იტუდისმა გაამხილა, რა უთხრა შენგელიას ცსკა-ში გადაბირებისას

AutoSharing Option
ცსკა-ს მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ტელეჟურნალ "Вид сверху"-სთან თორნიკე შენგელიას ტრანსფერის დეტალები გაამხილა:

"ჩვენ შენგელიას და მილუტინოვის გადმოსაყვანად შესანიშნავად ვიმუშავეთ. თორნიკეს გადმობირებას პირველად როდი ვცდილობდით. ეს უკვე მესამედ იყო. როდესაც მასთან ტელეფონზე შესაძლო ტრანსფერს განვიხილავდი, ვუთხარი: "თუ ახლა არ გადმოხვალ ჩვენთან, მაშინ ვერასოდეს ვერ გადმოხვალ".

ვფიქრობ, არ შევმცდარვართ. საჭირო დროს გავუფორმეთ კონტრაქტი. "ბასკონიასთან" ერთად ის ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ასე რომ, პირადად თოკოსა და მისი ოჯახისთვის ცვლილებების დრო დადგა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს მაიკ ჯეიმსი ტავისას უბერავს შენგელიაზე არაფერი იწყობა აქ.
zura
08 ოქტომბერი 2020 22:40
1
მომავალი გვიჩვენებს სწორი იყო თუ არა მისი ეს ნაბიჯი
07 ოქტომბერი 2020 21:18
11
ამას მომავალი არ ჭირდება, ცხადზე ცხადია. სულ ყველაფერის გათვალისწინებით ასე არანაირად არ უნდა მოქცეულიყო. არსებობენ სპორცმენები კარგი სტატისტიკით და ტიტულებით და არსებობენ ღირსეული სპორტსმენები რომლებიც ყველას უყვარს.
SL
08 ოქტომბერი 2020 10:26
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული