შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 112 /
თქვე დაცენტრილებო, ჯერერთი ცსკა დიდი ხანია არ არაის არმიის გუნდი, არამედ არის კერძო საკალათბურთო კლუნბი, ისევე როგორც მოსკოვის ცსკა, კომუნისტების დროს იყო არმიის ისევო როგორც დინამო შსს-ს და აშ, უბრალოდ ბრენდს არ უცვლიან სახელს თორემ ისე კერძო კომპანიაა დიდი ხანია, რო არ იცით ნუ ბოდიალობთ.
მეორე - რამდენი ქართველი თამაშობს რუსეთში, მაგალიტად ფეხბურთელები, ანანიძე წლების განმავლობაში ქართველობისთვის ყველაზე საძულველ გუნდში ტამაშობდა მაგარამ არავინ ლანძღავდა ამის გამო, არველაძეები თურქეთში თამაშობდნენ, თუ თურქეტთან ისტორიულად მეგობრები ვართ? მაგრამ არ ლანძრავდნენ . აბა ამ კაცს რას ერჩით ვერ გავიგე, მაგრამ ეხლა ისევ იტყვით ეხ ხო ცსკა-აო ანუ როცა გონზე არ ხარ კამათს რა აზრი აქვს...
patrioti
10 ივლისი 2020 11:12
15
თავად დაცენტრილო, ოკუპანტი არმიის ბრენდი უნდა ასახელოს საქართველოს კაპიტანმა? ანწუხელიძემ საქართველოს ბრენდი ქართული დროშა არ შეურაცყო და მაგიტომ მოკლეს ცსკ-ს ბრენდის მქონე ოკუპანტებმა
irakli81
10 ივლისი 2020 12:48
0
საფეხბურთო კლუბის გარდა ყველა სპორტის კლუბი ცესკა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და მმართველიც სამხედრო პირი ყავთ. გაარკვიე რამე სანამ დაწერ.
პს
10 ივლისი 2020 12:32
0
ძაან დიდი ბოდიში პოლიტიკაზე რო მიწევს საუბარი, მაგრამ თვითონ ეს ურა-პატრიოტები ახდენენ პოლიტიზირებას ყველაფერის. გაიგეთ რომ მე 12 საუკუნე აღარა,ა როცა ხმლებით მიდიოდა ბრძოლა. სამხედრო ტექნოლოგიები იმდენად წინაა წასული რომ საქართველოს პირდაპირ ომში ისეთ დიდ ქვეყნებთან როგორიც რუსეთია შანსი არ ააქვს. 2008წელს როცა ნათელი იყო რომ სააკაშვილი ცხინვალს რეგიონს ძალის გამოყენებით დაბრუნებას აპირებდა, დაახლოვებით 2 კვირით ადრე ომამდე, ბევრ სამხედროსთან და თანამდებობის პირთან მქონდა შეხება, რომლებსაც ვეუბნებოდი რომ არ შეიძლებოდა მაგის გაკეთება, რადგან რუსეთი აუცილებლად ჩაერეოდა და ძაან ცუდ შედეგებს მივიღებდით. დავკარგავდით ხალხს და ტერიტორიებს, რომლებსაც მაშინ კიდევ ჩვენ ვაკონტროლებდით. მაგრამ პასუხად სიცილს და იმას ვისმენდი, რომ რუსეთი ამერიკის შიშით ვერ გაბედავდა, რომ სააკაშვილი ჩემზე ჭკვიანია და იცის რასაც აკეთებს, რა შედეგიც მივიღეთ შემდეგ ყველამ კარგად ვიცით. ბიჭები რომლებსაც მართლა ეგონათ რომ შანსი ქონდათ ომის მოგების ფაქტიურად გაწირეს. ეს ვაი პატრიოტები კი ვინ სად გარბოდა კაცი ვერ გაიგებდა. არ მიომია რადგან კარგად ვხვდებოდი რომ იმ ჯარს რომლის მთავარსარდალი მშიშარა და კურდღელი სააკაშვილია შანსი არ ქონდა, მით უმეტეს კბილებამდე შეიარაღებულ რუსეთის არმიასთან. მაგ 58 არმია კი რომელიც საქართველოში შემოვიდა ძირითადათ რუსებით კი არა ჩრდილოეთ კავკასიელებითაა დაკომპლექტებული. მაგრამ არსად გავქცეულვარ და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ვეხმარებოდი ჩვენ მოსახლეობას, რომელიც უპატრონოდ მიაგდო ნაციონალების მთავრობამ. კარგით თორნიკეს არ იყოს, რომელთანაც თავს არ ვადარებ, მაგრამ მეც მოღალატე ვარ. თქვენი სააკაშვილები ბოკერიები და თუ გინდ კალაძეები ან კობახიძეები კი პატრიოტები მაგ სიმართლით იარეთ თქვენ და ღმერთმა გაგიმარჯოთ თუ მართლები ხართ.
ირაკლი
10 ივლისი 2020 22:11
10
შენ ძმაო, კობახიძე ხო არა ხარ?
ირაკლის!!!
15 ივლისი 2020 15:13
0
ამდენ ღვარძლს და ბოღმას როგორ ატარებთ?! მოქალაქეობაზე თქვა უარი თქვენი პრეზიდენტივით? ისე, კი ვართ ღირსნი, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს! უარს არავინ ეტყვის! პროვინციური იდიოტიზმი!
დო მაჟორი
10 ივლისი 2020 12:16
12
კლავიატურის ლომები რომელიც თავი დიდ პატრიოტებად მოაქვთ თორნიკეს ხელფასი რომ მისცე პუტინს დაუდგებიან პირად მექისედ... გეყოთ ეს მარაზმი....
912
10 ივლისი 2020 11:24
17
დამიჯერეთ რომ დგევანდელ რუსეთს ბევრი თქვენ ჩემზე კარგად არ იცნობთ. აქ რომ წერთ შავტრაკებს გვეძახიანო, კი ბატონო ახალგაზრდა თაობაში საკმაოდ ბევრია ასეთი ნაცისტური აზროვნების ხალხი რუსეთში, და მარტო ქართველებს არ უძახიან, ყველა კავკასიელს და შუაზიელს უძახიან. მაგრამ არც საქართველოშია მაგ მხრივ უკეთესი სიტუაცია, ისინი თუ კავკასიელებს უძახიან აქ შავკანიანებს მაიმუნებს და რეებს არ უწოდებენ. გადაშალეთ ფეისბუქის გვერდები რომლების ამერიკაში შავკანიანთა პროტესტებს ეძღვნებოდა და ნახავთ ქართველი ახალგაზრდები როგორი ეპიტეთებით ამკობემ ლებრონ ჯეიმსს, მაიკლ ჯორნადს და სხვებს. ქართველ ახალგაზრდებში ჰიტლერი და ნაცისტები უფრო პოპულარულია, ვიდრე სტალინი და კომუნისტები, და ეს მაშინ როცა ბევრის მამა, ბაბუა და ნათესავი კომუნისტი იყო. სამაგიეროდ რუსეთში ნორმალური მემარცხენე აზროვნების ხალხი გაცილებით მეტია ვიდრე საქართველოში. ძაან რთული ქვეყანაა რუსეთი და ისე მარტივად არაა საქმე როგორც ბევრ თქვენგანს გონია.
ირაკლი
10 ივლისი 2020 21:44
8
ლაშა არის ВВА-ს წევრი 2018 წლიდან.
მიჩინიო-ს
10 ივლისი 2020 18:22
4
BBA რა არის?
მიჩინიო
10 ივლისი 2020 22:45
0
თავის სამართლებელი მართლა არ გაქვს, მაგრამ არც საამაყო უნდა იყოს ეგ საქმე. გვესმის რომ კალათბურთის სათამაშოდ მიდიხარ, სხვათა შორის ქეთა თოფურიაც მარტო სამღერად მიდიოდა, მაგრამ კი გამოაწყეს რუსი სერჟანტის ფორმაში და ამღერეს "კატიუშა" თუ "დენ პობედი" და თუ დასჭირდათ რუსებს ჩვენი კიდევ გამწარება, რო შენ არავინ შეგეკითხება გინდა თუ არა რუსი ოფიცრის ფორმის ჩაცმა, პროსტო ჩაგაცმევენ და ამას ჩვენ გვანახებენ ზუსტად პოლიტიკური რაკურსით, დაახლოებით ასე: "ჩვენს იქით გზა არა გაქვთ"
თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ...
15 ივლისი 2020 15:09
0
არც რუსეთს და არც სხვა ქვეყნებს არ უნდა მიეყიდოთ! ღირსების საქმეა! გარდა ამისა, მხოლოდ რუსი არ არის ოკუპანტი.თვალი გავახილოთ და...
კეთილისმსურველი
11 ივლისი 2020 16:40
1
ეს აღშფოთებული საზოგადოება სულ რაღაც ბასკებით, აღშფოთებული ხალხით, მარსიანელით და ეგეთი ნიკებით რატო იწერება? ერთი და იგივე ადამიანია და ფანტაზია არ ყოფნის სახელების მოსაფიქრებლად? :)))
Dato
10 ივლისი 2020 13:53
13
თოკოს ადგილზე საერთოდ უარს ვიტყოდი გარკვეული პერიოდი ნაკრებში თამაშზე!!! კლავიატურაზე კაკუნში ძლიერები ვართ და ნახევარი საქართველო რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით რომ ცხოვრობს მაგაზე თვალებს რატო ხუჭავენ?
Musenbezi
10 ივლისი 2020 12:44
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული