საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა უდიდესი წვლილი შეიტანა "სან პაბლო ბურგოსის" მიერ მადრიდის "რეალის" სენსაციურ დამარცხებაში.
"ბურგოსმა" "სამეფო კლუბს" 4-ქულიანი სხვაობით სძლია - 87:83. მაკფადენმა პარკეტზე 26 წუთი გაატარა და ამ დროში გუნდს 18 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა მოუტანა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახლდათ და მისმა საერგებლიანობის კოეფიციანტმა 19-ს მიაღია. აღსანიშნავია, რომ თადის პარკეტზე ყოფნის დროს "ბურგოსმა" მეტოქეზე 9 ქულით მეტი ჩააგდო.
მაკფადენის გუნდმა ლიგა ენდესას დასკვნით ეტაპზე 2 მატჩიდან ორივე მოიგო და მეორე ქვეჯგუფს "ვალენსიასთან" ერთად ლიდერობს. 4-თა ფინალში გასვლას ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მოახერხებს და წინ 3 ტურია დარჩენილი.