საქართველოს პრეზიდენტისთვის შენგელიას ცსკა-ში გადასვლა მიუღებელია

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბასკონიადან" მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას სოციალური ქსელით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მან საქართველოს ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა.

"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის ცსკა-ში გადასვლასთან დაკავშირებით", - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, შენგელიამ არმიულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

alt"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

altNBA-ში გადასვლას ცსკა ხელს ვერ შეუშლის - შენგელიას ტრანსფერის დეტალები ცნობილია

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

alt

"არ ვიცი, საიდან დავიწყო" - შენგელია "ბასკონიას" დაემშვიდობა

altშენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

მკითხველის კომენტარები / 17 /
საქართველოს პრეზიდენტი რომელიც ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს საერთოდ ხმას როგორ იღებს.
სამარცხვინოები
10 ივლისი 2020 13:34
3
თურქეთის და რუსეთის საფეხბურთო კლუბებში ძალიან ბევრმა ქართველმა ითამაშა და თამაშობს., მაქედან ყველას აქვს ეროვნული ნაკრების მაისური მორგებული , მაგრამ ამით ჩემთვის არაფერი შეცვლილა იმიტომ რომ ისინ მუდამ ქართველევი იყვნენ და არიან. მათგან ერთი ქართული ფეხბურთის არსებობის განმავლობაში მუდამ იქნება საუკეთესო თავდმსხმელი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი ასევე თოკოც ქართული კალათბურთის ისტორიაში თავის პოზიციაცე უკონკურენტო და ნომერ პირველია და თავისი ხასიათითაც მთელი არსებით ერთერთი ჭეშმარიტი და გამორჩეული ქართველი.
docki
10 ივლისი 2020 11:33
9
ეს ქალი ხანდახან სასიამოვნოდ მაოცებს.
cheroeli
10 ივლისი 2020 13:35
4
არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო
Megreli
10 ივლისი 2020 13:06
3
რაღაც-რაღაცეები ვერ გავიგე რა,ორმაგი სტანდარტია,ეგრე გახარია და თვით ბიძინა წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ რუსეთში,ისინი თავიანთი ბიზნესით ეხმარებოდნენ რუსეთის ეკონომიკას,შექონდათ გადასახადები რუსეთის ბიუჯეტში (რომელიც თავის მხრივ აფინანსებდა რუსულ არმიას),ასაქმებდნენ რუსეთის მოქალაქეებს,უხდიდნენ ხელფასებს და უზრუნველყოფდნენ რუსული ოჯახების ბედნიერებას.ვერ გავიგე მარტო თოკოა ამ ქვეყნის "მოღალატე"?,პირადად მე არც ერთ მოცემულობას არ ვეთანხმები,პატივს ვცემ როგორც ბიძინას,ასევე გიორგის,ისინი ბიზნეს აკეთებდნენ,ისე როგორ ბევრი სხვა.პრეზიდენტის განცხადება რაღაც უადგილო მგონია.თავისი უკმაყოფილებეა ბიძინას და გახარიას და კიდევ სხვა უამრავი თანამდებობის პირის და ბიზნესმენის მიმართაც უნდა გამოეთქვა,სხვას ყველას ეპატიება შენგელიას გარდა?პირადად მე თოკოს გადასვლა მართლა მეწყინა,მაგრამ მოღალატედ არ ვთვლი.მესმის რომ ბასკონიას არა აქვს შანსი გახდეს ევროპის ნომერი პირველი გუნდი,მაგრამ ლიგა ენედესა გაცილებით ძლიერია ვიდრე ვითიბი.იმედია თოკო მალე დატოვებს მაქაურობას
levan
10 ივლისი 2020 17:35
2
ამ ქალს რომ კითხეს ყველაზე მაგარი დიპლომატი ვინ არის თქვენი აზრითო. ლავროვია უპასუხა)),ეხლა რომ ჰკითხო ყველაზე მაგარი კალათბურთელი ვინ არის თქო. ალბათ გეტყვის ივანოვიო)). ისე მოწვეულ კალათბურთელსა და დანიშნულ პრეზიდენტს შორის დიდი სხვაობაა
დავით 67
10 ივლისი 2020 17:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული