შოთა არველაძე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე: მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას

AutoSharing Option
"ფახთაკორის" მწვრთნელი შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ მიაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა.

"ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე,
ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე.

საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს", - წერს შოთა არველაძე "ფეისბუქზე".

მკითხველის კომენტარები / 33 /
შოთამ როგორც ყოველთის სწორი კომენტარი გააკეთა.იცის როდის როგორ მოიქცეს და როდის რა თქვას.მაგარი კაცია,მაგრამ დღემდე დაუფასებელია საქართველოში.ძალიან ბევრს არ უყვარს ზოგადად არველაძეები,რომ კითხო რატომ ვერ გიპასუხებენ.ვფიქრობ შურის და ბოღმის ამბავია,თორემ რატომ უნდა გძულდეს არველაძეები???რა გაუკეთებიათ ცუდი?შემგელიას სოლიდარობა გამოუცხადა,მაგრამ თვითონ გაცილებით ღირსეულად მოიქცა თავის დროზე.
Master
11 ივლისი 2020 11:27
0
როცა შოთი და აჩიკო თურქეთში რჩებოდნენ სათამაშოდ,შეიქმნა სიტუაცია,როცა უნდა გადაეწყვიტათ ვინ დარჩებოდა და ვინ დაბრუნდებოდა საქართველოში.გადაწყვეტილებას უფროსი ძმა,რეზი იღებდა და ოჯახური ინტერესებიდან გამომდინარე,მიიღო გადაწყვეტილება,ტყუპები დარჩენილიყვნენ,თვითონ კი,საქართველოში დაბრუნებულიყო.არ უნდოდა უცხოეთში დარჩენა?ძალიანაც უნდოდა და შემდეგში წავიდა კიდეც,მაგრამ იქ როგორც უფროსი ძმა და იმ შემთხვევაში ოჯახის უფროსი,ოჯახის ინტერესებიდან გამოვიდა.თორნიკესაც ოჯახი ჰყავს და მასზე,მის კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი.სამშობლოს პატრიოტობას,საქართველოს ნაკრებში დაამტკიცებს,ხოლო კლუბი,არსებობის საშუალებაა და სადაც მეტს გადაუხდიან,იქ წავიდა.არ მომწონს ეს,ძალიან არ მომწონს,ალბათ არც მას მოსწონს,მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია.აქ ომში დაღუპულ ბიჭებს გვახსენებენ და მართლებიც არიან,მაგრამ რამდენი შემთხვევა ვიცით,როცა ჯარისკაცები თავისი ოჯახის საფრთხიდან გამოსაყვანად წავიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელეს ომი.ოჯახი წმინდათა წმინდაა ნორმალური მამაკაცისათვის და მის საზარალოდ,პირადი სიამაყის გრძნობის დაკმაყოფილებას,ძალიან ცოტა თუ იზავს.ნორმალურ ,ოჯახის უფროს მამაკაცზე ვლაპარაკობ და არა ისეთებზე,ცოლებს რომ იცვლიან თანამდებობებთან ერთად,ან კიდევ ცოლი მხოლოდ უფასო სექსისათვის უნდათ.ვერასოდეს ვიქნები ცსკას გულშემატკივარი,მაგრამ პირადად თორნიკეს გულშემატკივრობას არ მოვიშლი და არც მოღალატეობას დავწამებ.ნურც სხვის ჯიბეში ფულის თვლას დავიწყებთ,რადგან ყველა ოჯახს,თვით ყველაზე მდიდარსაც კი,თავისი პრობლემები აქვს და აუცილებელი არაა,ყველამ საქვეყნოდ ილაპარაკოს თავის საჭიროებებზე.
სოსო
11 ივლისი 2020 11:20
8
ხალხო აქ სამმაგი სტანდარტი არაფერ შუაშია, საქმე მარტივადაა: საქართველოს ნაკრების კაპიტანი არ უნდა თამაშობდეს იმ არმიის გუნდში რომელმაც ტერიტორია წაგვართვა და ქართველი ხალხი დახოცა!!!!!!!!

როგორც მინიმუმ საქართველოს ნაკრების კაპიტანი აღარ უნდა იყოს შენგელია!
sormona
11 ივლისი 2020 11:05
11
ვინც არ ეთანხმებით და დისლაიქებს სვამთ, უკაცრავად და რა ჯიშის ბრძანდებით ?
ALONZO
11 ივლისი 2020 13:11
3
რუსეთში ლუკმა პურისთვის საშოვნელად, სამუშაოდ წასულ ქართველებს ნუ ადარებთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო და მაღალანაზღაურებად კალათბურთელის ცსკა-ში გადასვლას. ნურც ნალჩიკის სპარტაკში გროზნოს ტერეკში ალანიაში თუ სხვა არარუსულ კლუბებში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს ადარებთ შენგელიას, გროზნო ნალჩიკი და ვლადიკავკაზი ისევეა ოკუპირებული როგორც ცხონვალი და სოხუმი. ეს მისი არჩევანია, მან აირჩია მოკოვის არიელთა კლუბი. ჩვენც ავირჩიოთ სხვა კალათბურთელები და აგრესიის გარეშე მოვითხოვოთ ნაკრებიდან მისი წასვლა!!!
giorgi
11 ივლისი 2020 11:04
12
შეიქმნას პეტიცია და ჩამოერთვას თორნიკე შენგელიას საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლაური!!!
paradox
11 ივლისი 2020 10:56
12
ვინც შენგელიას აკრიტიკებს ის არ არის სპორტის გულშემატკივარი ის არის პოლიტიკის გულშემატკივარი......და იმიტომც ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მეტია ვიდრე სპორტი
gio
11 ივლისი 2020 10:55
12
პ.ს. :საქარველო ხომ ყველას აპატიებს ყველაფერს, თუნდაც ფულის გულისთვის საკუთარ კარში 2 ბურთის გატანას .......
ბაბაია
11 ივლისი 2020 10:52
8
კაი გაგახსენდა. დრო დამთავრდა , თორემ ჰეთ-თრიკსაც შეასრულებდა !
ALONZO
11 ივლისი 2020 13:14
5
სპორტული და კულტურის არევა არ უნდა მოხდეს პოლიტიკურ ურთიერთობში ქართველები ყოველთვის ვახერხებდით ამას თუარა ეს ჩვენი კულტურა არიქნებოდა ასეთი მრავალფეროვანი სადაც წმინდა ქართულ ფესვებთან ერთმა არის სპარსული არაბული ბიზანტიური და სხვა ხალხთა ელემენტები. ასერომ წარმატებები თორნიკე შენგელიას.
იბერიელი68
11 ივლისი 2020 08:30
18
..."როგორ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ „დინამო" ძლიერი გუნდი არ იყო, რუსეთში წასვლის სურვილი მაინც არ მქონდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველთვის ძალიან ძვირფასი იყო ის ურთიერთობები, რაც ქართველ კაცს გარშემომყოფებთან აქვს. თანაც, გულშემატკივრებისგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი და იმ დროს ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

...მოსკოვის ცსკა მაშინ უძლიერესი კლუბი იყო - ზედიზედ იგებდა ჩემპიონატებს! ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ გომელსკი იყო. მან რამდენჯერმე მნახა, ერთი წელი დამაკვირდა და ერთ მშვენიერ დღეს თბილისში, სპორტის სასახლეში მამაჩემს გაესაუბრა: წავიყვან მოსკოვში, კლასს აიმაღლებს, თან არაქართული გვარი გაქვთ და რუსეთში პრობლემა არ გექნებათო. იცით, რა უპასუხა მამამ? კოლიას ბაბუის გარეშე ვერაფერს გადავწყვეტ, მას უნდა ჰკითხოთ, ქუთაისში, საფიჩხიაზე მოიკითხეთო. თამაშის მერე გომელსკი მართლა ჩავიდა ქუთაისში და ბაბუაჩემი იკითხა. გაკვირვებულმა მეზობლებმა მორიდებით უთხრეს, ცხონებული, წლებია საფიჩხიის სასაფლაოზეა განისვენებსო... მამას ძალიან ეწყინა, გომელსკიმ რომ უთხრა არაქართული გვარი გაქვთო. ეს სიტყვები არ აპატია.

...1977 წელს, 17 წლისამ საკავშირო ჩემპიონატის მატჩში მოსკოვის ცსკა-სთან 59 ქულა ჩავაგდე. ეს რეკორდი იყო! მაშინ არმიელთა გუნდში ტკაჩენკო და ბელოსტენი თამაშობდნენ... „ვრემია" ხომ გახსოვთ, მთავარი საინფორმაციო გადაცემა? მისმა წამყვანმა ნინა ერიომინამ საღამოს გამოშვებაში თქვა, თბილისის „დინამოს" 17 წლის მოთამაშემ ნიკოლოზ დერიუგინმა ცსკა-ს 59 ქულა ჩაუგდო, საბჭოთა კალათბურთს ახალი ვარსკვლავი ეზრდებაო!"...
"ნიკოლოზ დერიუგინი"
11 ივლისი 2020 05:29
2
ჩემო ნიკოლოზ, დიდებული ადამიანი ბრძანდებით! იცით ალბათ, რომ მაშინ ეს შეიძლებოდა. ახლა კი როდესაც კალათბურთელებს ასეთ უზარმაზარ ფულს უხდიან, ეგ უკვე ფაქტიურად შეუძლებელი გახდა!
shoda
11 ივლისი 2020 10:52
9
შენგელია ბასკონიაში წელიწადში იმაზე მეტს იღებდა, რასაც საქართველოში 99,9 % ცხოვრებაში ვერ შოულობს. რამდენიმე ტიტულისა და მეტი ფულის გამო საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის ღირსებას, ხაზს ვუსვავ, ღირსებას და სახელს არ უნდა იცავდეს! სპორტული კარიერა ხანმოკლეაო, ამით ამართლებენ, კალათბურთელის კარიერა შეიძლება 20 წელი გაგრძელდეს, იმ პირტიტველა ბიჭების უმრავლესობა კი, ვინც რუსეთთან ომში დაიღუპა 20 წლისაც არ იყო, სიცოცხლე ჰქონდათ მობეზრებული?!
გია
11 ივლისი 2020 04:53
26
ალბათ არ იცი შვილო, რომ სააკაშვილმა რუსეთთან ომი ამერიკელების (სოროსულ-ნეოტროცკისტული მრავალსურნელების) წაქეზებითა და მოთხოვნით დაიწყო. მათ რუსეთის დიდ კომფლიქტში ჩათრევა სურდათ, მაგრამ საბედნიეროდ არ გამოუვიდათ და ეს ბოროტი განზრახვა ვერ განახორციელეს. მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ის ადამიანი კი ვინც ეს ომი თავიდან აგვაცილა ვერაგულად მოკლეს. ეს ომი რომ დიდხანს გაგრძელებულიყო, თუ იცი რა იქნებოდა დღეს საქართველოში?
shoda
11 ივლისი 2020 10:49
12
შეიძლება მეც არ ვამართლებდე შენგელიას ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს მისი არჩევანია და თან არც მის პატრიოტიზმში მეპარება ეჭვი. რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებზე რას იტყვი, ისინიც ხომ ოკუპანტი ქვეყნის კლუბებში თამაშობენ? რა, მაინცდამაინც ცსკა-ში არ უნდა თამაშობდეს და ლოკომოტივში ან რუბინში შეიძლება? რაგბისტებიც გვყავს რუსულ კლუბში. რომელიმე თქვენგანი პატრიოტიზმში შეეჯიბრება? თუ უკანალის ჩვენება საოკუპაციო ზოლთან ეგ მიგაჩნიათ პატრიოტიზმად? ვიმეორებ, მეც არ მომწონს შენგელიას ეს გადაწყვეტილება, მაგრამ პირწავარდნილ კრიტიკოსებს რა გაქვთ ამ ქვეყნისთვის მასზე მეტი გაკეთებული?!
გიას
11 ივლისი 2020 10:18
13
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული