მოსკოვის ცსკა-ს მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ განაცხადა, თუ დრო ექნება, დიდი სიამოვნებით ჩაერთვება რუსეთის დედაქალაქში მცხოვრები ქართული დიასპორის ცხოვრებაში.
"პირველად მოსკოვი ჯერ კიდევ ბავშვობაში ვიხილე. მაშინ აქ მამასთან ერთად ჩამოვედი, ის "დინამოს" რიგებში თითქმის 1 წელი გამოდიოდა. რასაკვირველია, აქ მცხოვრები ქართული დიასპორის ცხოვრებაში ჩასართავად მზად ვარ. მართალია, ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან ვეცდები.
ბოლო 6 წელი ესპანეთში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. ეს ძალიან რთულია, რადგან ჩემი სამშობლო, საქართველო ძალიან მაკლია. თუმცა ესპანეთში ძალიან ძლიერი ქართული დიასპორაა. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ,
თავი სამშობლოში რომ მეგრძნო", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.
მომზადებულია kartvelebi.ru-ს მიხედვით