200 წელი ჩვენი არმია იცავდა; ახლა, წესით, ირანს ან თურქებს ფეხებში უნდა უცვივდებოდნენ - რა გამოხმაურება მოჰყვა championat-ის სტატიას შენგელიაზე?

AutoSharing Option
გუშინ, 7 ივლისს, უმსხვილეს რუსულ სპორტულ პორტალ championat.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო ქართველი გულშემატკივრის განწყობაზე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო გადასვლაზე.

"ჩემპიონატს" sportall.ge-ს მომხმარებელთა კომენტარების ძირითადი აზრიც ჰქონდა გადმოცემული. სტატიის ავტორმა კომენტარების ანალიზზე გამოიტანა შემდეგი დასკვნა, რომ უმრავლესობის განწყობა შენგელიას ცსკა-ში გადასვლის შესახებ უარყოფითია. ასევე, ხაზი იყო გასმული, რომ ქართველებში ცსკა არმიულ გუნდთან ასოცირდება.

საინტერესოა, რას ფიქრობენ რუსი გულშემატკივრები ამ ყველაფერზე. წინასწარვე გაცნობებთ: დადებითი განწყობა იქაც ცოტაა.

ისევე, როგორც "სპორტალზე", "ჩემპიონატზეც" შეიძლება კომენტარების მოწონება ან არმოწონება. ყველაზე მეტი მოწონების კომენტარი
კი ასეთია:

"200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში".

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვაც დასვა და პასუხიც მალევე მიიღო:

" - რუსეთში ხომ ქართველებიც ცხოვრობენ, რესტორნების მფლობელები და ასე შემდეგ. იმათზე რა ხდება?
- ისინი რუსები არიან. თორნიკე კი საქართველოს მოქალაქეა. ამიტომ ეწვით."

"ყველაზე სასაცილო ისაა, რომ საქართველომ თავად დაიწყო კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში... ისე, მაშინ ჩვენმა არმიამაც გადააჭარბა. მათი მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის გაწმენდა საქართველოს ჯარისგან, ჩვენები კი ისეთ აზარტში შევიდნენ, კინაღამ თბილისიც აიღეს."

"ძალიანაც კი არ გვჭირდება, თანაც მსუბუქად არაადეკვატურია."

"მახსოვს, როცა არმიელებს ხვდებოდა ბასკონია, თორნიკე არასპორტული აგრესიით გამოირჩეოდა."

"ამერიკაში უამრავი რუსი ჰოკეისტი თამაშობს - მაგრამ მათ არავინ ლანძღავს. რუსი ფეხბურთელი "შახტარში" ან კიევის "დინამოში" რომ გადავიდეს, უმრავლესობა წარმატებას უსურვებს."

აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს გულშემატკივრები შენგელიას გადასვლას მეგა-ტრანსფერს უწოდებენ და ბედნიერები არიან.

"სუპერ ენაძენი იქნება. მან აჩვენა, რომ მიროტიჩზე უკეთესია."

"მიხარია თოკოს ტრანსფერი. ქართველი თავის მენტალიტეტით ლიდერია და თამაშის დროს 100%-ით იხარჯება."

მთლიანობაში, გულშემატკივრის უმრავლესობა თოკოს გადასვლას მიესალმება და დადებითად უყურებს. ქართველებს კი მეტად ბუნდოვანი პოზიციები გვაქვს.

მკითხველის კომენტარები / 82 /
აბა ჰე.
აპრავეთ ჯიგრებო....
GATUZO
08 ივლისი 2020 11:19
12
რა გჭირთ ხალხო ასე გამოტვინდით, თუ ერთი და იგივე ტიპები წერენ სხვადასხვა სახელით?

თუ დღს ცხვირ-პირში გირტყამს ვინმე და მეორე მოსაშველებლად მოვა ან არ მიეხმარება მაინც ამ მოძალადეს... შეიძლება იმ სხვას სდიო შენ წლების წინ მცემე და დღეს ამაზე უკეთესი არ ხარო? ან ვინც გეტყვის ამ ცხვირ-პირში მცემელთან ნუ იმეგობრებო... უპასუხო აბა ის რომ წლების წინ მირტყამდაო?

კარგი რა მართლა ბნელა? სახელწმიფო პირდაპირ გბომბავს, გიხოცავს მოსახლეობას, გპარავს მეკობრესავით ადამიანებს, შენს ტერიტორიას არ აღიარებს შენს ტერიტორიად და არაფერიო იძახით??? ადარებთ 100-200 და მეტი წლის წინანდელს? კარგი იმ 200 წლის წინ რა გიქნეს რუსებმა, ვინ მიგატოვა ასპინძაში, ვინ მიგატოვა კრწანისში? ვინ დაარღვია ტრაქტატი?
კარგი რა ჯანდაბა გვჭირს ასეთი...
რუსეთი მტერია, რუსეთის არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბში თამაში სრიცხვილია, ნაკრების კაპიტანის თამაში კი სირცხვილზე მეტია!!!
დავითი
08 ივლისი 2020 11:59
13
თუ გადავიდა მე პირადად ნაკრების თამაშებზე აღარ ვიცლი როცა თორნიკე ითამაშებს
ჯუბო
08 ივლისი 2020 15:31
18
უბედურება სწორედაც ეგაა ქუთაისელს რომ ქუთაისელის გადასვლა თბილისში უტყდებოდა.ე.ი მტრები თბილისელები ყოფილან.ეს შენ ვერ გაგირჩევია მტერი.ერთმანეთის გაუტანლობამ,რეგიონებად,ქალაქებად,უბნებად დაყოფამ დაგვღუპა.რუსეთს რაღას ერჩით,ოკუპანტია,მტერია და თავის საქმეს აკეთებს და თანაც თავის საქმეს ჩვენი ხელითაც აკეთებს
ქუთაისელს ქუთაისელისგან
08 ივლისი 2020 14:14
4
კაი მთქმელს კაი გამგონე უნდა. იმიტო არ უტყდება რო მტერია. აქ პრინციპებზეა საუბარი რომელიც ბევრს არააქ საერტოდ
Qutaiseli
08 ივლისი 2020 16:13
5
2008-შიც შინდისში რუსეთის არმია იცავდა.....ეგ ყველაფერი დაღუპული ქართველი ბიჭების მშობლებსა და შვილებს მოუყევით!!!!!!!
DATO
08 ივლისი 2020 13:36
9
ძალიან სამწუხაროა, რომ არმიის სპორტულ კლუბში გადავიდა!!! ტიპს რეალში და სხვა უმაღლესი კლასის გუნდებში შეეძლო გადასულიყო და გადავიდა სად????!!!! მეორე თემაა შოიგუ რომ გყავს კლუბის შეფი, საქართველოში სისხლის გუბეები, რომ აქვს დაყენებული და კიდევ რომ იზავს უეჭველი! მოკლედ ჩემთვის ეგ კალათბურთელი აღარ არსებობს! არც ნაკრების თამაშზე მივალ ეგ თუ გამოიძახეს! არა და როგორ ვგულშემატკივრობდი
გიორგი
08 ივლისი 2020 15:20
8
ამ კომენტარების შემდეგ მაინც დაფიქრდი თორნიკე, თუ სად და ვინებთან მიდიხარ
iason dabneuli
08 ივლისი 2020 11:46
19
აქ მენტალურად მუდამ ავადმყოფი ურუს-თათრების ბჟუტური -ვის აინტერესებს ...კიდევ კარგა ხანს დარჩებიან 80-ულის მიმართ ადამიანთა ცხოვრების დონით და ხარისხით და სანამ ამ ,,რუსული სამყაროდან,, ქართველობა - თავს არ დაიხსნის,მანამ უარეს დღეში ვიქნებით, ანუ მ უ დ ა მ 80-ული მიღმა ღატაკი, უიმედო და უპერსპექტივო. - ფ ა ქ ტ ი -2012 წელს კრემლის სპეც-სტრუქტურების და მათი ,,სასარგებლო იდიოტების,, - დასმული ვაჭარი-ივანაშვილების ხელისუფლებების პირობებში ; ეკონომიკური ზრდა გვაქვს - 0-ლ ( ვიმეორებ -8 წელი?!), 2-4-ჯერ გაზრდილი ფასები, 2-ჯერ დევალვირებული ლარის კურსი,ამ დროს 7.4-მლრდ-დან-18 მლრდ-მდე გაზრდილი საგარეო ვალი, სიღატაკე და აუტანელი ყოფიდან - 600 000-მეტი გასული-ემიგრანტად გადაქცეული საქართველოს მოქალაქე , ანუ დაუსუსურებული, სახელმწიფო ინსტიტუტები, დაკნინებული სტრუქტურები,მოშჭლილი სახელმწიფო უსაფრთხოება, გაძარცვული ბიუჯეტი, ჩამოშლილი ეკონომიკა და ზოგადად მხოლოდ შეუქცევადი - რ ე გ რ ე ს ი რ ე ბ ა დ ი პროცესი- უპერსპექტივობა- და რასაც- ერი დიდხანსა ვერ აიტანს ....
გლახუნა
08 ივლისი 2020 15:03
9
თ.შენგელიას თუ ე რ ო ვ ნ უ ლ ი ღირსება,სახელმწიფო აზროვნება -პასუხისმგებლობა გააჩნია, თუ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ვაჟკაცების საფლავებს პატივს სცემს...- საქართველოს სახელმწიფოს მტერ- ურუსეთში- ა რ უნდა წავიდეს,და თუ სიხარბემ (ესპანეთიდან -რუსეთში გადასვლით - ხარისხს ვერ გააუმჯობესებს) დაძლია - შესაბამისი დამოკიდებულებას მიიღებს...ანუ -თ.შენგელიასადმი პ ა ტ ი ვ ი ს ც ე მ ა შემცირდება და ის ა ღ ა რ იქნება - ს ა ა მ ა ყ ო ქართველი, საამაყო სპორსმენი... პ.ს. - სააკვირველია მართლა ვ ე რ ვხდებით - კრემლი რატომ ცდილობს ავტორიტეტული ქართველების რუსეთში წაყვანას (?!) - სახელმწიფო აზროვნება-პასუხისმგებლობის, ეროვნული ღ ი რ ს ე ბ ი ს განცდის დაკნინება - გაფერმკთალება, მ ე ნ ტ ა ლ უ რ დასუსტებას რომ ცდილობს... რომ მუდამ მათ ავადმყოდ დღესაც შუა საუკუნეების ,,რუსული სამყაროს,, ნაწილი შევიქმნათ (?!), მართლა არ -თუ ვერ ხვდებით?!
გლახუნა
08 ივლისი 2020 15:01
10
მილიონი ქართველი არ ცხოვრობს! არც მანამდე ცხოვრობდა, ვიდრე 2006-ში არ გამოყრიდნენ მაგ ქართველების მნიშვნელოვან ნაწილს. ბოლო ცენზით 200 ათასი თუ რაღაც ეგრე ქართველი ცხოვრობს რუსეთში - აქედან ნახევარი გარუსებულია უკვე
rasa
08 ივლისი 2020 20:21
3
მარკოიშვილიც ტამაშობდა მაგრამ არა აკიტეხით მაშინ ეს ამბავი.კომუნსტების დრო კიარაა ცსკა არმიის გუნდი იყოს კერდზოა.მილიონი ქართველი ცხოვროს რუსეთსი ნუ გავიწყდებათ.
mosexoneli
08 ივლისი 2020 15:32
33
ყველა გამოხმაურება
თურქეთმა და ირანმა ნაკლებად დაგვაზარალა და რატომ დავწერ ეხლა, თურქეთი და ირანი წარმოდგენს მუსულმანური კულტურის ქვეყნებს, აღნიშნული კულტურა ჩვენთვის სრულიად უცხოა, ამიტომ ქართველისთვის თავიდანვე ყველაფერში ნათელი იყო, რომ მათსას არაფერს უნდა გაკარებოდა და მათგან არაფერი აეღო, აი ეს ვითომ ერთმორწმუნე რუსეთი ზუსტად ამ ყბადაღებული ერთმორწმუნეობით, გველივით შემოგვიცურდა, შემოიტანა უამრავი საძაგელი უკულტურობა, მარტო ქურდული მენტალიტეტი რომ ვახსენოთ, რომელითაც ჩაგვინაცვლა ქართული, რაინდული ეტიკეტი, საკმარისი იქნება. ჩვენ დღესაც საბჭოეთის და ცარიზმის ჯერ კიდევ მკვეთრ აჩრდილებს ვებრძვით და მენტალურად ისევ მათ კლანჭებში ვართ, თუმცა როდესაც ლაღ და თავისუფალ მომავალ თაობას ვუყურ, დიდი იმედი მაქვს რომ გავაღწევთ გვირაბის ბოლოს. რაც შეეხება კონკრეტულად თორნიკეს, თუ ვინმეა დღეს ქართველი კალათბგურთის გულშემატკივართათვის საქართველოს სიმბოლო, ეს თოკოა, არამარტო მისი თამაშით, თუნდაც მისი ხასიათით და გარეგნობით. დიდი კალათბურთელია, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ ის თორნიკე შენგელიაა, ჩვენი სიმბოლო და არა რომელიმე რიგითი კალათბურთელი, ჩვენ, ყველას გვინდა რომ მან არ გვატკინოს გული და არ გადავიდეს ჩვენი მოსისხლე მტრის, რუსეთის არმიის კლუბში, იმედი გვაქვს კაპიტანი ყველაფერ ამას გაიაზრებს.
gio
08 ივლისი 2020 13:20
15
ცოტა მეტად ჩაუღრმავდი ისტორიას და წაიკითხავ რა დონის ზეგავლენა მოახდინა ჯერ ირანმა და შემდეგ თურქეთმა ჩვენი ერის რეგრესზე! რუსეთის მომხრე არასდროს ვყოფილვარ.. რუსეთისტად რომ არ მოგეჩვენო. ჩვენს გარშემო ნებისმიერი დიდი სიამოვნებით გადაგვყლაპავდა! ყველა ჩვენი მტერია..ისტორიულად..ასე რომ აქ ქვეყნების შედარება კი არა.. ამ ადამიანის წარმატებაზე ვიმსჯელოდ ჯობია.
დავით
08 ივლისი 2020 13:30
7
რომელია ლაღი ახალი თაობა, ტრანსპორტში სკამზე დაჯდომას რომ ვერავინ დაასწრებს?:)
Gio
08 ივლისი 2020 13:45
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული