ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა და "ლეიკერსს" 7 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძემ "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" კარგი მატჩი ჩაატარა

"ინდიანა პეისერსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" 116:111 (34:24, 20:35, 33:22, 29:30) მოუგო.

ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ 12:18 წუთში 7 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი), 2 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, 3 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 7-ს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ გოგამ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა

"ინდიანა პეისერსში" 39 ქულით, 5 მოხსნითა და მარგი ქმედების 35-იანი კოეფიციენტით საუკეთესო თი ჯეი უორენი იყო. ინდიანელთა ცენტრმა მაილს ტერნერმა 25:09 წუთში 7
ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 0 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, 5 პერსონალური მიიღო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი იყო - 0.

ლებრონ ჯეიმსმა თავის გუნდს 31 ქულა შესძინა. მის ანგარიშზე 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო.

"ინდიანა პეისერსი" 43 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და 11 აგვისტოს "მაიამი ჰითს" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
საღოლ გოგა...ნელნელა მოიხოდები და კი არ დაუფარებ , უნდა გადაატენო მერე
მიროსან
09:20 09-08-2020
0
ძალიან ნასიამოვნები დავრჩი იმით რაც ვნახე! სტატისტიკაც კარგია! ლებრონს რომ დაუფარა ეს ძალიან მაგარია, მორალურად ძალიან გააძლიერებს გოგას! ჩაგდებულ სამქულიანზე მინდა ვთქვა რომ ეს იყო შედევრი. ძალიან რბილი მაჯა აქვს, ტრაექტორია შესანიშნავი. მოკლედ ყველაფერი საუცხოოდ იყო! მოუთმენლად ველი მის ახალ წარმატებებს!
aburjga
13:34 09-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული