ბექა ბურჯანაძემ საკმაოდ ბევრი – 35:58 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ბექამ 3-დან 2-ორქულიანი, 6-დან 3-სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძემ გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ქართველმა
“მინდა, რომ გუნდს, ქომაგებსა და მთელ კუნძულს მივულოცო ეს გამარჯვება. სწორად დავიწყეთ ძალიან ძლიერ გუნდთან თამაში. ბილბაო კარგი გუნდია, რომელსაც ყველა პოზიციაზე გამორჩეული მოთამაშეები ჰყავს. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ბილბაომ თავის ძალა გვიჩვენა, თამაშში დაბრუნდა და მატჩიც საინტერესო გახდა. ბედნიერი ვარ, რომ მატჩი მოვიგეთ”, – განაცხადა ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ.
გრან კანარიას მომდევნო მეტოქე ლიგა ენდესას მომდევნო ტურში სან პაბლო ბურგოსი იქნება, რომელიც პირველ ტურში ბარსელონასთან ითამაშებს. რაც შეეხება ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კიდევ ერთ ქართველს, გიორგი შერმადინი პირველი ტურის მატჩს 21 სექტემბერს ჩაატარებს, როცა მისი “ტენერიფე იბეროსტარი” “სარაგოსას” უმასპინძლებს.
GBF.GE