თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში პირველივე ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ქართველმა მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში პირველივე ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო.

ცსკა-მ "ვი თი ბი" ლიგის პირველ ტურში სტუმრად 93:60 დაამარცხა "ასტანა", შენგელიამ კი დებიუტშივე მუხლის ტრავმა მიიღო.

მოსკოვური კლუბის საიტი იტყობინება, რომ როგორც ჩანს, სერიოზული არაფერია, მხოლოდ ფეხი იტკინა, რომელიც გაუყინეს; თამაშში დასაბრუნებლად ხურდებოდა, მაგრამ მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა პარკეტზე აღარ შეუშვა. პრინციპში, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობდა.

შენგელიამ 3:19 წუთში 2 ქულის ჩაგდება მაინც მოასწრო, 1 ორქულიანი ააცილა, 2-ჯერ მოხსნა და ერთხელ ააცილა ბურთი.

26 სექტემბერს ცსკა ამავე ტურნირის მეორე
ტურში პერმის "პარმას" უმასპინძლებს, ხოლო 1-ელ ოქტომბერს ევროლიგის პირველ ტურში სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თორნიკე გამოჯამრთელებას გისურვებ, კარგი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალი ხარ. ზოგიერთ ქართველებს ერთმანეთის სიძულვილისა და გინების მეტი არაფერი შეუძლიათ! სპორტის გაპოლიტიზირება არ შეიძლება! რა დაგემართად ხალხო?!
x.x
24 სექტემბერი 2020 12:34
6
მაგისთანები გადაუტანია? მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭს
თოკომოტივი
24 სექტემბერი 2020 10:25
5
თოკო გენაცვალე გამაგრდი და შენი მებრძოლი ხასიათი აჩვენე ყველას.
sake
24 სექტემბერი 2020 10:43
6
მოღალატე ის სოციალური ქსელის ლომები არიან,რომლებსაც ქართველი სპორტსმენის ტრავმა რომ გაუხარდათ და არ ანაღვლებთ. რომლებსაც ისმის ნახევარი ოფლიც არ დაუღვრიათ ქვეყნის და საკუთარი ოჯახის წარმატებისთვის ვიდრე თოკოს. მერე გიკვირთ რუსმა,სომეხმა,აზერმა,თურქმა და ა.შ. ზოგმა,მიწა,ზოგმა ენა და ზოგმა სახლი რომ "წაგვართვა". ფსევდო პატრიოტები ხართ ყველანი და ქვეყნის პირველი მტრები.
სამწუხაროდ
24 სექტემბერი 2020 11:21
8
წარმოგიდგენიათ აზერი სომხურ კლუბში ან პირიქით?
ამ საზომით უნდა შეხედოთ შენგელიას საქციელს და შევეშვათ ზედმეტ პათეტიკას
და თუ ვინმე ფიქრობს რომ სომხეთ აზერბაიჯანის კონფლიქტი განსხვავდება რუსეთ საქართველოსგან ძალიან გულუბრყვილოა... უკეთეს შემთხვევაში
ასდ
24 სექტემბერი 2020 20:35
0
ბ-ნო დავით, ცსკა დიდი ხანია სამხედრო უწყებას აღარ ეკუთვნის, შერჩენილია მხოლოდ აბრივიატურა, ის დღეს დამოუკიდებელი კომერციული სტრუქტურაა, ისევე როგორც "დინამო" შსს- ეკუთვნოდა დღეს არანაირად მათ არ ეკუთვნის, რაც შეეხება "ყ"- ს კი ბატონო და "ლალის" განმარტება მეტად დროული იყო.
ავთო
24 სექტემბერი 2020 14:44
4
არის წითელი ხაზები რომელიც არ უნდა გადაკვეთო. ოკუპანტის გუნდში არ უნდა ითამაშო, წერტილი!!!
პატრიოტი 2
25 სექტემბერი 2020 11:13
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული