ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:38 წუთში 11 ქულა და 11 მოხსნა (4 შეტევაში) მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ. შედეგად, ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ეს სტუმართა
"გრან კანარიას" სამ ტურში ერთადერთი მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 4 ოქტომბერს მადრიდის "რეალთან" ჩაატარებს.
ესპანეთის ჩემპიონატში მე-2 გამარჯვება იზეიმა "სან პაბლო ბურგოსმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს. ბურგოსელებმა სტუმრად “გიპუზკოა ბასკეტს” 90:77 სძლიეს, მატჩის გმირი კი სწორედ მაკფადენი გახდა, რომელმაც 29:55 წუთში 22 ქულა (მათ შორის, 6 სამქულიანი) ჩააგდო. “სან პაბლო ბურგოსი” მე-6 პოზიციაზეა, 8 ოქტომბერს კი “სარაგოსას” გაეჯიბრება.
GBF.GE