ლებრონს დაუფარა, ახლა ჰარდენს ჩაუჭრა - ბითაძემ და კომპანიამ "წვერა" დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 აგვისტოს, NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "ჰიუსტონ როკეტსი", უფრო სწორად, "ჰიუსტონ როკეტსის" ლიდერი ჯეიმს ჰარდენი დაამარცხა: 108:104.

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ გოგამ პარკეტზე ამჯერად 17 წუთი დაჰყო. ამდენი დრო კარგა ხანია ბითაძეს არ მიუღია. ამ დროში ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. სხვათა შორის, 2-დან 1 ბურთი სწორედ ჯეიმს ჰარდენს ჩაუჭრა.

"ინდიანას" რიგებში საუკეთესო მაილს ტერნერი და ჯასტინ ჰოლიდეი იყვნენ. ორივე მათგანმა 18 ქულა ჩააგდო, ტერნერმა პლუს 12-ჯერ მოხსნა
ბურთი. 17 ქულა ედმონ სამნერს ჰქონდა, 16-16 კი - ვიქტორ ოლადიპოსა და დაგ მაკდერმოტს.

"ჰიუსტონის" რიგებში "წვერამ" კი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გუნდს 45 ქულა, 17 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. თუმცა 1 კალათბურთელის წარმოდგენა გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ინდიანა პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4-მე-5 ადგილებს "მაიამი ჰიტთან" იყოფს. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 1 მატჩი აქვს ორივე გუნდს დარჩენილი და როგორც უნდა დასრულდეს ის შეხვედრები, პლეი-ოფის პირველ სტადიაზე სწორედ ეს ორი გუნდი შეხვდება ერთმანეთს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს სპორტი მიისაკუთრეს აფრო-ამერიკელებმა, მათი შინაური კლუბია! თუ გასოლის, ნოვიცკის ან დონჩიჩის დონის არ ხარ ზანგები არ გაგახარებენ! ახლა გინდა რასისტი მიძახეთ და გინდა ტრამპისტია, ასეა ეს!
aburjga
13 აგვისტო 2020 18:37
0
... ხო, და კიდევაც უნდა იყო გასოლის, ნოვიცკის ან დონჩიჩის დონის, მააშ!!!
N
13 აგვისტო 2020 23:48
0
საერთოდ ამდენ სასროლ პოზიციაზე გავიდა და ბევრს აცილებს, ეგ მაგაზე ცუდად იმოქმედებს ამასთანავე ძევოჩკასავითაა თითქოს ეშინია ტრავმა არ მიიღოს ან შეიძლება შეყვარებული ყავს სერბეთში და დაბრუნება უნდა.
ddgfdf
13 აგვისტო 2020 16:52
25
ძლივს არ დააგროვა ამ ტერნერმა ქულები?
ddgfdf
13 აგვისტო 2020 16:46
5
Me ar minaxia tamashi magram, vinc naxa yvela ambobs rom yuradgebas ar adzleveno da es cudia, patroni chirdeba am bichs torem daikargeba, tu ara da kargi kalatburtelia
Nukri
13 აგვისტო 2020 16:00
3
კუნინძა რასი ისვენებს და ამიტომაც წააგო ზედიზედ ჰიუსტონმა. ფლეი-ოფში ვნახავთ, ყველაზე მეტად სენსაციას ჰიუსტონისგან ველოდები
1
13 აგვისტო 2020 15:58
1
სპორტული პრინციპითაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება თანაგუნდელის მასეთი დაიგნორება.სულ რომ მტერთან თამაში გიწევდეს გუნდს აზიანებ როცა ცარიელში ან აშკარა უპირატესობაში მყოფ თანაგუნდელს ბურთს არ აძლევ.ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?მწვრთნელი.მწვრთნელმა თავზე უნდა დაახიოს ყველას ის დაფა რაც უკავია ხელში ვინც მსგავს მომენტებში გუნდურ თამაშს არღვევს მაგრამ მწვრთნელიც აიგნორებს გოგას და დიდად არ აინტერესებს.ბიჭს არბენინებენ უბურთოდ და მერე იტყვიან აი ხომ მივეცით 15-17 წუთი დრო მაგრამ რა გააკეთაო.რას გააკეთებს როცა ბურთს არ აძლევენ.აშკარად ჩაგრავენ და თუ არ უნდოდათ ამ დედააფეთქებულებს გოგას აყვანა რას აიყვანეს მაშინ ვინ ეხვეწებოდათ.სხვა გუნდი უნდა ნახოს თორემ ინდიანაში თუ დარჩა დაინგრევს(დაუნგრევენ) კარიერას
ბაბუ
13 აგვისტო 2020 15:07
1
სამწუხაროდ მართალია რაც დაწერე. სათადარიგო სკამზეც კი საწყლად ზის ხოლმე მარტოა ტიპი აი თითქოს არავინ შედის კონტაქტშიო და აბა პარკეტზე მითუმეტეს იკიდებენ არაუშავს გოგა მჯერა გადახვალ სხვა გუნდში ახალი სეზონიდან და......
კახა
13 აგვისტო 2020 16:01
0
მაგრად მომეშალა ნერვები ეს თამაში რომ ვნახე.აშკარად ჩაგრავენ გოგას. .ბიჭი ცარიელშია ან მეტრანახევრიანი კაცი უდგას მაგრამ არც იხედებიან მისკენ, პასის მიცემაზე ხო საუბარიც არაა. არბენინებენ ტყუილად და მაგრად იკიდებენ. უნდა დატოვოს ინდიანა,ფაქტია ვიღაცას არ უნდა გოგას იქ ყოფნა და ის ვიღაცა მთელ გუნდს მოუწოდებს გოგას იგნორს. ეგ ვიღაც ალბათ ტერნერია,ეგაა გოგას კონკურენტი და აქტიურად მიდიოდა საუბრები ტერნერის დატრეიდებაზე
ბაბუ
13 აგვისტო 2020 15:06
2
ვინმემ ხმა მიაწვდინეთ გელას, რომ ეს წვერებიანი კაციც ნბა-ში თამაშობს....
მ.ტ.
13 აგვისტო 2020 14:48
0

სიახლეები პოპულარული