შენგელია ცსკა-ში ვარჯიშობს - ის "ბასკონიას" ათწლეულის კალათბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელია "ბასკონიას" ათწლეულის საუკეთესო კალათბურთელია

ევროლიგის საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში თორნიკე შენგელიას ხმა გულშემატკივართა 97.3 პროცენტმა მისცა და "ბასკონიას" ათწლეულის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

ევროლიგამ ათწლეულის საუკეთესო ათეულში შესული კალათბურთელების შესახებ ვიდეოც გამოაქვეყნა.

ცსკა-ს საიტი იტყობინება, რომ თორნიკემ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო:

"შენგელია ვლადიკავკაზში ავტომობილით ჩავიდა, რადგან საქართველოდან თვითმფრინავები ახლა არ დაფრინავენ. მას საზღვრის ორივე მხარიდან მეგობრები დაეხმარნენ. ახალწვეულმა მოსკოვში გაფრენა მხოლოდ ვლადიკავკაზიდან მოახერხა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლა თქვენთვითონ არ დაიღალეთ ხალხო დაწყნარდით რა. შენგელიას თავი დაანებეთ
ირაკლი
16 აგვისტო 2020 01:26
17
ყოველდღე უხსნის თურმე თანაგუნდელებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ოკუპირებულია რუსეთის დამპალი იმპერიის მიერ.
(ცნობისთვის - თორნიკე ჩემი საყვარელი კალათბურთელი იყო, სანამ სალდაფონი გახდებოდა)
ILIA
16 აგვისტო 2020 00:07
39
ლაშა ტალახაძესა და მამუკა გორგოძესთან ერთად, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიყავი თორნიკესი. მიმაჩნია, რომ ევროპის საუკეთესო კალათბურთელია... ჰოდა ამიტომ მწყდება ასე გული მასზე...
ILIA
16 აგვისტო 2020 20:04
0
ძმურად რა, მეც ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ ცოდოა რა ამდენი თავდასხმებით, დიდი შეცდომა დაუშვა, თან არ მჯერა, რომ რეალი ან ბარსა არ ეძახდა მას, მაგრამ მოდით რა, შევეშვათ ამ ბიჭს და მივცეთ შანსი, რომ გამოასწოროს შეცდომა. ბოლო-ბოლო ქართველები არა ვართ, მივუტევოთ და დავამთავროთ, გთხოვთ ყველას.
ილიას
16 აგვისტო 2020 00:30
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული