"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
გისურვებ, უმძიმესი ტრავმის მიღებას პირველივე თამაშზე და კარიერის დასრულებას!!!!!
ქართველი!!!!!!
09 ივლისი 2020 13:06
37
ვისაც 8 აგვისტო ტკივა იმ ხალხს როგორ ეუბნებით ცივი წყალი დალიეთო! იმხალხს როგორ თხოვთ ამ გადაწვეტილებას მიესალმონ?! რუსეთი დღეს ჩვენი ყველაზე რეალური მტერია და ვინც იქ ცხოვრებით უპირობოდ ბედნიერია - ის ჩვენი მეგობარი ვერასდროს იქნება!
ბასკი
09 ივლისი 2020 21:04
17
რა შუაშია 8 აგვისტო და რუსეთი? რუსეთის დ.... და პუტინის ზედ. რას აპოლიტიზირებთ ყველაფერს მეტი საქმე არ გაქვთ? წარმატებები თოკოს ყველგან და ყველაფერში. მაგარი კაცი ხარ გაუძელი ამ ქაჯებს!და კიდევ ერთი, ევროლიგას რო მოიგებს და საქართველოს დროშით რო შემოისება რუსეთის დედაქალაქში მგონი ამაზე დიდი კაიფი არაფერი იქნება ჩვენი საამაყო სპორტსმენისთვის!!!
tuko
10 ივლისი 2020 10:29
14
მამამისი კახა შენგელია მთხლე კალათბურთელი იყო, მაგრამ კარგ კაცად მახსოვს. თორნიკე კი პირიქით აღმოჩნდა
ALONZO
09 ივლისი 2020 16:13
21
რაში არ მეთანხმებით:
1. კახა შენგელია არ იყო კარგი კალათბურთელი;
2. კახა შენგელია კარგი კაცია:
3. თორნიკე შენგელია კარგი კალათბურთელია (NBA-ს გამოკლებით);
4. თორნიკე შენგელიამ დიდი შეცდომა დაუშვა ანუ ვერ გამოდგა კარგი კაცი
ALONZO
10 ივლისი 2020 10:10
1
ჩემს დროს 1970 და ზემოთ ცსკა-ს გუნდებს საჯინიბოს ეძახდა მთელი "სოიუზი"და არავინ არ გულშემატკივრობდა.ჩემი თაობისთვის საქართველოში იმედია არაფერი შეცვლილა.ნაკრებში კი მამუკელაშვილი შეცვლის.მაგაზე მეტი თუ არა ნაკლები არაფრით არ არის.ძალიან გულდასაწყვეტია,მაგრამ მე მგონი შენგელიამ უფრო მეტი დაკარგა ვიდრე საქართველოს ნაკრებმა.საქართველოს ნაკრები გამარჯვებებით ივლის,შენგელიას თავის არჩეულ გზაზე გაუმარჯოს.
ნუკრი
09 ივლისი 2020 14:22
19
ალბათ ყველა ხვდებით გორგოძე როგორ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში.
David
09 ივლისი 2020 13:35
16
"მე არ მოვიხმარ გაზპრომის გაზს!

ყველა მოღალატე ხართ ვინც გაზპრომის გაზით თბებით და საჭმელს აკეთებთ. მირჩევნია გავიყინო და ცივი საჭმელი ვჭამო!

მხოლოდ მოღალატე თუ გადაუხდის ოკუპანტი ქვეყნის მთავარ დამფინანსებელ ორგანიზაციას ათმაგ ფასს გაზში და კიდევ მეტად გაამდიდრებს."

namdvili patrioti
09 ივლისი 2020 14:24
16
ძალიან გაწბილებული ვარ, აი ნახავ თუ იტუდისმა სკამი არ გახეხინოს და მერე გაგახსენდებით შენი გულნატკენი თაყვანისცემლები, ბანკეტზე ივანოვი გადაკოცნე მაგრად და პუტინთან მოკითხვა დააბარე. ფუიიიიიი................ კაცო ბედნიერი ვარო გაიგეთ ხალხოოოოოოო, ცეესკაო
კახა
09 ივლისი 2020 15:38
20
ირაკლი, ხოდა თუ ცოცხალია შენი იყოს, ვინ გართმევს?))) ჩემთცის ტრუპია და რა ვქნა)))))
ონისე
09 ივლისი 2020 17:14
22
ამას სამხედრო ჩინსაც მისცემენ და სამხედრო ფორმასაც შეუკერავენ. გამოუგზავნოს ღრუზინებს თავისი ფოტო - გაახაროს
ბარსა
09 ივლისი 2020 16:49
23
გააკეთა რაც გააკეთა! მორჩა და გათავდა! რას წაჭამეთ ტვინი! სპორტია თუ ომია ვერ გავიგე!
მწვრთნელი
09 ივლისი 2020 13:35
61
ომია ომი. სპორტიც ომია როცა ოკუპანტი ქვეყნის არმიის გუნდის ღირსაბას იცავ!
ქომაგი
09 ივლისი 2020 14:04
8
თორნიკეს ვინც ლანძღავთ დაჩექინდით 2008 წლის აგვისტოში სად იყავით,თუ პატარები ხართ,მამებს ჰკითხეთ სად იყვნენ. ვინც წითელ ხიდთან იყავით საცობში,რომ ხმა აღარ ამოიღოთ მაინც
საქართველო
09 ივლისი 2020 13:40
42
მესმის თორნიკესი,ოჯახი ჰყავს,მაგრამ ვერაფერი მაიძულებს,ამითი ბედნიერი ვიყო,ან თუნდაც მომწონდეს.
სოსო
09 ივლისი 2020 13:22
30
კაი რა გესმის თუ ძმა ხარ, ოჯახი თორე მანდ რომ არ გადასულიყო შიმშილთ დაიხოცებოდნენ
gio
09 ივლისი 2020 13:34
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული