შენგელია ცსკა-ში ვარჯიშობს - ის "ბასკონიას" ათწლეულის კალათბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელია "ბასკონიას" ათწლეულის საუკეთესო კალათბურთელია

ევროლიგის საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში თორნიკე შენგელიას ხმა გულშემატკივართა 97.3 პროცენტმა მისცა და "ბასკონიას" ათწლეულის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

ევროლიგამ ათწლეულის საუკეთესო ათეულში შესული კალათბურთელების შესახებ ვიდეოც გამოაქვეყნა.

ცსკა-ს საიტი იტყობინება, რომ თორნიკემ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო:

"შენგელია ვლადიკავკაზში ავტომობილით ჩავიდა, რადგან საქართველოდან თვითმფრინავები ახლა არ დაფრინავენ. მას საზღვრის ორივე მხარიდან მეგობრები დაეხმარნენ. ახალწვეულმა მოსკოვში გაფრენა მხოლოდ ვლადიკავკაზიდან მოახერხა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლა თქვენთვითონ არ დაიღალეთ ხალხო დაწყნარდით რა. შენგელიას თავი დაანებეთ
ირაკლი
01:26 16-08-2020
17
ყოველდღე უხსნის თურმე თანაგუნდელებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ოკუპირებულია რუსეთის დამპალი იმპერიის მიერ.
(ცნობისთვის - თორნიკე ჩემი საყვარელი კალათბურთელი იყო, სანამ სალდაფონი გახდებოდა)
ILIA
00:07 16-08-2020
39

სიახლეები პოპულარული