გოგა ბითაძემ NBA-ს სადებიუტო სეზონი დაასრულა - 0 წუთი პლეი-ოფში

AutoSharing Option
NBA-ს პლეი-ოფის პირველ სტადიაზე "ინდიანა პეისერსმა" "მაიამი ჰიტთან" უშანსოდ წააგო (0:4) და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გათამაშებას გამოეთიშა.

ინდიანაპოლისელები სერიის 4-ვე მატჩში ისე დამარცხდნენ, რომ გამარჯვებასთან ახლოსაც კი არცერთში არ ყოფილან. ბოლო შეხვედრა კი დღეს, 25 აგვისტოს 12 ქულით დათმეს - 87:99.

სამწუხაროდ, გოგა ბითაძის პლეი-ოფში დებიუტი მომავალ წლამდე (იმედია) გადაიდო. "მაიამისთან" გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში ქართველი ცენტრი "ინდიანას" მწვრთნელმა პარკეტზე 1 წუთითაც არ შეუშვა...

გოგა სეზონის განმავლობაში საშუალოდ 8 წუთს თამაშობდა, 3,2 ქულას აგდებდა, 2-ჯერ ხსნიდა ბურთს, 0,4 გადაცემასა და
0,7 ბლოკს აგროვებდა.

სხვა შეხვედრები:

ოკლაჰომა - ჰიუსტონი 117:114 (2:2)

პორტლენდი - ლეიკერსი 115:135 (1:3)

ორლანდო - მილოუკი 106:121 (1:3)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგი ის არის რომ გოგა დარწმუნდა ნბა მისთვის ჯერ ადრეა და ევროპაში უნდა გადმოგარგდეს და აქ მოუმატოს .
ასე მგონია.
26 აგვისტო 2020 12:39
3
მწვრთნელი ძალიან უნამუსოდ ექცევა გოგას. თუ რამე გაცვლა არ მოხდა და სხვა გუნდში არ გადავიდა ევროპაში მაინც გაანათხოვრონ. დაღუპავენ ბიჭს, იმდენად თავმდაბალია ხმის ამომღები არაა მგონი და ეგება ზაზა ან თორნიკე დაეხმარონ თავისი პირადი კავშირებით. აბა სხვა რა გამოსავალია ვერ ვხვდები.
emigranti
26 აგვისტო 2020 00:55
1
გოგა,თურმე ოცნებას უჭერს მხარს და იმიტომ არ ათამაშებენ
გრიგოლ1408
26 აგვისტო 2020 00:48
10
თოკოს შემთხვევაშიც ასე მოხდა, 2 წელი იყო ნბა-ში და 48 წუთი არ უთამაშია და ხმა არავის ამოუღია, გადავიდა ევროპის საუკეთესო გუნდში და ყველამ ფეხი გამოყო, თოკოზე პატრიოტი და სამშობლოზე შეყვარებული ძალიან ცოტა თუ ვიცი მე
Musenbezi
25 აგვისტო 2020 23:12
3
ასეთ დამცირებას არ ურჩევნია ან ევროპაში ითამაშოს ან სხვა გუნდი ნახოს
gela
25 აგვისტო 2020 21:01
3
ცოდოა გოგა მაგ გუნდში,მაგრამ მოდით რა ყველაფერს მწვრთნელს ნუ დავაბრალებთ.თვითონ უნდა გამოიჩინოს ხოლმე თავი როცა მოედანზეა, მეტი სპორტული სითავხედე ჭირდება, მეტი აგრესია თავდასხმაში.ამბიციები არ გვაკლია ზოგადად ქართველებს, მაგრამ გოგასთან მიმართებაში მაგას ვერ ვიტყოდი.ჯანდაბას პირველი სეზონი, წინ იმედია დიდი კარიურა ელოდება ნბა-ში. წარმატებები გოგას
BOSS
25 აგვისტო 2020 18:21
1
ამ ყველაფერში ყველაზე გასაოცარი და ჩვენთვის სამწუხარო ისაა, რომ ინდიანას მწვრთნელს ნეიტ მაკმილანს პლეიოფის დაწყებამდე კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. როგორც ჩანს, ინდიანას ხელმძღვანელობას პლეიოფის პირველი რაუნდებიდან ყოველწლიურად 0-4 წაგებები აკმაყოფილებს, მთავარია პლეიოფში გაძვრნენ და იქ თუნდაც ასე უშანსოდ წააგონ. ასევე სამწუხარო ისაა, რომ ამ წაგებას საბონისის არყოფნით და ოლადიპოს ცუდი ფორმით გაამართლებენ, მწვრთნელს მაინც არ დააბრალებენ. ტერნერის გაცვლაც ამ ეტაპზე არარეალურად ჩანს, ამიტომ გოგამ ახალი გუნდი უნდა იპოვოს. იმ გუნდის მწვრთნელს, რომელიც გოგას ჯაკარ სემპსონს ამჯობინებს, რაღა უნდა ელაპარაკო...
კალათბურთის გულშემატკივარი
25 აგვისტო 2020 16:09
0
ინდიანა ისეთი უმწეო და უსუსური იყო და უბრძოლველად და უშანსოდ წააგო 4-ვე შეხვედრა, გაფარჩაკდა მაიამთან. კიდევ კარგი გოგას ვერაფერს დააბრალებენ. 4 ადგილოსანმა 5-ე ადგილოსანთან ასე უშანსოდ წააგოს ძალზედ იშვიათია. გოგამ დროზე უნდა ააცვას ამ გუნდიდან რაც შეიძლება მალე.
მერაბ მაღლაკელიძე
25 აგვისტო 2020 15:52
0
ვენაცვალე მაიამის , ჩვენი ჯავრი იყარა პეისერზე , გოგას რაც შეეხება , არ იდარდოს , ეს ფიასკო მაინც არ დაბრალდება მაგას . სასწრაფოდ უნდა გაეცალოს გოგა ამ გუნდს , არ აინტერესებს არავის მისი განვითარება , რამდენიმე თამაშს ვუყურე და ფარქვეშ მარტო მყოფსაც კი არ მისცეა ბურთი , ეს თუ მწვრთნელის დავალება არ არის , გამორიცხულია გუნდმა ეს გაბედოს , მითუმეტეს ინდიანას დონის . აბა ბოსტონში გაბედოს ეგ ვინმემ , პასი უნდა გასცე როცა ჩასაგდებია უეჭველი თუნდაც კარი იყო და 10 დან 10 სამიანს აგდებდე , ხოდა გამიხარდა " მოხუცმა " დრაგიჩმა რომ დაიფრინა ინდიანა .
ATP 16
25 აგვისტო 2020 15:39
0
Magrad mawuxebs am bichis ambavi, droulad unda gadavides iset gundshi, sadac atamasheben torem progresi ar eqneba da es dzalian cudia
Nukri
25 აგვისტო 2020 15:24
0

სიახლეები პოპულარული