პეტერბურგში ჩატარებულ "ნევის თასის" ფინალში ცსკა-მ 93:67 სძლია "ავტოდორს".
ცსკა-ს მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ 20 წუთში, 6 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
19 ქულით მატჩის ბომბარდირი "არმიელთა" ლატვიელი ლეგიონერი სტრელნიეკსი გახდა.
17 სექტემბერს ალექსანდრ გომელსკის სახელობის ტურნირზე ცსკა "ცრვენა ზვეზდას" შეხვდება, ხოლო 23 სექტემბერს "ვი თი ბი" ლიგის პირველ ტურში "ასტანას" დაუპირისპირდება.