ცსკა-ს პრეზიდენტი: შენგელიას ნაკრებში 1 შემთხვევაში არ გავუშვებთ...

AutoSharing Option
ცსკა-ს საკათბურთო კლუბის პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემა sport-express-ს საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიას შესახებაც ისაუბრა.

"მოლაპარაკებების დაწყებისთანავე თორნიკემ NBA-ის საკითხი დააყენა და ამერიკულ კლუბს მისი გამოსყიდვა შეუძლია. თუმცა, შენგელიას თავად სურს კარგ ორგანიზაციაში წასვლა და უბრალოდ NBA-ში ყოფნა მისთვის მთავარი არაა.

რაც შეეხება ნაკრების საკითხს, დიახ ჩვენ მზად ვართ სანაკრებო თამაშების დროს თოკო საქართველოში გავუშვათ, თუმცა ერთი პირობით, ნაკრების შეხვედრა ევროლიგაზე ცსკა-ს მატჩის თარიღს (იმავე დღეს არ უნდა იყოს) არ უნდა დაემთხვეს. დანარჩენი კი კალათბურთელზეა დამოკიდებული,
როგორც სურს, ამ უფლებას ისე გამოიყენებს. დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ყოველთვის ვიპოვით.

წელს ნაკრებში წასვლა სპორტული კუთხით მისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქართველო ევრობასკეტის მასპინძელია და ფინალურ შეჯიბრზე მონაწილეობის მიღება გარანტირებული აქვს. გაცილებით მნშვნელოვანი იქნება 2021-22 წლების სეზონი, როცა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება.

თავად ისეთი საკითხია, უნდა აღვნიშნო, რომ კონტრაქტის გაფორმებისას არც ერთ მოთამაშეს არ წამოუყენებია ეს პირობა, როგორც მისთვის აუცილებელი მოთხოვნა. შენგელიას შემთხვევაში ამ თემას პირველად შევეჯახეთ და ეს თოკოს პატრიოტიზმის კიდევ ერთი ნათელი სამხილია.

ნაკრებში აქამდეც გაგვიშვია მოთაამშეები, თუმცა თანამედროვე კალენდარის მიხედვით, კალათბურთელებისთვის ორ ფრონტზე თამაში ფიზიკურად ძალიან ძნელია. თამაშამდე ერთი დღით ადრე ერთი ქვეყნიდან მეორე უნდა წახვიდე, მოემზადო, ითამაშო, ყველა ამ ნაბიჯს არ გადადგმას. ასე რომ, მიმაჩნია, თოკოს შემთხვევა შესაძლოა, სერიოზული პრეცენდეტი გახდეს, რომელიც ამ სისტემას დაანგრევს,"- განაცხადა ვატუტინმა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
მამა-შვილი შენგელიებო ან გადაგაგდეს რუსებმა მწარედ, ანდაც თქვენს შემთხვევას ქვია "ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო" !!!!!!!თქვით რა კაცურად ფულის ამბავი იყო და ტიტული გვინდოდაო, მაგ სიმართლით ვინც მიგიღებთ იმათ ნამუსზე იყოს და ვინც ვეღარ მიგიღებთ ეგეც ჩვენსაზე!!!
პაატა
25 ივლისი 2020 01:32
25
გამოჩნდა თორნიკე ახალი პუნქტები?!! როგორც ყოველთვის ისტორიულად როგორც იყო ამ წესს ხომ არ დაარღვევდნენ გენში აქვთ
.
25 ივლისი 2020 01:06
12
ILIA გუბოზასას გაუფრთხილდი გუბოზას!
გაიყარეთ ყურში საქართველო თქვენი აღარასოდეს იქნება არაააა,მორჩა!!!
საქართველო იქნება თორნიკე შენგელიასი,ზაზა ფაჩულიასი,ლაშა ტალახაძესი,ლიპოსი,თუშასი,ტოჩის,ნადირაძის,ბასილაშვილის,გოოოოგა ბითაძის და არავითარ შემთხვევაში ლეშიჭამიების!!!
ლეშიჭამიებო გასკდით გულზე
24 ივლისი 2020 23:30
53
აი შენ დარწმუნებული ვარ თორნიკეს ძაან ახლოს ნათესავი ხარ, ისე ხარ ხოლლმე გადაფარებული.. სხვადასხვა ნიკით ყველა სტატიაზე 8-9 კომენტარს ტოვებ, თუ გგონია ვერ გცნობთ.. მერე ალბათ ჩამოურეკავ საერთო ნათესავებს ლაიქები დაწერეთო, მაგრამ სულ ტყუილად ირჯებით, ეგ თქვენი თორნიკე მაინც ყველაზე არასწორი ნაკრების კაპიტნის სახელით შევა ისტორიაში.
paradox
25 ივლისი 2020 11:57
12
რა მოწიე ასეთი?
ILIA
25 ივლისი 2020 00:26
10
shengelia rogorc kartveli damtavrda chemtvis, exla ramdenic ginda imdeni apravon rusebma ik da kartvelebma ak!!!
სანდრო
24 ივლისი 2020 23:29
30
Ровняйсь, смирно, товарищ лейтенант!
ეჰ, თორნიკე, რას წარმოვიდგენდი, შენ თუ გასალდაფონდებოდი...
ILIA
24 ივლისი 2020 23:13
41
აჰა გამომჟღავნდა კიდევ ერთი ტყუილი - ნაკრებში რომ ყველა თამაშზე ჩამოვაო! "სიკეთეში" მოიხმარონ არმიის კლუბში კაპიტანი.
ფარი
24 ივლისი 2020 23:07
27
Daanebet am kacs tavi, ra mogalate risi mogalate, mogalateebi da gamyidvelebi sxvagan edzebet, is aris didi donis kalatburteli da unda titulebis mogeba da rac mtavaria nakrebis daxmareba
Nukri
24 ივლისი 2020 23:07
37
შენგელია ეხლა ხან თვითონ ლაპარაკობს და ხანდახან თავის კლუბს ალაპარაკებს, რომ აი როგორი პატრიოტია და ა.შ. ანუ ასე ცდილობს თავისი საქციელი გააპრავოს და ნეგატიური ფონი მოხსნას, მაგრამ აღარ უშველის არაფერი! რუსულ ჯარზე მიყიდულ ადამიანად დარჩება! მე, ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქე, შენგელიას პატივს აღარ ვცემ და არც ნაკრებში მინდა.
გიორგი
24 ივლისი 2020 22:58
31
თორნიკე შენგელიას ნაირი ნამუსის მქონე და ღირსების და ღირებულების მქონე ადამიანებზე აღარ გირს კომენტარის დაწერა, მაგრამ აი შენ მამუკავ (რო უკომენტარებ) და შენც რ7, შენი ერთი ძმა რო რუსეთ საქართველოს ომს შეწირულიყო და მეორე ძმა ცსკ ში წასულიყო სათამაშოთ რას იტყოდით? ესე მიესალმებოდით ნაკრებში წარმატებას? თუ სახში არ შემოუშვებდით????????????????????????????????????????????????????
leqso
24 ივლისი 2020 22:25
27
საუკუნეების წინანდელ ომებზე და კონფლიქტებზე კიარ უნდა ფიქრობდე, აწმყოზე იფიქრე რაც თვალნათლივ ჩანს და ყველაზე მტკივნეულია ახალი იარა. უნდა დავამკვიდროთ რომ გამყიდველი ხელისუფალი თუ სპორტცმენი გარიყული იქნება საზოგადოებისგან. მერე უკვე ყველა უფრო მეტად დაფიქრდბა უღირს თუ არა სამარცხვინო ნაბიჯის გადადგმა. რაც შეეხება კაპიტნობას ულაპარაკოდ უნდა დატოვოს სამკლაური. ოკუპანტი არმიის სპორტული კლუბის რიგების დამცველი საერთოდ არ გამახარებს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნად ვიხილო ოდესმე
გელა
25 ივლისი 2020 15:29
3
ლექსო, გასაგებია შენი და კიდე მრავალი სხვა ქართველი გულშემატკივრის წყენა და გულისტკივილი, მაგრამ აბა დაფიქრდით, მაგ ლოგიკით აღარცერთი ქართველი არცერთ მეზობელ (და არამარტო) ქვეყანაში აღარ უნდა წავიდეს არც სათამაშოდ და არს სხვა რამ საქმის საკეთებლად, ყველასთან გვქონია ომები და რამდენი ქართული სისხლი დაღვრილა, რამდენის ძმა, შვილი, მამა, მეუღლე დაღუპულა მაგ ომებში, ვინ მოსთვლის.
giglia
24 ივლისი 2020 23:25
36
ყველა გამოხმაურება
თორნიკეს ვუსურვებ წარმატებებს განსაკუთრებით ნაკრებში. პოლიტიკა იქით იყოს და ცსკას მაინც ვერ ვუგულშემატკივრებ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ
მამუკა
24 ივლისი 2020 22:00
18
გენა ჩათვალე რომ სმაილებს გიგზავნი, მეცინება ყველამ გაიგო შენ რა გჭირს ცესკა ისე არ მევასება და პოლიტიკურად მითუმეტეს თქო. რა ვერ გაიგე. არ გეწყინოს ეხლა ვნახე და ალალად ვიხალისე...
მამუკა
26 ივლისი 2020 01:15
4
სამწუხაროა, რომ საკუთარი ღირსების და პრინციპების ფულზე გაყიდვა ქართველებს პოლიტიკის და სპორტის განცალკევება გგონიათ
გენა
25 ივლისი 2020 11:40
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული