მაკფადენმა 10 ქულა ჩააგდო - "ბარსელონამ" იმარჯვა და ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში "ბარსელონამ" ადვილად სძლია საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, ტედ მაკფადენის "ბურგოსს" (98:84) და ფინალში გავიდა.

"ბარსამ" პირველი ტაიმი მხოლოდ 2 ქულით მოიგო, მაგრამ მესამე მეოთხედში გადამწყვეტ უპირატესობას დაეუფლა და გაიმარჯვა კიდეც.

მაკფადენმა 26:33 წუთში 10 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი), 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 9-ს გაუტოლდა.

ფინალში კატალონიური გუნდი თორნიკე შენგელიას "ბასკონიასა" და "ვალენსიას" შორის გამარჯვებულს 30 ივნისს შეხვდება.

"ბასკონიასა" და "ვალენსიას" მატჩი დღეს, 22:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გავიდა თოკო ფინალში მოიგო ბასკონიამ
შაკო
00:18 29-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული