კრიტიკა ჩემზე ისე ძლიერ არ მოქმედებს - თორნიკე შენგელია "ბასკონიას" დაემშვიდობა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია ვიტორიაში ჩავიდა და "ბასკონიას" გულთბილად დაემშვიდობა. ის ბასკური გუნდის ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და მის რიგებში 318 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თქვა, რომ ამ გუნდში ბიჭი მივიდა და მიდის როგორც კაცი.

თორნიკემ მადლობა გადაუხადა კლუბსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის, თქვა, რომ ეს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და მეორე სახლია.

"უფრო სრულყოფილ დამშვიდობებას ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაა, ვერც ვინატრებდი, სამუდამოდ დამშვიდობებას არ ვაპირებ, რადგან არავინ იცის, რა მოხდება მომავალში", - განაცხადა შენგელიამ.

ცსკა-ში გადასვლის შესახებ კი შემდეგი აღნიშნა: "თავს
კარგად ვგრძნობ, კრიტიკა ჩემზე ისე ძლიერ არ მოქმედებს, ვინაიდან ოჯახი და ხალხი მიცნობს, ვინც ვარ, ხოლო ვინც არ მიცნობს, არ აქვს მიზეზი გამაკრიტიკოს".

მკითხველის კომენტარები / 49 /
პარკეტზე როგორ უნდა მოიქცე ეგ იცი რა თქმა უნდა ამას კამათი არ უნდა!

მაგრამ საკუთარი ქვეყნის და ქართველი გულშემატკივრების პატივისცემა არ იცი ეგაა პრობლემა. მარტო ბურთზე სდევნა და ქულების მოგროვება არ არის ქვეყნის სიყვარული და გულშემატკივრის პატივისცემა !!!!
P.S. ისე შენს დამცველ ნავლიშვილს ჰკითხე როგორ არის და თუ გაეცნო რა სიტყვებით შეამკეს მისი ფრაზის გამო " თოკო ჩემი მეგობარია და რუსეთი ოკუპანტიო რომ თქვა".

ასეთი საქართველოს მოძულე ხალხის გულშემატკივრობასა და რუბლში გაცვალე ქართველი გულშემატკივარი !!!!!
mikhael
17:53 21-07-2020
2
ყველა კომენტარი დამიბლოკეს! ЦСКА-ს "ბალეშიკებო"კარგია, რომ ასე ცოტანი ხართ!!
თბილისელი
13:04 19-07-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული