"გრან კანარიას" 4 მატჩიდან 2 მოგება და 2 მარცხი აქვს და 26 ივნისს, ბოლო ტურში მასპინძელ "ვალენსიას" ხვდება.
ბექა "გრან კანარიას" სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 21:47 წუთში 14 ქულა მოუტანა გუნდს და "გრან
ბურჯანაძის გუნდის მარცხით ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქისა და ჩვენი ნაკრების წევრ თად მაკფადენის “ბურგოსი”, რომელსაც 2 მოგების წილ 1 მარცხი აქვს და დღეს ღამით მასპინძელ "ვალენსიას" ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირი სულ სხვა ფორმატით განახლდა. 6-6 გუნდი ვალენსიაში შეიკრიბა და ორ ჯგუფად თამაშობს. ჩემპიონობისთვის ბრძოლას 2-2 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს.
A ჯგუფში უკვე გადაწყდა, რომ შემდეგ ეტაპზე "ბარსელონა" და თორნიკე შენგელიას "ბასკონია" გავლენ. ასე რომ, "ხუვენტუდთან" მატჩში (25 ივნისი) შესაძლოა, მან მცირე ტრავმის გამო დაისვენოს კიდეც. გიორგი შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფე" უკვე გამოეთიშა ბრძოლას. 25 ივნისს "ტენერიფე" "ბარსელონას" ხვდება.
GBF.GE