კორსანტიას სოლიდური დებიუტი ფრანგულ "კაენში"

AutoSharing Option
ფრანგულ “კაენში” გიორგი კორსანტიას დებიუტი შედგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომელმაც წინა სეზონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში გაატარა, კარიერას საფრანგეთში აგრძელებს და რანგით მე-3 დივიზიონის გუნდ “კაენის” შემადგენლობაში პირველი მატჩი ითამაშა.

კაენელთა მეტოქე თანადივიზიონელი “ლაურორ ვიტრე” გახლდათ, რომელსაც კორსანტიას გუნდმა 79:72 მოუგო. ქართველ ფორვარდს ჩინებული დებიუტი გამოუვიდა და ის 13 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. “კაენს” ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ 4 სპარინგ-მატჩი აქვს დაგეგმილი, რომელთაგან უახლოესს 11 სექტემბერს, “ჩარტრესთან” გამართავს.

საფრანგეთის მე-3 ლიგა (NM1) 2 ოქტომბერს დაიწყება. კორსანტიას გუნდი სეზონს “ბეზანსონთან” გასვლითი
შეხვედრით გახსნის.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული