კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს - კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ტრანსფერს გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს!".

შეგახსენებთ, შენგელიამ არმიულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

altსაქართველოს პრეზიდენტისთვის შენგელიას ცსკა-ში გადასვლა მიუღებელია

alt

შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

alt"არ ვიცი, საიდან დავიწყო" - შენგელია "ბასკონიას" დაემშვიდობა

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

altNBA-ში გადასვლას ცსკა ხელს ვერ შეუშლის - შენგელიას ტრანსფერის დეტალები ცნობილია

alt"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვიღაცამ ითამაშოს რუსეთის არმიის კლუბში, მაგრამ არ ეროვნული ნაკრების კაპიტანმა. ამას ვინც ვერ ხვდება, საუბარს აზრი არა აქვს, პირდაპირ უნდა მიასხა
ALONZO
09 ივლისი 2020 19:58
18
ჩემი აზრით ყველაფერი რაც დავკარგეთ პირველ რიგში ჩვენი ერთმანეთისადმი უპატივცემულობით და მეორე რიგში რუსების ამ საკითხში ხელშეწყობით არის გამოწვეული.რუსეთი ოკუპანტია,ბაზარი არაა...მე,რომ ქუჩებში დავდივარ ჩემი რელიგიის გამო ისევ ქართველი ხალხი თათარს,თურქს და ირანელს მეძახის.მე არ მომწონს როცა ამდენ საძაგლობებს აკეთებენ ქვეყანაში სხვა ქვეყნიდან შემოსული სულით გარყვნილი საზოგადოება.თქვენ გგონიათ მიყვარს ღამის კლუბის გამხსნელი არაბები და თათრები? მე არა, ხოლო მთავრობას კი.ფულით ვეღარ ვძღებით ეს ერი და ეგ გვჭირს.პატრიოტიზმი უკვე ჩალის ფასადაა ქცეული.თოკომაც გაეშურა ღორეთში და ეხლა ოკუპანტების არმიის კლუბში ითამაშებს.ასე თუ გაგრძელთა საქართველო ვერასდროს გამთლიანდება როგორც ხალხით, ისევე ტერიტორიულად.აზრთა ომია გაჩაღებული.ზოგს ევროპა,ზოგსაც კი ღორეთი უნდა და იმაზე არც კი ფიქრობს ხალხი,რომ ამ დროს საქართველოს ნელ-ნელა იპყრობენ რუსები და გაურჯულოებული არაბ-სპარსები.ვაი მორწმუნეებო და პატრიოტებო მე მეძახეთ თათარი, თურქებს და რუსებს კი ულოკეთ ტრ..ები ფეხებზე მკიდია, მაგრამ არაფერს არ გავაკეთებ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში კიდევ არსებობენ ადამიანები რომლებიც ამას იმსახურებენ,შეიძლება ცოტა, მაგრამ მაინც.თოკოს ადგილას მე არ გადავიდოდი ოკუპანტებთან,რადგან მე ამით ჩემს პროტესტს გამოვხატავდი, თანაც ამას მნიშვნელობა ექნებოდა, როცა ეროვნული გუნდის კაპიტანი და წამყვანი კალათბურთელი ვიქნებოდი.სულ მცირე ქართველი არაგამყიდველი საზოგადოებისთვის.არ დაბლოკოთ ძალიან გთხოვთ.
კარგით რა
09 ივლისი 2020 19:58
11
ვინ გეძახის შვილო თათარს, ვინ გაყენებს შეურაცხყოფას, გული დამეწვა, შენ იცხოვრე ისე, როგორც ახლა ცხოვრობ, ამ მრწამსით და არა აქვს მნიშვნელობა, რა აღმსარებლობის იქნები, ღმერთი მხოლოდ სიყვარულია, შენი სინდისი და ნამუსია ღმერთი, შენი სამშობლოსადმი სიყვრულია ღმერთი, და შენ ეს გაქვს ყველაფერი, თავაწეული იარე ამ ქვყანაზე, ღმერთს შენგან მეტი არაფერი არც უნდა, ბედნიერი იყავი.
cdf
10 ივლისი 2020 12:38
0
გურასპაული და ფედერაციავ: თქვე უვიცებო ზუსტად ეგაა პრობლემა რაზეც თქვენ წერთ რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ითამაშებსო!!! ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის არმიის გუნდია თქვენ შ.. ხომ არ გაქვთ?! შენ რომ დამოუკიდებელი ქვეყნის კალათბურთის ფედრაციის პრეზიდენტი გქვია დღეს, მაგისთვის ათასობით ქართველმა ვაჟკაცმა შესწირა თავისი სიცოცხე ამ ახვარ რუსულ ჯართან ბრძოლებში!!! თუ ასეთი ინდეფერემტულები ვიქნებით ძალიან მალე გრუზინსკი ოლქი გავხდებით და მერე დარჩებით უმუშევრები მაგ ფედერაციაში...მე შენ გეტყვი და ისეთი პროფები ხართ რომ ვინმემ დაგასაქმოდ. ამოვიდა ყელში ეს ამბავი. ვატყობ ცუდი გაგრძელება ექნება თორნიკეს ისტორიას, ნაკრების კაპიტნობა თუ არ კაპიტნობა უკვე მეორეხასრისხოვანი პრობლემაა...
პაატა
09 ივლისი 2020 18:41
17
კი, ვოცნებობ რუსეთის არმიის წარმატებებზე!
ვვვ
09 ივლისი 2020 18:37
12
აი ამათ ასხიათ...
კახა
09 ივლისი 2020 18:20
13
წარმატებები თოკო!!!
tuko
09 ივლისი 2020 18:19
37

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული