შენგელიამ პირველ მატჩში 5 სამქულიანი გააცუდა - "ბასკონიამ" იოლად იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იოლი გამარჯვებით დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური ფაზა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ". ვალენსიაში მიმდინარე მინი-ტურნირის პირველ შეხვედრაში ბასკონიელებმა "ბილბაო" 87:64 გაანადგურეს. ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში, 26 წუთი ითამაშა და თავი 7 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა.

შედეგიდან გამომდინარე, შენგელია შედარებით მოკრძალებული გახლდათ, თუმცა გუნდური თამაშის ხარჯზე ბასკონიელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. თორნიკემ 7-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანი კი ააცილა.

საუკეთესო შედეგი ჰქონდა ბასკონიელ ლუკა ვილდოზას, რომელმაც 20 ქულა და 5-5 მოხსნა-პასი დააგროვა. 12 ქულა - ჯეისონ გრეინჯერმა, ხოლო
10 აჩილ პოლონარამ დააგროვეს. მარგი ქმედების კოეფიციენტით შენგელიამ ბასკონიელთაგან მე-7 საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ ფაზაში 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფად არიან გაყოფილნი. 18 ივნისს, მადრიდის "რეალთან" გამართავს თავის პირველ მატჩს "ბ" ჯგუფის წევრი, ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია", ხოლო 19-ში ერთმანეთს შერმადინის "ტენერიფე" და შენგელიას "ბასკონია" დაუპირისპირებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
თამაშს ესპანურ არხზე ვუყურე და საკმაოდ ხშირად ლაპარაკობდნენ ცსკა-სა და შენგელიას შესახებ. სამწუხაროდ ვერაფერი გავიგე. იქნებ ვიმემ ესპანური იცის და მოგვიყვეს რას ამბობდნენ. თამაშის შესახებ კი რა მოგახსენოთ, მსგავსი უსახური თამაში თოკოსაგან ძალიან მოულოდნელი იყო. ეტყობა არაა ფორმაში.
emigranti
14:34 18-06-2020
0
ცსკა-ში გადასვლის გაჟღერება უკვე დაეტყო ბიჭს და რომ გადავიდეს რაღა მოუვა წარმოდგანაც, არ მინდა პირველ რიგში ფსიქოლოგიურად დაინგრევა. არა ცსკას თოკო!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული