შენგელიას 12 ქულა და "ბასკონიას" მარცხი "ბარსელონასთან"

AutoSharing Option
ლიგა ენდესის ფინალური ეტაპის A ჯგუფის მესამე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" "ბარსელონასთან" 75:81 დამარცხდა.

თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, მაგრამ "ბარსამ" ბოლო მეოთხედი უკეთ ჩაატარა და გაიმარჯვა.

შენგელია, რომელიც მცირე ტრავმით თამაშობდა, 31:43 წუთში 12 ქულა (10-დან 5 ორქულიანი, 4-დან 0 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 5 იყო.

"ბასკონიას", ისევე, როგორც "უნიკახას", რომელსაც მომავალ ტურში, 23 ივნისს შეხვდება, 2 ქულა აქვს და მასთან ერთად ჯგუფში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. დიდი
ალბათობით, სწორედ ეს მატჩი გადაწყვეტს, რომელი გუნდი დაიკავებს მეორე ადგილს და პლეი-ოფში გავა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არა მგონია მთლად მცირე ტრავმა იყოს.ჯერ ერთი ჩანდა სახეზე,რომ სტკიოდა და მეორეც,ტყორცნების დროს,აშკარად ჩანდა,რომ სხეული და ხელი, ავტომატურად კი არ მოქმედებდა,არამედ თავს ძალას ატანდა და ისე ესროდა.აქედან იყო ამდენი უზუსტო სროლა და ბოლო შეტევაში გაფუჭებული 2 სროლაც.მის გარეშე გუნდი ვერ ვარგობდა,სხეული კი,არ ემორჩილებოდა და თითქმის გადარჩენილი თამაში,ბოლოს უიმედოდ დათმეს
სოსო
22 ივნისი 2020 15:04
1
თვრამეტიდან შვიდი :(
SL
22 ივნისი 2020 13:22
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული