თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.

წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

altარის - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! [VIDEO]

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა



მკითხველის კომენტარები / 86 /
შემდეგი გუნდი სოხუმის "აფსუა" იქნება სადაც გვასახელებს
დათო
07 ივლისი 2020 12:34
7
შ ე ი ც ვ ლ ე ბ ა ! ! !

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, მოკაშკაშე ვარსკვალავი ევროპაში თორნიკე შენგელია, ოკუპანტ არმიელთა რიგებში, ოკუპანტის დროშის ქვეშ, ოკუპანტის ჰიმნზე ხაზში დგომით, აბა დაფიქრდი თოკო შენ. არ შეცვლა როგორ გინდა, ჩვენ მაგ ოკუპანტის არმიელებს ვუქომაგოთ? ა რ ა ს ო დ ე ს

ნაკრებს სხვა კაპიტანი სჭირდება. იმხელა კალათბურთელი ხარ ნაკრებში მოკვეთას ვერ ვამბობ, ნაკრებისათვის ხელის მოჭრას ნიშნავს.
G.LA
07 ივლისი 2020 16:39
2
რა თქმა უნდა არ შეიცვლება თოკო! წარმატებები და ვაიპატრიოტებს და კალათბუტთის არ მცოდნეებს არ დაუგდო ყური!!!!
Joko
07 ივლისი 2020 10:48
54
პატრიოტიზმის ზუსტი განმარტება თუ იცით შენგელიას ვეღარ დაუძახებთ პატრიოტს თუ ცსკში გადავა. მე არ ვწყვიტავ თოკოს ნაცვლად და არც თავს მივცემ უფლებას რჩევა დარიგებები მივცე, მაგრამ პატრიოტიზმის განმარტებას გადახედეთ და თქვენც ნახავთ რომ მისი ნაბიჯი რა თქმა უნდა თუ გადავა არ იქნება პატრიოტიზმის შესაბამისი.
ზურა
07 ივლისი 2020 16:12
1
პირველ რიგში მინდა პატივისცემა განოვხატო თოკოს მიმართ. უდავოდ უნიჭიერესი და ერთ ერთი უძლიერესი კალათბურთელია ევროპაში.
ეხლა რაც შეეხება რუსეთში გადასვლას ვინც არ უნდა ტქვას ეხლა რომ სპორტი პოლიტიკა არაა ეს სიცრუეა დიახაც პოლიტიკაა და მით უმეტეს როდესაც ჩვენი ქვეყანა ანექსირებულია . თოკო გტხოვ არ გადახვიდე უნდა გააცნობიერო რომ რიგითი ქართველი არ ხარ და ესაა მთავარი შენ მაგალითი უნდა მისცე სხვებს არანაირად არ უნდა ითამაშო აგრესორის ცენტრალური არმიის კლუბში, არ აქვს მნისვნელობა ვის ეკუტვნის ეხლა რომელ მფლობელს ეს ლუბი ასოცირდება რუსეთთან და მის არმიასთან და ამით ყველაფერი ნათქვამია.მჯერა რომ სახეს სეინარჩუნებ აქ ფული არაა მთავარი მთავარი ღირსებაა რომელიც ვიცი რომ გაქვს.
პ.ს ზალიან გტხოვთ ამ შემთხვევას ნუ გააიგივებთ ასეულ ათასობით რუსეთში მცხოვრებ ქართველთან რომლებიც იქ სამუსაოდ თავის გადასარჩენად არიან ჩასულები და არა თავისი სურვილით ეს უნდა გვესმოდეს სხვა რამეა. მაგრმა შენ როდესაც ქვეყნის სახე ხარ ცნობილი ხარ თაობები გიყურებს პასუხისმგებლობა სხვა დონეზე უნდა იყოს და პატრიოტიზმი პირველ რიგში,ყოველთვის გამორჩეული ადამიანები აკეთებდნენ ამას მაგალითს აძლევდნენ სხვას და არა მასები.
ბესო
07 ივლისი 2020 14:11
4
მოღალატის იარლიყს პირადად მე და ალბათ არც არავინ არ მოგაკერებს, თუმცა კაცი, რომელსაც ევროპის გრადნებში გადასვლის შანსი აქვს და გადადის მოსკვოვის არმიელთა კლუბში და ეს კაცი საქართველის ნაკრების კაპიტანია ძალიან საწყენია
გიონატ
07 ივლისი 2020 17:36
1
მაია ჩიბურდანიძემ უარი თქვა რუსეთში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.. არადა მაგარ ფორმაში იყო და ნოემბერში ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო. შოთა არველაძემ უარი თქვა რუსეთში მუშაობაზე, არცერთი არ იყო შენზე ნაკლები სპორცმენი.. მიბაძე მათ
giorgi
07 ივლისი 2020 14:09
5
შოთამ ნაკრებზე თქვა უარი, რუსულმა კლუბმა მიმიწვიოს სიამოვნებით წავალო. ასეა ეს!
c
07 ივლისი 2020 14:52
12
შენგელია საჩოთირო გადაწყვეტილებას კი იღებს, მაგრამ მოღალატე ნაღდად არაა. პირდაპირ ვამბობ - მოღალატეები არიან ისინი, ვინც მოახლოებულ არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მისცემენ ხმას და ქვეყნის გაპარტახება-გაუბედურების შანსს გაუხანგრძლივებენ.
დარწმუნებული ვარ აქაც ბევრია ისეთი, თორნიკეს მორალს უკითხავს კომენტარებში, პატრიოტიზმის გრძნობას უწუნებს, სამ თვეში კი გატანტალდება და 41-ს შემოხაზავს.
გაიგეთ ხალხო, ამ თქვენი რევანშისტული განწყობების რუსულ თამაშში ჩაგვითრიეთ მთელი ქვეყანა. პუტინის ერთი რიგითი ოლიგარქის სიყვარულით საქართველო "გააკრასნოდარეთ" და ამის მერე შენგელიას საყვედურობთ ?
შეგირცხვათ ნამუსი მართლა და მართლა !!!
korben dallas
07 ივლისი 2020 14:55
19
რაღა ცსკა თოკო, რაღა არმიის გუნდი, დავიჯერო რეალს ან ბარსას არ შემოუთავაზებია შენთვის კონტრაქტი? ან რომელიმე ტოპ გუნდს? ყველაზე მეტი ვინც შეგთავაზა იქ გადახვედი, მაგრამ ასეთი რა შეგთავაზეს, რომ ყველას ეგ გუნდი არჩიე? ფაჩულიას მაგალითი შეიძლება აქ მოსატანი არ იყოს, მაგრამ ზაზამ ბევრ მილიონზე უარი თქვა, იმის გამო, რომ გოლდენ სტეიტი აშკარა ფავორიტი იყო იმ წელს ნბას ჩემპიონობის და გახდა კიდეც ჩემპიონი, მან ეს პირველ რიგში საქართველოსთვის გააკეთა, რომ ქართველებს გვეამაყა იმითი, რომ ნბას ჩემპიონი ქართველია, შენ რაღა მოგივიდა?! ყველა შემთხვევაში კარგად მინდა იყო და ჯანმრთელობას გისურვებ.
bmb
07 ივლისი 2020 14:38
10
თოკო NBA-ში რო დაბრუნდე ამაზე გეფიქრა,ევროპაში ამ დაცვით და ძალისმიერ ლიგებში დაფრინავდი და არ მგონია იქ გაგიჭირდეს,სადაც უნდა ითამაშო ყოველთვის გიბალეშიკებ,წარმატებები!
მირო
07 ივლისი 2020 12:11
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული