NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "მილოუკი ბაქსი" "ვაშინგტონ ვიზარდს" ხვდებოდა, როცა მეორე მეოთხედში გასული სეზონის MVP იანის ანტეტოკუნმპო პარკეტიდან გააძევეს.
"მილოუკის" ლიდერმა მცირე უთანხმოების შემდეგ დედაქალაქელთა ცენტრ მო ვაგნერს თავი ჩაარტყა, არადა, იქამდე სწორედ მის წინააღმდეგ დაჯარიმდა.
იანისი, დიდი ალბათობით, "მემფის გრიზლისთან" გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. "მილუოკიმ" კი უკვე გაინაღდა აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი ადგილი.