შენგელია: რუსეთის ქართული დიასპორის ცხოვრებაში ჩართვას ვეცდები...

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ განაცხადა, თუ დრო ექნება, დიდი სიამოვნებით ჩაერთვება რუსეთის დედაქალაქში მცხოვრები ქართული დიასპორის ცხოვრებაში.

"პირველად მოსკოვი ჯერ კიდევ ბავშვობაში ვიხილე. მაშინ აქ მამასთან ერთად ჩამოვედი, ის "დინამოს" რიგებში თითქმის 1 წელი გამოდიოდა. რასაკვირველია, აქ მცხოვრები ქართული დიასპორის ცხოვრებაში ჩასართავად მზად ვარ. მართალია, ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან ვეცდები.

ბოლო 6 წელი ესპანეთში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. ეს ძალიან რთულია, რადგან ჩემი სამშობლო, საქართველო ძალიან მაკლია. თუმცა ესპანეთში ძალიან ძლიერი ქართული დიასპორაა. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ,
თავი სამშობლოში რომ მეგრძნო", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

მომზადებულია kartvelebi.ru-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
კუნთმაგარი და უტვინო.
status quo
20 აგვისტო 2020 23:54
7
კიკუ
არტ
18 აგვისტო 2020 17:13
7
სულ მიკვირდა "არიფმა კალათბურთელმა" კახა შენგელიამ ესეთი კარგი შვილი როგორ გაზარდა მეთქი... და თურმე ვცდებოდი, თოკოს მარტო კალათბურთის თამაში უსწავლია
ALONZO
18 აგვისტო 2020 13:29
3
რუსეთში ქართული დიასპორის უდიდესი ნაწილი ფეესბეს აგენტია ან ემზადება ამისათვის. ისე იქ ფულს ვინ გაშოვნინებს. პუტინის მონა თუ არ ხარ და მათ პოლიტიკას არ ემხრობი, აქეთ გამოგაგდებენ. არ დაიწყოთ ეხლა ასე არ არისო.
Status quo
18 აგვისტო 2020 00:25
4
არასწორი სურათი აქვს დართული სტატიას. მაისურზე უნდა ეწეროს არა GEORGIA, არამედ RUSSIAN ARMY. ხელფასი 30 რუბლის ჯერადი უნდა იყოს. შენი არჩევანი გასაგებია და ნუღარ პირფერობ, საქართველოს შენნაირი "კახაბერ ყორღანაშვილები" ბევრი ჰყავდა და არც ახლა აკლია...
uuu
17 აგვისტო 2020 18:27
22
აბა რა თოკო უნდა ჩაერთო, თიკა კანდელაკი, ქეთა თოფურია, სოსო ორჯონიკიძე და სხვა რუსეთუმე ქართველები, ომის დაწყებასაც, რომ კიდევ ჩვენ გვაბრალებენ (ისე შენი პოზიციაც საინტერესოა უკვე ომთან დაკავშირებით), "კეტამ", ხომ სიმღერაც მიძღვნა რუს მედესანტეებს და შენ განაცხადე, რომ ყოველი სამ ქულიანი რომელსაც ჩააგდებ ეძღვნება ყველა რუს ჯარისკაცს :)) აი მაშინ უკვე დიასპორის წევრიც იქნები და ნამდვილი "არმეეციც"
lex
17 აგვისტო 2020 16:38
22
საქართველომ დაუწყო რუსეთს ომი? ვაი შენს პატრონს. რაც არ იცი იმაში ცხვირს ნუ ჰყოფ.
კეკეს
17 აგვისტო 2020 18:23
2
შენ ბაქრაძის გამოსვლას თუ მოუსმინე?თუ ჯერ არ მოგისმენია,დროს ნუ დაკარგავ ჩაუჯექი,იქ გაიგებ ომი ვინ დაიწყო.
კეკე
17 აგვისტო 2020 17:14
20
რაც გევალება შენ ის აკეთე კარგად და ელჩობა ნუ მომინდომე
beqnuma
17 აგვისტო 2020 16:29
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული