ლიგა ენდესის ფინალური ეტაპი სენსაციით დასრულდა - ჩემპიონი "რეალი" პლეი-ოფში ვერ გავიდა.
B ჯგუფში საქართველოს ნაკრების კალათბურთელის ტედ მაკფადენის "ბურგოსმა" დაძაბულ ბრძოლაში 88:86 სძლია "ანდორას" და მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი მასპინძელმა "ვალენსიამ" დაიკავა. "რეალი" კი ჯგუფში ჩარჩა.
მაკფადენმა 26:25 წუთში 13 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 11 იყო.
მართალია, მან 6 სამიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო, მაგრამ ეს ერთ რამედ ღირდა - მოედნის საკუთარი ნახევრიდან ბოლო წამზე ჩააგდო.
ნახევარფინალები 28 ივნისს გაიმართება: "ვალენსია" თორნიკე შენგელიას "ბასკონიას", ხოლო "ბარსელონა" "ბურგოსს" დაუპირისპირდება. ფინალი 30 ივნისს ჩატარდება.