"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
თოკო არის ევროპის ერთერთი გამორჩეული მოთამაშე, რომელსაც აქვს ამბიცია და უნდა რეალიზება, მაგალითად ევროლიგის მოგება. სულ რამოდენიმე გუნდია ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, ამ გუნდსბიდან მხოლოდ ცსკა-მ გამოიჩინა ინტერესი და სპორტული თვალსაზროსით მე თოკოსი მესმის. მიუხედავად იმისა რომ არ მომწონს რო ეს რუსული გუნდია. დარწმუნებული ვარ რეალს რომ ეაქტიურა ან მილანს თოკო რომელიმე მათგანს აირჩევდა. არ იაქტიურეს, და ამიტომ თოკოს წარმატებას ვუსურვებ იქ სადაც შამსი აქვს მოიგოს ევროპის მთავარი ტურნირი.

და კიდევ, არმიის გუნდია თუ უბრალოდ რუსული, ჩემი აზრით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რადგან რაცერთი კალათბურთელუ ვინც მაგ კლუბში ათამაშობს რუსულ არმიასთან არ აიგივებს თავის თავს, არც რუსი და მითუმეტეს არც უცხოელი. სხვა რუსულ გუნდსბში კიდევ უამრავ ქართველს უთამაშია და თამაშობს, კალათბურთს, ფეხბურთს და რაგბს.
თანგო
09 ივლისი 2020 18:16
37
თანგო გენეცვალე ლოგიკაში
ALONZO
09 ივლისი 2020 18:39
17
ძირითადად ეგრეა, გეთანხმები, მარა მაინც ცსკა-ს დედაც... მაგათი წაგება სულ გამეხარდება, იმედია თოკოს კარგი ტამაშის ფონზე.
ქორ-პარიკმახერი
10 ივლისი 2020 10:18
0
Geo, მერე რაღა რუსეთში გარბოდი? შე კაი კაცო? ვინ დაგიშალა დანარჩენ საქართველოში ცხოვრება? ან ეხლა ვინ გიშლის დაბრუნებას და მშობლიური ჰაერის ჩაყლაპვას? უბედურება ისაა, რომ შენ კი ხარ სულით ქართველი, მაგრამ შენს მომავალ თაობას ისე აღარ ეყვარება საქართველო, როგორც შენ, ისე აღარ მოენატრებათ. ამაზეა ნათქვამი: საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავიო. თორნიკემ კუჭის დონეზე დაიყვანა თავი, ბუხანკის დონეზე, გეგონება მართლა ეკლდეს რამე. სიხარბე ქვია მაგას. აბა მაგის მოპოვებულ ტიტულებს რა თავში ვიხლით, თუ პატრიოტი ვერ იქნება? გესმის რას ამბობს? ბედნიერი ვარო! თანაც ამას იძახის კაპიტანი, ერის სახე და სიამაყე, მომავალი თაობის მაგალითი სპორტსმენი. პირადად ჩემთვის ეს დღეიდან თიკა კანდელაკზე უარესი ქართველია.
Geo - ს
09 ივლისი 2020 16:00
17
Puli jojoxets anatebs, aba es exla normaluria!! amas kveyana da patriotizmi awuxebs!!!
სანდრო
09 ივლისი 2020 16:30
18
წარმატებებს ვუსურვებ თორნიკე შენგელიას, მთავარია მან იცის რა უნდა...მინდა ვისურვო და მასაც ვუსურვო მისი კაპიტნობით საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი სინჯის მედალი ჩამოეტანოს ევრობასკეთიდან!
gogia
09 ივლისი 2020 15:16
42
გილოცავთ, თოკო, მრავალი გულშემატკივრის სახელით!!!

მრავალი გამარჯვება და ტიტული მოგეპოვებინოს შენი თავისა და პირველ რიგში საქართველოს სახელის სადიდებლად!!! ეს კარგი საშუალებაა რუსეთს აჩვენო, რანი ვართ ქართველნი და საქართველო!

საქართველოს დროშა ევროლიგის გამარჯვების დროსაც გეფრიალებინოს, როგორც ამას წინათ გააკეთე!!!

კლავიატურის ვაიპატრიოტებს კი (დიდგორობის დღესასწსაულად დაწესებაზე რომ ხმას არ იღებენ) ყურადღებას ნუ მიაქცევ.

აბა რამდენს გსურთ, დიდგორობა დღესასწაულად დაწესდეს?

გამოჩნდება შეფასებებში...
გიო
09 ივლისი 2020 14:41
55
რა აზრი აქვს 8 საუკუნის წინანდელი დიდებული გამარჯვების აღნიშვნას, თუ 10 წლის წინანდელი ომი აღარ გახსოვს?!
1234
09 ივლისი 2020 21:05
2
გამიხარდამეთქი ვერ ვიტყვი, კარგი იქნებოდა არარუსულ კლუბში გადასულიყო, მაგრამ წამატებები და იმედია ნაკრებში პროგრესს გააგძელებს. ხალხს კიდე ვთხოვდი ტალახს ნუ ვესვრით ადამიანს, სხვის ომში ყველა გენერალიაო იძახიან.
გიონატ
09 ივლისი 2020 14:31
42
ნუ წაიღეთ ტვინი, ყველას გული დაგვწყდა. კაცი ევროპაში საუკეთესოა და ტიტულიც უნდა, NBA-ს უმიზნებს. ბასკონიასთან ერთად შეუძლებელი იყო მიზნის მიღწევა და ცსკ-ში რეალური გახდება. წარმატებები თოკოს, ჩვენ ხალხს კიდევ- გული გონიერი!
bbb
09 ივლისი 2020 14:29
48
კი ბატონო, არაა სასიამოვნო, სჯობდა, არ გადასულიყო, მაგრამ… აი ლამის მთელი საქართველო იანდექსით რომ მგზავრობს, სადაა თქვენი პროტესტი? ხო ცალსახად უკეთესი პირობები შესთავაზეს ამას ფინანსურადაც. თქვენ რომ 2 ლარის დაზოგვად გიღირთ იანდექსით მგზავრობა, იმან ათიათასებზე თქვას უარი?! ან მორაგბეები და ფეხბურთელები რომ არიან რუსეთში, რატომ არ აპროტესტებთ? ანანიძე რომ გადასულიყო ცსკაში ან ყაზაიშვილი, ასევე გააკრიტიკებდით, რადგან არმიის კლუბია? წარმოდგენა გაქვთ, რამდენი ქართველია რუსულ ჯართან კავშირში?! გგონიათ, აწუხებთ სინდისი ან მათ ან მათ ნათესავებს?! მთელი ქვეყანა რომ უპრინციპობის ზენიტშია, ამ ბიჭზე ჯოხის გადატეხვა არაა მართებული არანაირად!
Lasha
09 ივლისი 2020 15:13
25
ორმაგი სტანდარტის კლავიატურის ლომები არიან ესენი)).ამათ უმეტესებას ახლა ვინც თორნიკეს ლანძღავს,ორი ლარი რომ დაუგდო, ასაღებად წაიკუზება)))მე არ ვარ კალათბურთის გულშემატკივარი,მაგრამ უდიდეს წარმატებას ვუსრვებ ყველგან,სადაც არ უნდა იყოს.
კეკე
09 ივლისი 2020 15:47
21
წარმატებები თორნიკეს. ეს ურა პატრიოტიზმი მოსაბრზრებელი და გოიმურია. მისი კარგი და ლამაზი თამაშით იმ კლუბში მეტი რუსი ადამიანის გულის მოგება შეიძლება ვიდრე ეგეთი იდიოტური კომენტარებით. მაშინ ჩავკეტოთ საზღვრები და არ შემოვუშვათ არც რუსები და არ გავუშვათ ქართველები რუსეთში. წარმატებები თორნიკე შენგელიას!!!!!!
გგგგგ
09 ივლისი 2020 15:05
42
ამდენი უარყოფითი კომენტარი რა უბედურებაა? რამდენი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს რუსულ კლუბებში, თუ თორნიკე პირველი ქართველია ვინც რუსეთში გააგრძელებს სპორტულ კარიერას?
sport
09 ივლისი 2020 13:35
48

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული