ ლ ს რომ უპარატესობას მიანიჭებს, ვიდრე საკუთარი ერის და სახელმწიფოს ღ ი რ ს ე ბ ა ს ... ის ყოველგვარ პატივისცემას კარგავ პატრიოტ ადამიანში და არასოდეს კარიერისტების- გაიძვერების თვალში, ბევრჯერ ნახავ შენგელია -როგორ სტვენას და სიძულვილის მიიღებ ...რუსეთი არ არის მტერი, არაა ?! ეს დასავლეთს აქვს ქართული ტერ-ბის 25 %-ტი ოკუპირებული- ანექსირებული, იქ ქართველთა ეთნოწმენდები განხორციელებ8ული, დღესაც რომ რუსულად-თეთრად ღებავენ ქართულ უძველეს ტაძრებს და თითქმის ყოველდღე რომ იტაცებენ საქათველო-ტერ-ბს-ნაბიჯ-ნაბიჯ?! ...ეეჰ, რას იზამ - ერის საკმაო ნაწილს სახელმწიფო აზროვნება, სახელმწიფო პასუხისმგებლობა, ერის ღირსების დაცვის შეგრძნება დ ა ხ შ ო ბ ი ლ ი აქვს საბჭოთა რუსულ მოკრიმინალო-მობჟუტურო - ცბიერი მენტალიტეტით და რა გასაკვირია- სახელმწიფოს განმტკიცება- განვითარება რომ უჭირს... პ.ს. დაიწყებენ აქ ურუსების ვირთხები-პროპაგანდისტები- ,,ეს სპორტია, არა პოლიტიკა,, ,,პოლიტიკაში არ ერევა,, და ა.შ. სისულელეები- ამ დემაგოგია-ზღაპრების დღეს უწიგნურებაც აღარ ჯერავს...სამწუხაროდ - ვნახავთ იმასაც -როგორ დაგადეგრადირებენ როგორც სპორტსპენს და რეოგორც პიროვნებასაც ...მიკვირს ეს ხალხი -რ ა ტ ო მ მიძვრება მტრის უკანალში ...ფულისათვის(?!) და მერე -ერში სიყვარულს და პატივისცემას რომ ითხოვენ (?!)
გლახუნა
15 ივნისი 2020 19:49
9
თვენ,ვინც თოკოს აკრიტირებთ, სადაც ხართ ფულის გულისთვის არ მუშაობთ? თუ სამშობლოს სიყვარულისთვის? რომელი არ გაიქცეოდით ცსკ- ში?
მიხო
15 ივნისი 2020 19:47
37
რა გაუჭირდა? მილიონერი არ არის ისედაც?
გაგი
15 ივნისი 2020 21:28
3
იმდენი შენ თავი გაგისკდა, რამდენიც უმეტესობა ჩვენგანი რუსულ, დამპყრობ არმიაში თამაშს დათანხმდებოდა
qomagi
15 ივნისი 2020 20:06
4
1500-2000 ლარზე არჩენს ქართველების უმრავლესობა ოჯახებს. ასეთმა წარმატებულმა სპორტსმებმა, რომელსას ასე თუ ისე გარკვეული კაპიტალი აქვს, ფული კარიერის შემდეგაც შეძლება იშოვოს, მაგრამ რეალში თამაშის შანსი ყოველთვის არ იქნება...
11
15 ივნისი 2020 19:42
4
წარმეტებები თოკო!
გიო
15 ივნისი 2020 19:41
29
ნამდვილად ვერ მოვიფიქრებდი რომ ჩვენი თოკო რუსეთის არმიის გუნდში ითამაშებდა>>>>> რა გადაუხადეს ასეთი?????? ფულზე გაღორებული და უნამუსო.... სხვა რა ვთქვათ//// სირცხვილია!!!!!
გიორგი
15 ივნისი 2020 19:31
7
მახსოვს, დიდი ხნის წინ ჩვენ კოლია დერიუგინს ეხვეწებოდნენ ცსკა-ს რიგებში გადასვლას. ზღაპრულ პირობებს სთავაზობდნენ, მაგრამ კოლიამ, ასე ვთქვათ, შორს გაგზავნა ისინი... უაღრესად გულდაწყვეტილი ვარ თორნიკეს გადაწყვეტილებით.
სოსო
15 ივნისი 2020 19:15
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული