შენგელია: რუსეთის ქართული დიასპორის ცხოვრებაში ჩართვას ვეცდები...

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ განაცხადა, თუ დრო ექნება, დიდი სიამოვნებით ჩაერთვება რუსეთის დედაქალაქში მცხოვრები ქართული დიასპორის ცხოვრებაში.

"პირველად მოსკოვი ჯერ კიდევ ბავშვობაში ვიხილე. მაშინ აქ მამასთან ერთად ჩამოვედი, ის "დინამოს" რიგებში თითქმის 1 წელი გამოდიოდა. რასაკვირველია, აქ მცხოვრები ქართული დიასპორის ცხოვრებაში ჩასართავად მზად ვარ. მართალია, ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან ვეცდები.

ბოლო 6 წელი ესპანეთში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. ეს ძალიან რთულია, რადგან ჩემი სამშობლო, საქართველო ძალიან მაკლია. თუმცა ესპანეთში ძალიან ძლიერი ქართული დიასპორაა. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ,
თავი სამშობლოში რომ მეგრძნო", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

მომზადებულია kartvelebi.ru-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
აბა რა თოკო უნდა ჩაერთო, თიკა კანდელაკი, ქეთა თოფურია, სოსო ორჯონიკიძე და სხვა რუსეთუმე ქართველები, ომის დაწყებასაც, რომ კიდევ ჩვენ გვაბრალებენ (ისე შენი პოზიციაც საინტერესოა უკვე ომთან დაკავშირებით), "კეტამ", ხომ სიმღერაც მიძღვნა რუს მედესანტეებს და შენ განაცხადე, რომ ყოველი სამ ქულიანი რომელსაც ჩააგდებ ეძღვნება ყველა რუს ჯარისკაცს :)) აი მაშინ უკვე დიასპორის წევრიც იქნები და ნამდვილი "არმეეციც"
22
არასწორი სურათი აქვს დართული სტატიას. მაისურზე უნდა ეწეროს არა GEORGIA, არამედ RUSSIAN ARMY. ხელფასი 30 რუბლის ჯერადი უნდა იყოს. შენი არჩევანი გასაგებია და ნუღარ პირფერობ, საქართველოს შენნაირი "კახაბერ ყორღანაშვილები" ბევრი ჰყავდა და არც ახლა აკლია...
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული