ამერიკული გამოცემა Bleacher Report-ი აქვეყნებს სტატიას, სათაურით "როგორ გავცვალოთ NBA-ს 6 ყველაზე ცუდი კონტრაქტი" და ერთ-ერთ ხელშეკრულებაზე საუბრისას გოგა ბითაძისათვის მომგებიან კომბინაციას განიხილავს.
სტატიაში საქმე ეხება იმ კალათბურთელებს, რომლებიც საკმაოდ დიდ ხელფასებს იღებენ, თუმცა კლუბები მათი თამაშით თანხის შესაბამის სიკეთეებს ვერ იღებენ. პირველ მაგალითად კი წყარო "გოლდენ სტეიტის" მცველ ენდრიუ უიგინსს ასახელებს და მის "ინდიანაში" სავარაუდო გაცვლაზე წერს.
გაცვლის ფორმა ასეთი შეიძლება იყოს:
"ინდიანა პეისერსი" მიიღებს: ენდრიუ უიგინსს, ერიკ პასკალს, ჯორდან პულსა და 2021 წლის დრაფტის მეორე რაუნდის პიკს.
"გოლდენ
სტეიტი" მიიღებს: მაილს ტერნერს, თი ჯეი უორენს.
ენდრიუ უიგინსი 24 წლამდე კალათბურთელთა შორის ქულების ოდენობით მე-9 ადგილზეა. თუმცა, 24 წლამდე მოთამაშეთა შორის მოგებების რიცხვით კი - 337-ე. ეს ნიშნავს, რომ მისი ქულები გუნდს მოგებაში არ ეხმარება. თან, ამის ფონზე კალიფორნიელებთან 3-წლიანი, 94,7-მილიონდოლარიანი კონტრაქტი აკავშირებს.
დეანჯელო რასელის მსგავსად, რომელიც უიგინსში გაცვალეს, "გოლდენ სტეიტისთვის" ეს უკანასკნელიც შეიძლება გახდეს ხიდი უკეთესი მომავლისკენ. თუ "ინდიანა" გუნდში არსებული დისბალანსის შეცვლას გადაწყვეტს, გუნდები შესაძლოა ხმაურიან გაცვლამდეც მივიდნენ.
მაილს ტერნერი იდეალური იქნება "გოლდენ სტეიტისთვის". კალიფორნიელებს ფარის უკეთესი დამცველი სჭირდებათ. ტერნერი თამაშში საშუალოდ 2,1 ბლოკს აკეთებს და 0,8 სამქულიანს (35,4%-ით) აგდებს. მისი სტილის მოთამაშის შენარჩუნებას ყველა გუნდი ეცდებოდა, თუმცა "პეისერსს" მისი დანაკლისის შევსება შეუძლია, რადგან გუნდში დომანტას საბონისი და 2019 წლის დრაფტის პირველი წრის პიკი გოგა ბითაძე ჰყავს."
გამოცემა გაცვლის მონაწილე დანარჩენ კალათბურთელებზეც წერს და მიაჩნია, რომ უიგინსს შეუძლია ამ გაცვლაში საუკეთესო მოთამაშე გახდეს.
მართლაც, თუ ეს გარიგება შედგება, "პეისერსის" მაღალ გუნდში ენდრიუ ადვილად ჩაჯდება, ხოლო გოგას კი სათამაშო წუთები მოემატება.
ვინც მოითმენს - ის მოიგებს