championat.com: "რუსული არმიის" კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ცსკა-ში შესაძლო გადასვლამ საქართველოსა და რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პორტალმა championat.com-მა გაკვირვება ვერ დამალა იმის გამო, რომ შენგელიას ტრანსფერით საქართველოში უკმაყოფილოები არიან. აღსანიშნავია, რომ წერილის ავტორი რომან დიომინი სათაურში თორნიკეს უკვე  მოსკოვური გუნდის ახალწვეულად მოიხსენიებს:

რუსული არმიის კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული
აგრესიული არაკეთილმოსურნეები აბსოლუტური უმრავლესობაა. რა არ არის ისე საქართველოში?

"საქართველოს სოციალური ქსელებისა და ინტერნეტსაიტების მომხმარებლებმა მკაცრად გააკრიტიკეს კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც უახლოეს ხანში შეიძლება "ბასკონიადან" ცსკა-ში გადავიდეს.

"სირ­ცხვი­ლია, რუ­სუ­ლი
არ­მი­ის გერ­ბი რომ გვაქვს მკერ­დზე. იმ არ­მი­ის, რო­მე­ლიც შენს ქვე­ყა­ნას ბომ­ბავ­და", "მონური თვითდამცირება", "საზოგადოებისთვის სილის გაწნა", "შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, პოლიტიკა და სპორტი განუყოფელია, მტერი - ის ყველგან მტერია", - ციტირებს შენგელიას შესაძლო ტრანსფერზე მომხმარებელთა რეაქციას ინტერნეტპორტალი ambebi.ge.

უნდა ითქვას, ეს ყველაზე მკაცრი კომენტარები არაა. უარესებიც არის. უბრალოდ მათი აქ გამოქვეყნება "არაცენზურულობისა" და ზედმეტი აგრესიულობის გამო არამართებულია".

ავტორს აგრეთვე  crystalsport.ge-ზე გამოქვეყნებული კომენტარები მოჰყავს და აგრძელებს:

"ყველაზე დიდ ქართულ პორტალ sportall.ge-ზე გამოთქმული მოსაზრებები:

"სამწუხაროდ, პოლიტიკა მსოფლიოში ყველაფერზე ახდენს გავლენას. ჩემი ქვეყნის ნაკრებში არ მინდა ვიხილო კალათბურთელი, რომელიც რუსეთის სახელის განდიდებას ეცდება. შეიძლება ითქვას, რომ ცსკა უკვე კერძო კლუბია, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. "გაზპრომი" რუსული კლუბების სპონსორია. 2006 წელს მათ გაყინეს თბილისი. ნებისმიერ სპორტსმენს შეუძლია, სადაც ენებება, იქ წავიდეს, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს უფლება აქვს, "რუსული არმიის კლუბის" წარმომადგენლებს აუკრძალოს მათი სახელით ასპარეზობა. ქართული სახელმწიფოს მტერი რუსეთია და არამარტო მისი მთავრობა (მთავრობას ხალხი ირჩევს).

"ვისმა არმიამ დაგლიჯა შენი სახელმწიფო ნაწილებად? როგორია არმიული გერბის ისტორია, რომელიც თამაშებისას შენს გულზე იქნება?".

"თუ ეს სიმართლეა და მართლა აპირებს ცსკა-ში გადასვლას, პირადად მე მისდამი ინტერესი დავკარგე და მეტად არ მინდა მისი სახელის გაგონება".

ამ საიტზე მომხმარებლებს პლუსების და მინუსების დასმა შეუძლიათ, რაც აუდიტორიის საერთო აზრის გაგების შესაძლებლობას იძლევა. შენგელიას მიმართ აგრესიულ კომენტარებს მუდმივად "აპლუსებენ" სამის ერთთან პროპორციაში (მაგალითად, 45 პლუსი 15 მინუსის წინააღმდეგ ან 75 პლუსი 25 მინუსის წინააღმდეგ).

კომენტარებში უმცირესობა მოუწოდებს, არ აურიონ ერთმანეთში სპორტი და პოლიტიკა, მიანიშნებენ იმაზე, რომ ცსკა შენგელიასთვის როგორც სათამაშო, ასევე ფინანსური თვალსაზრისით კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს. თუმცა მათ უბრალოდ "ამინუსებენ". აი, ასე ჩაერია თორნიკეს სპორტულ კარიერაში პოლიტიკა.

კრიტიკოსებმა თითქოს დაივიწყეს, რომ რუსეთში რიგი ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. თანაც, ცსკა-ს კალათბურთელთა გუნდში არც ისე დიდი ხნის წინ ქართველი მანუჩარ მარკოიშვილი ასპარეზობდა - 2014/15 წლების სეზონში. მაშინ ასეთი აგრესიული რეაქცია არ შეინიშნებოდა. თუმცა შენგელია ელიტური დონის მოთამაშეა. ალბათ, თანამემამულეები ასე მკაცრად ამიტომ რეაგირებენ თორნიკეს იმ კლუბში გადასვლაზე, რომელიც რუსულ არმიასთან ასოცირდება".

altთორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა

altკირილენკო: შენგელიასა და მილუტინოვის ცსკა-ში გადმოსვლამ არ გამაკვირვა

altmatchtv: ცსკა შენგელიას ტრანსფერს ამ კვირაში გამოაცხადებს

alteurobasket-მა თორნიკე შენგელია ცსკა-ს შემადგენლობაში შეიყვანა

altშენგელია? შენგელია? შენგელია? - გომელსკის კონფერენციაზე კითხვები დააყარეს

altშენგელიასთან ცსკა-ს მოლაპარაკება საწყის სტადიაზეა

altsportall.ge-მ ცსკა-სგან შენგელიას შესახებ ოფიციალური პასუხი მიიღო

altჩვენთან მოდის შენგელია - რუსული მედია აღფრთოვანებულია!

altშენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

altმოსკოვის ცსკა-მ შენგელიას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო - "მას რუსეთზე ცუდი არაფერი უთქვამს"

altმოულოდნელი ცნობა: შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი დროის ამბავიაო...

მკითხველის კომენტარები / 62 /
ეგ კარგად იყოს და მე ეგოისტურად ჩემი თავი მადარდებს სიხარული და სიამოვნება რო მომაკლდა აღარ დავინტერესდები მაგის თამაშით
irakli
09 ივლისი 2020 14:00
1
ერწერწრ
erwerw
09 ივლისი 2020 13:56
0
თოკო არცერთ ნორმალურ ქართველს არ გაუხარდება შენი რუსეთში გადასვლა... შენ თუ ასე ძალიან გაინტერესებს ფული ან ევროლიგის მოგება ნება შენია.. მაგრამ ქართველებს არაფერი გვავიწყდება ევროლიგის თასი ქართველი ხალხის სიყვარულში ნუ გაცვლი.... ყველაფერი წარმავალია ქვეყანაზე მხოლოდ კაცობა და სახელი რჩება და არა ტიტულები..... მესხს დიდი არაფერი მოუგია თასების მხრივ მაგრამ დღემდე ყველას ახსოვს და ყველა აღმერთებს...... დარჩი ღირსეულ ქართველად ნუ დაუგდებ ყურს ამ აგენტებს მათ მხოლოდ ფული აინტერესებთ მეტი არაფერი....
Tokos
08 ივლისი 2020 22:48
5
ფინანსური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენისათვის,მაგრამ როცა პორტუგალიელი ლუიშ ფიგუ ბარსელონადან მადრიდის რეალში გადავიდა,ტრიბუნიდან ღორის თავი ესროლეს.უცხოელს ესროლეს, პრინციპული მეტოქის შემადგენლობაში გადასვლისათვის.
სოსო
08 ივლისი 2020 21:11
2
რა უჭირდა ასეთი რომ მაინცადამაინც რუსეთში და თან არმიის გუნდში წასულიყო. კაპიტნობა მარტო სამკლავურიც არაა კიდევ.
ლმ
08 ივლისი 2020 20:31
3
sadgaa patriotoba? amat patriotoba marto fulia tu gadava magis nebaa da tavis gulshi chaixedos
davit
08 ივლისი 2020 16:06
5
თოკო გენაცვალე მაგარო კაცო... თურქეთზე მართალს გვეუბნება ისე რუსეთი... ეგ ფაქტორი რომ არა ეხლაც სიამოვნებით გადაგვივლიდა, მიაყენეთ ერთი ადგილი...თოკო 90 % პროცენტს გვიყვარხარ და 10 % პროცენტი ყოველთვის გვყავდა მოღალატე...
ფშაველი
08 ივლისი 2020 14:23
38
შენისთანების გამოა ეს ქვეყანა ამ დრეში და იმიტომ გვაზიან რუსები თავზე.
ჯერი
08 ივლისი 2020 17:35
8
ნორილსკი ნიკელის გუნდია და არმიასთან არაფერი არ აქვს საერთო! აბა კლეიბერნი, ბოლომბოი, მილუტინოვი, ჯეიმსი, ჰეკეტი, სტრელნიექსი წიტელი არმიის ოფიცრები არიან? ამდენი ტვინდახშული რატომ ცხოვრობს საქარტველოში? იმის მეასედი გააკეტეთ ჯერ ქვეყნისთვის, რაც თოკოს გაუკეთებია და მერე ჯღაბნეთ დისულელეები. მაგ კლუბის აქტივების 100%-ის მფლობელია პოტანინი-რუსი ბიზნესმენი-26 მლრდ-ის მფლობელი და სახელი მარკეტინგული თვალსაზრისით
დათო
08 ივლისი 2020 16:57
15
ყველა გამოხმაურება
ნეტა ზოგიერთები NBA-ში რომ ეპატიჟებით, ამერიკამ რა გაგიკეთათ რუსეთზე უკეთესი?! დამონებულები ყავხართ, უმაგათოდ მინისტრის მოადგილეც კი ვერ დაგინიშნიათ, მაგრამ 26 მაისიდან 5 დღის მერე (მანამდე არ ახსენდებათ) დამოუკიდებლობის დღეს რომ გილოცავენ, ხბოს აღფრთოვანებით ხვდებით და ვერ გაგიაზრებიათ, მონებად რომ ხართ გადაქცეული! მათ თუ არ მოგცეს ნება, წარმოებას ვერ გახსნი, ყოველ თეთრს გიკონტროლებენ! ამიტომ არ აწყობთ ისინი, ვინც რუსეთში ფულს აკეთებს, რომ ამ ფულს ვერ აკონტროლებენ, ხალხი დააჩმორეს უფულობით და პატრიოტულ გრძნობებზე თამაშობენ! 2008 წლის ომი მაკკეინმა დააწყებინა, თავისი საარჩევნო კამპანიისთვის სჭირდებოდა, როცა კარგად იცოდა, ამას რა შედეგი მოყვებოდა, ჰოდა კეთილი ინებეთ, და ამერიკასაც მოსთხოვეთ პასუხი ამ ომზე, თუ ერთი ადგილი გაქვთ!!!
!!!!!
08 ივლისი 2020 14:19
39
შენ მე გრამატიკას ვერ მასწავლი!! :)) ყოჩაღ მაგარი კაცი ხარ! მე ვერაფერს ვერ გასწავლი არც შევეცდები ღმერთმა გაგიმარჯოს შენს გზაზე მაგრამ შენი ქვეყანა არ უნდა აქილიკო ამერიკის და რუსეთის ირანის და ყველას ... ხალხს რო მიმართავ აქ მასას მაგაზე მაქვს ლაპარაკი!!!
ქართველი
08 ივლისი 2020 17:08
3
ქართველი-ს: თვალები დააჭყიტე და დაინახავ, რომ "გცეული" არსად წერია და წერია "გადაქცეული", ხოლო რაც შეეხება "ყავხარ", ეს ჩვეულებრივი ქართული სიტყვაა, შეიძლება დაიწეროს "ჰყავხარ", მაგრამ ეს ასეთი საგანგაშო შეცდომა არაა, რასაც აქ სხვები წერენ და არავის რეაქცია არა აქვს. შენ მე გრამატიკას ვერ მასწავლი! თუ რაიმე შინაარსის გარშემო გაქვს სათქმელი, ის ამოღერღე და მეათეხარისხოვან "შენიშვნებზე" ნუ ამახვილებ ყურადღებას. სად დაინახე ჩემი ერის ქილიკი? წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემა გაქვს!
!!!!!
08 ივლისი 2020 16:58
5
ყველა გამოხმაურება
საქართველო მგონი ერთადერთი ქვეყანა სადაც ყველგან პოლიტიკა და ცუდი ამბები ბატონობს.. ამ ბიჭის არც ნათესავი ვარ და საერთოდ კალათბურთს არ ვუყურებ მაგრამ.... ეს ჩვენი საქმე არ არის სად ითამაშებს თორნიკე ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს გეფიცები რა საზიზღარი ხალხი ვართ ტოო სულ სხვისი ლანძღვაში ვატარებთ ცხოვრებას საზიზღარი ქვეყანა გვაქვს გეფიცებით ვიცი ბევრს გეწყინებათ ჩემი ნათქვამი და მე თქვენზე ძალიან მწყინს უბრალოდ ადამიანებს აქ ამოსუნთქვის საშვალება არ აქვთ .
Jeyjey
08 ივლისი 2020 12:56
9
ფაჩულიამ, რომ რუს ჟურნალისტს უთხრა რუსულად კითხვას ნუ მისვავთო, მაშინ ხო აღფთივანდით??? ამოვიდა ყელში ეს ვაზელინობა. ჯერ ერთი ესპანეთიდან რომ ღორ რუსეთში წახვალ ეს არის სიშტერე და მეორეც როდესაც ბაკრების კაპიტანი ხარ ცოტა მეტი ვალდებულებები გაქვს და ეს უნდა გაითავისო.
უკრაინელი ფეხბურთელის მაგალითი გაიხსნეთ.
როდემდე უნდა ვიყით მონები?? ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ გგავგებინოთ რუსეთს, რომ ფული ყველაფერი არ არის.
ლაშა
08 ივლისი 2020 12:52
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული