კახა ჟღენტი იტალიის "ვირტუსში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი კახა ჟღენტი კარიერას იტალიის სერია B-ში გააგრძელებს. 2000 წელს დაბადებულ პერსპექტიულ ქართველ კალათბურთელს კონტრაქტი ქალაქ რუვო დი პუჯიის კლუბმა “ვირტუსმა” გაუფორმა.

კახა ჟღენტმა გასული სეზონიც იტალიაში გაატარა და 2 კლუბში იასპარეზა. თავდაპირველად ის სერია C-ს კლუბ “ისერნიაში” თამაშობდა, საიდანაც სერია B-ს “ვირტუს კასინოში” გადავიდა. კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონის შემდეგ ქართველი კალათბურთელით სერია B-ს იმავე სახელწოდების მქონე, თუმცა სხვა ქალაქის, რივო დი პუჯიის გუნდი დაინტერესდა და 20 წლის ჟღენტს კონტრაქტი გაუფორმა.

კახა ჟღენტი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში სისტემატურად
თამაშობდა. ბოლოს მან ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე 2018 წელს იასპარეზა. წელს ჟღენტს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში უწევდა, თუმცა ივლისში თბილისში გასამართი ევროპის B დივიზიონი, ისევე, როგორც ფიბა-ს ყველა დანარჩენი საკონტინენტო პირველობა, პანდემიის გამო 2022 წლისთვის გადაიდო.

GBF.GE
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული