ბურჯანაძის "გრან კანარიამ" მაკფადენის "ბურგოსი" ოვერტაიმში დაამარცხა

AutoSharing Option
ლიგა ენდესის ფინალური ეტაპის B ჯგუფის მესამე ტურში ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ" ტედ მაკფადენის "ბურგოსს" 91:87 სძლია.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ოვერტაიმში კი "გრან კანარიამ" იმარჯვა.

ბურჯანაძემ 37:14 წუთში 12 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი) და 8 მოხსნა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 14 იყო.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაკფადენმა  30:24 წუთში 12 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 0 სამიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 4 გახლდათ.

"გრან
კანარიასა" და "ბურგოსს" 2-2 მოგება აქვთ. ბურჯანაძის გუნდი მომავალ ტურში, 24 ივნისს აუტსაიდერ "სარაგოსას" შეხვდება, ხოლო მაკფადენის გუნდი - იმავე დღეს მასპინძელ "ვალენსიას".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული