ბითაძის შეცვლილი როლი და მინიმუმ 500 წუთი NBA-ს მომავალ სეზონში - ამერიკული გამოცემა ქართველზე წერს

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა 8points9seconds.com-ი სტატიას აქვეყნებს "ინდიანა პეისერსის" 3 კალათბურთელზე, რომლებსაც მომდევნო სეზონში წლევანდელთან შედარებით უფრო დიდი როლი ექნებათ და პირველ მოთამაშედ გოგა ბითაძეს ასახელებს.

Sportall.ge აღნიშნული სტატიიდან იმ ნაწილის თარგმანს გთავაზობთ, რომელიც გოგა ბითაძეს ეხება:

"გოგა ბითაძემ სეზონის დიდი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა და NBA-ს თამაშებს მოედნის მიღმა სივრციდან აკვირდებოდა. ახლა კი დადგა დრო, რომ ქართველმა ცენტრმა განვითარების შემდეგი ნაბიჯი გადადგას.

ბითაძეს სეზონის განმავლობაში განვითარების შანსი არ ჰქონია. ქართველს მცირეოდენ წუთებს მაშინ აძლევდნენ, როცა ტერნერს ან საბონისს ჯარიმების საფრთხე ჰქონდა.
რეალურად, თამაშის შესაძლებლობა სულ რამდენჯერმე მიეცა.

აღსანიშნავია, რომ ბითაძის შანსები იმაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად განაგრძობს საბონისი-ტერნერის დუეტი პროგრესირებას. თუ საბონისი ასეთ რიტმში განაგრძობს თამაშს და მისი დამხმარე ტერნერიც კარგად ითამაშებს, ბითაძეს ისევ ჩრდილში მოუწევს ყოფნა.

მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა გამორჩეული როლი გუნდში, ბითაძეს მარტის შუა რიცხვებისთვის 500 წუთი მაინც მიეცემა, ანუ წლევანდელ სეზონთან შედარებით 90 წუთით მეტი."


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას ქვია ერთი წვალება
ლაშა
15:17 08-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული