![](https://sportall.ge/pictures/image31/2c0032d3e07ef85be9c12c292c2b4988.jpg)
თორნიკე შენგელიას "ბასკონიადან" მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას სოციალური ქსელით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მან საქართველოს ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა.
"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის ცსკა-ში გადასვლასთან დაკავშირებით", - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
შეგახსენებთ, შენგელიამ არმიულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.