შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 112 /
როგორც მინიმუმ კაპიტნობა უნდა ჩამოერთვას და როგორც მაქსიმუმ ნაკრებში აღარ უნდა გამოიძახონ...ნაკრების გირსებას აღარ უნდა იცავდეს მე ესე ვფიქრობ და ძალიან ბევრი ფიქრობს მგონია ესე,და როგორც ქართველ კალადბურთელს ვუსურვებ წარმატებას მაგრამ არაა ნაკრებში მისი ხილვა საჭირო,სანამ არ გაითავისევს ქართველი კაცი მტერს და მოყვარეს არაფერი არ გვეშველება
Smouk
10 ივლისი 2020 07:07
9
ჩემო კეთილო მეგობრებო, ორიოდე ფაქტს შეგახსენებთ და არა მგონია ეს ფაქტები არ გესიამოვნოთ - მე დღემდე მახსოვს და როცა ეს ვნახე, სიამაყის გრძნობა და დამეუფლა ჩვენი კავკასიელები ძმების გამო...

1. 2016 წელი იყო არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, როცა ინგუშმა ხალმურზაევმა ოლომპიური ოქროს ფინალი მოიგო, ტრიბუნებიკენ გაემართა მილოცვების მისაღებად...
იქ სამი-ოთხი რუსიც იდგა რუსული დროშებით ხელში... მათ რუსული დროშა გაუწოდეს ხალმურზაევს ასაფრიალებლად მაგრამ მან არა თუ არ დაიჭირა არამედრუსულ დროშას ზედაც არ შეხედა ❤

2. ესაც 2016 წელს მოხდა - "Only Russian flag is missing" - სიცილით თქვეს კომენტატორებმა, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ჯგუფური სურათის გადაღების დროს... საქართველოს, აზერბაიჯნისა და პოლონეთის ნაკრებებმა საკუთარი დროშები დაიკავეს ხელში, რუსეთის ნაკრები კი უდროშოდ იდგა
პ.ს. ან ვის უნდა გამოეტანა და დაეჭირა რუსეთის დროშა, როცა რუსეთის ნაკრებში ჩეჩნები, ინგუშები ,ოსები და დაღესტნელები იყვნენ...
დამეთანხმებით, რომ სიმბოლოებს ძალიან დიდი ძალა აქვს და იმ არმიის გუნდს არ უნდა გაეკარო, მით უმეტეს როცა კაპიტანი ხარ, ვინც თავზე ბომბებს გაყრიდა ცოტა ხნის წინ...
და ნუ გვეტყვით, ჩემო კეთილო მეგობრებო, რომ შენგელიას საქციელი კარგია... თქვენც ხომ იცი, რომ არაა ეს ღირსეული საქციელი
თამაზი
10 ივლისი 2020 01:56
11
კი რა თქმა უნდა? ეს ზოგიერთი რომ ამბობს, სპორტი პოლიტიკა არ არისო, აბა რა არის პოლიტიკა? ხელოვნება პოლიტიკა არაა, სპორტი პოლიტიკა არაა, ეკონომიკა პოლიტიკა არაა, რაღაა პოლიტიკა? აგერ ვახტანგ კიკაბიძემ პიტინს მედალზე და პრემიაზე კაი პასუხი გასცა. მითუმეტეს ამასავით ესპანეთში კონტრაქტი არ ქონია 2022 წლამდე. მოსკოვის ოლიმპიადაზე 1980 წელს თითქმის მთელი მსოფლიო არ ჩავიდა და სსრკ-მ სოც. ქვეყნებში ჩაატარა ოლიმპიადა. ვიღაცეები ამბობენ ჩვენთან სპორტი პოლიტიკა არ არისო. ანწუხელიძემ დროშას არ დააფურთხა და სიცოცხლეზე უარუ თქვა. ვითომ რა დაშავდებოდა? თურმე ბევრი რამ, იმიტომ რომ ანწუხელიძეს ღირებულება ქონდა და ჩვენ გმირად მოგვევლინა. ეს და მისი მამიკო გვეუბნებიან მოსალოცად გვაქვს საქმენო. რა მორალზე და ღირებულებებზე უნდა ელეპარაკო ამათ? ევროპის თასს ავიღებ ცსკა-ს დროშის ქვეშო. მტრის დროშას აძლიერებს და ჩვენ გვასუსტებს. თავისი ქმედებით დახლიჩა საზოგადოება.თვითონაც და მამამსიც პირადად ჩემთვის წაიშალნენ როგორც ღირსეული ქართველები.. მათი ნება სად ითამმაშებს, ჩემი ნებაა აღარასოდეს მოვიხსენიო ქართველ კალათბურთელად. ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს.
G.LA
10 ივლისი 2020 09:55
4
ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის...
Caruzo9
10 ივლისი 2020 01:40
15
სად ითამაშებს მისი ნებაა. ვუგულშემატკვრებ თუ არა ჩემი. მე აღარ მაინტერესებს რას იზამს იქ.
გიორგი
10 ივლისი 2020 01:18
4
ფულის მონა!!!
ირაკლი
10 ივლისი 2020 01:16
9
სამარცხვინო ხარ...
ირაკლი
10 ივლისი 2020 01:13
15
რაღა სპორტსმენებს გადაეკიდეთ, რამდენი ქართველია რუსეთში ხელოვანი, ექიმი, პოლიტიკოსი, განა ისინი არ არიან ოკუპანტის სამსახურში? ისეთი ხალხი ლანძღავთ თოკოს რუსი მარტო ტელევიზორში რო გყავთ ნანახი, ამ ბიჭმა თავისი შრომით მიაღწია ყველაფერს და მას ვაიპატრიოტებზე უფრო მეტი არაფერი არ დაუშავებია, წარმატებები თორნიკეს, თქვენ გამოასწორეთ თუ მან გააფუჭა რამე და მაშინ იქნებით მასზე უფრო მაგარი ქართველები
Jj
09 ივლისი 2020 23:08
28
სამწუხაროა, რომ ვერ გესმით პრობლემის არსი. როცა შენი ქვეყნის წარმომადგენელი და სახე ხარ მსოფლიოს წინაშე მეტი მორალური პასუხისმგებლობა გაკისრია შენი ქვეყნის რიგით მოქალაქეებთან შედარებით. როცა შენი ქვეყანა რეალურად საომარ მდგომარეობაშია მეზობელ სახელმწიფოსთან და ამ დროს თუნდაც ბოლომდე გაუაზრებლად იღებ გადაწყვეტილებას, რომელიც მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ესაა აღმაშფოთებელი, თორემ მე არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ თორნიკეს საქართველო ისევ ძველებურად უყვარს და ამაზე არც არავინ დავობს.
კლავიატურის ლომი
10 ივლისი 2020 11:10
0
ძალიან მაგარი კალათბურთელი ხარ. კარგ კლუბშიც გადახვედი.მილიონ წარმატებებს გისურვებ. მაგრამ რუსთავი 2-თან ურთიერთობა ძალიან გაპატარავებს ყველა ნორმალური ქართველის თვალში. ბარემ გრიგოლიასაც და მელაძეებსაც და მათნაირ ნაძირლებს ჩააბარე ანგარიში. აბა შენ იცი!იქნებ მიხუინ-ბოკერ- გუბაზ-შალვა- აქუ
და მათი მსგავსი დედამოკლულების დოსტიც გახდე ა!































დ.დ.
09 ივლისი 2020 23:01
30
ხო მართალი ხარ არაფერი არ შეცვლილა ველოდები სათამაშოდ რო გამოხვალ მაისურზე წარწერით "როსია ოკუპანტ"
live
09 ივლისი 2020 22:58
13
საკუთარი სამშობლოს, მამულის სიყვარული, მზადყოფნა მისი ერთგული სამსახურისა და დაცვისათვის, ზოგჯერ - პირადი და ჯგუფური ინტერესების საერთო, საქვეყნო ინტერესებისათვის სრულად დაქვემდებარების ხარჯზე.

ზურა
09 ივლისი 2020 22:48
6
ვინც ამ კომენტარს დისლაიკი მისცა ან რუსეთუმეა ან პატრიოტიზმს გამარტება არ იცის, მე არავის ვაკრიტიკებ უბრალოდ ავღნიშნე რომ პატრიოტიზმი არის ეს რაც ქვემოთ დავწერე, სხვათაშორის ჩემი მოგონილი არ არის რაც დავწერე, ეგ პატრიოტიზმის ზუსტი განმარტებაა და მთელი მსოფლოს მოაზროვნეები თანხმდებიან ამაზე, ეწინააღმდეგებიან მხოლოდ კოსმოპოლიტები ეგრედწოდებული მსოფლიოს მოქალაქეები რომლებიც ეროვნულ ინტერესებს არ ცნობენ და სამშობლოდ მსოფლიო მიაჩნიათ
ზურა
10 ივლისი 2020 08:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული