თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.

წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

altარის - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! [VIDEO]

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა



მკითხველის კომენტარები / 86 /
აბა ახსენით, ჩემს კომენტარებს რატომ არ დებთ. რუსულ ჯარს რომ შევაგინე /ასე - ....../, მაგიტომ? შენგელიასადმი დამოკიდებულება კი აუცილებლად შეიცვლება. საერთოდ, ფულის გამო კადრულობენ ხოლმე რაღაცებს, აბა, ყველა მკარდებელს სამშობლო კი არ ეზიზღება.
ვვვ
07 ივლისი 2020 19:57
5
დავწერე ადრე კომენტარი, მაგრამ ვერ მოვითმინე კიდევ დავწერ: ამდენი ქართველი ადამიანის გულის ტკენად თუ ღირდეს რამე წარმატება ან ფული!!! ცსკა-ს მეტს თუ არავის უნდიხარ ჩემო თოკო ეგ იმას არ ნიშნავს რომ მაომცდამაინც ვითომ მაგ დიდ კლუბში უნდა გადახვიდე! ბოლო-ბოლო სხვა თუ არაფერი გამოჩნდა დარჩი რა მაგ ბასკონიაში და გულიანაფ გვაგულშემატკივრებინე შენთვის! აბა შენ ცსკა-ში იყო ჩათვალე მაგ გუნდს არ უგულშემატკივრებს ქართველების 90% (იმედია ასე იქნება!), და რა ჭირად გინდა ან მაგათ ძემადგენლობაში თუნდაც რაიმე წარმატების მიღწევა?! არ გიღირს არანაირად!!! ცუდად შეხვალ ქართულო კალათბურთის ისტოტიაში! იმედია გადაიფიქრებ მაგ მტრის არმიის გუნდში გადასვლას!
პაატა
07 ივლისი 2020 19:08
5
სიტყვა მოღალატე მეტისმეტია, ამას ალბათ უფრო სიხარბე ჰქვია, არც ეგ სიტყვა მემეტება შენგელიასთვის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
cdf
07 ივლისი 2020 18:15
3
წარმატებები თოკო.ქვეყნის სიყვარულში შენი მხრიდან მე არ მეპარება ეჭვი.ეს იგივეა,ფეხბურთელი რეალში,ბარსაში,მანჩ.იუნაიტედში ან სხვა რომელიმე გრანდში რომ გადავიდეს.ის სისულელეა,თითქოს სამხედრო წოდებას ანიჭებდნენ....ვაგნერ ლავი მაიორის წოდებით გაუშვეს გუნდიდან.
კახა ქ.
07 ივლისი 2020 18:05
30
ანანიძე, კვირკველია, კვარაცხელია (თავის დროზე ჯანაშია, ასათიანი) .... კიდევ უამრავი ქართველი კარგი სპორტსმენი არის რუსეთში სათამაშოდ და შენგელიას რუსულ კლუბში გადასვლა ვისაც საქართველოს ღალატი გონია ვეკითხები: ეს სპორტსმენებიც მოღალატეები და არაპატრიოტები არიან?
misterik
07 ივლისი 2020 17:36
28
მოღალატის იარლიყს პირადად მე და ალბათ არც არავინ არ მოგაკერებს, თუმცა კაცი, რომელსაც ევროპის გრადნებში გადასვლის შანსი აქვს და გადადის მოსკვოვის არმიელთა კლუბში და ეს კაცი საქართველის ნაკრების კაპიტანია ძალიან საწყენია
გიონატ
07 ივლისი 2020 17:36
1
შ ე ი ც ვ ლ ე ბ ა ! ! !

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, მოკაშკაშე ვარსკვალავი ევროპაში თორნიკე შენგელია, ოკუპანტ არმიელთა რიგებში, ოკუპანტის დროშის ქვეშ, ოკუპანტის ჰიმნზე ხაზში დგომით, აბა დაფიქრდი თოკო შენ. არ შეცვლა როგორ გინდა, ჩვენ მაგ ოკუპანტის არმიელებს ვუქომაგოთ? ა რ ა ს ო დ ე ს

ნაკრებს სხვა კაპიტანი სჭირდება. იმხელა კალათბურთელი ხარ ნაკრებში მოკვეთას ვერ ვამბობ, ნაკრებისათვის ხელის მოჭრას ნიშნავს.
G.LA
07 ივლისი 2020 16:39
2
ar ginda exla ra, shen rom patrioti iyo arc ki ipikrebdi ra mag gundshi gadasvlas, amitom pulze pokrs tavi daanebe da darchi patriotad, sxva gundshi gadasvlas kide
სანდრო
07 ივლისი 2020 16:28
2
პატრიოტიზმის ზუსტი განმარტება თუ იცით შენგელიას ვეღარ დაუძახებთ პატრიოტს თუ ცსკში გადავა. მე არ ვწყვიტავ თოკოს ნაცვლად და არც თავს მივცემ უფლებას რჩევა დარიგებები მივცე, მაგრამ პატრიოტიზმის განმარტებას გადახედეთ და თქვენც ნახავთ რომ მისი ნაბიჯი რა თქმა უნდა თუ გადავა არ იქნება პატრიოტიზმის შესაბამისი.
ზურა
07 ივლისი 2020 16:12
1
თუ გადავიდა მაშინ მიმიფურთხებია მისი "უანგარო" სიყვარულისათვის ქვეყნის მიმართ.მე მაინც მგონია,რომ ეს ყველაფერი მამამისის გაუმაძღარობის შედეგია.ავოეეეე,რუსეთის არმიის პრაპორშიკს!რატომ?ფული გაკლია?
888
07 ივლისი 2020 16:10
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული