რუსულ პრესაში თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო ტრანსფერისა და ამ მოვლენისადმი ქართველი გულშემატკივრების რეაქციის შესახებ ბევრი იწერება. ცხადია, რუსებს ძალიან უნდათ შენგელიას თავიანთ გუნდში გადასვლა. ამჯერად აღნიშნულ თემას წერილი "სპორტ-ექსპრესმა" მიუძღვნა და ბერძნული "არისის" სპორტული დირექტორის, ვიქტორ სანიკიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელიც 2014/15 წლების სეზონში ყაზანის "უნიკსში" თამაშობდა.
"მოსალოდნელი იყო, რომ ამ გადასვლაზე ზოგიერთ ქართველს ასეთი რეაქცია ექნებოდა. რას იზამ? მე და მარკოიშვილიც ვთამაშობდით რუსეთში, მაგრამ მე მუდამ ვმიჯნავდი სპორტსა და პოლიტიკას. თორნიკეს შემთხვევაშიც იმავეს გაკეთებაა საჭირო. მას უყვარს თავისი ქვეყანა და
ნამდვილი პატრიოტია. თუმცა ყოველთვის მოიძებნება ხალხი, რომელიც სპორტსა და პოლიტიკაში ვერ ერკვევა. როგორც ჩანს, მათთვის ხელსაყრელია სხვისი კრიტიკა და შეურაცხყოფა... მე მახარებს მისი ცსკა-ში გადასვლა. ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია და ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდს შეუერთდება.
ცსკა-ში ძალიან მძლავრი გუნდი შენდება. რასაკვირველია, ისინი ერთადერთ მიზანს დაისახავენ - ევროლიგის მოგებას. დღესდღეისობით ბაზარზე სხვა კლუბები ასეთი აქტიურები არ არიან და ისინი 2020/21 წლების სეზონის ფავორიტები გახლავთ.
ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით, გასახდელში კი პოლიტიკაზე არასოდეს რ ვსაუბრობდით. მერწმუნეთ, უამისოდაც საკმარისია სასაუბრო თემები", - ციტირებს სანიკიძეს გამოცემა.
ბოლოს "სპორტ-ექსპრესი" რეზიუმეს აკეთებს: "შენგელიას გადასვლა ცსკა-ს ფანებს გუნდის კაპიტან კაილ ჰაინსს დაავიწყებს, რომელიც ზაფხულში "მილანში" გადაბარგდა. ახალი კაპიტანი ჯერ არ აურჩევიათ. საუბარი იყო რუს მოთამაშეებზე - ნიკიტა კურბანოვსა და სემენ ანტონოვზე. არაა გამორიცხული, მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა არჩევანი პირველივე საწვრთნელი შეკრების შემდეგ გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში ქართველ ახალწვეულს ექნება შანსი, პირველივე სეზონში არმიული კოლექტივის გუნდისთავი გახდეს".
ისე უქნიათ სულაც შოიგუს ნაცვლად დაუნიშნიათ და ესენი ადიუტანტებად წაიყვანოს !!!
ქცეყანა ცირკს დაამსგავსეს სადაც პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული იაფფასიან სათამაშო გახდა , ხოლო ქვეყნის და ერის ღალატი კი დემოკრატია და პროგრესის შირმით შეფუთეს !!!
აბა რა სანიკიძე სპორტსმენს რათ უნდა პოლიტიკა და ღირებულება? რომ იძახდი გულშემატკივრისთვის ვთამაშობო მაშინ იტყუებოდი? მაშ ახლა რატომ ამბობ ზოგ წინასღმდეგი იქნებაო.?) და ეგ არა უშსვს, ჩვენ წყალსაც წაუღივართ, ჩვენ აღარ ჩაგვთვალე, თუ გადაგვთვალე და გეცოტავეთ? არც შენ და არც შენგელია პატრიოტები არ ხართ, თქვენი ქვეყნის. თქვენ თქვენ თავს ქვეყანაზე მაღლა აუენებთ და არგუმენტად სპორტული მიღეევა მოგყავს. სამშობლო უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე პიროვნების რამე მიღწევა და თუ ამას ვერ ხვდება ვინმე, პატრიოტობაზეც პრეტენზია ნუ აქვს. სამშობლოს სიყვაროლი ცალმხრივია, შენ გიყვარს შენი სამშობლო უანგაროდ და მას ემსახურები. სამშობლოსგან 30 ვერცხლს ნუ ელოდებით, რადგან სამშობლო მხოლოდ ცნებაა.
ნუთუ მართლა ასეთი ბრიყვები არიან ეს სპორტსმენები. გაჩუმდი მაინც და გაპრავებას მაინც ნუ ჩალიჩობ. ვერ გაპრავდება ვერანაირად ასეთი დონის ქართველი ვარსკვლავის რუსული ჯარის გუნდში გადასვლა
კიდე ერთია თურქეთის, ირანის და რუსულ სიტუაციას ერთმანეთს ნუ ადარებთ, რუსეთმა რაც დაგვმართა ჩვენ თვალწინ გაიარა და ბევრს სულ არ აჯავრებს და საუკუნეების წინ მომხდარზე გეწვით გული?! რუსეთმა ჩვენ თვალწინ გვიხოცა შვილები, ძმები, დედები, დები, თვალწინ წაგვართვეს ტერტორიები, გააღატაკეს შვენი მშობლები, დღესაც ჩვენ განვითარების და მშვიდობიანი ცხოვრების მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი ვინაა აბა თუ მიხვდებით. ცოტა თავი გაანძრიეთ და დაფიქრდით სანამ ვინმეს გაამართლებთ