ეს ნამდვილად მოულოდნელი შედეგია, რადგან ბოლო დროს სლოვენიური კლუბები ევროსარბიელზე ვეღარ ბრწყინავენ, ესპანეთს კი ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატი აქვს. ასეა თუ ისე, “ცედევიტამ” მეორე მეოთხედი 22:9 მოიგო, რაც გამარჯვებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი აღმოჩნდა. საბოლოოდ ლიუბლიანელებმა 16 ქულით გაიმარჯვეს.
მატჩის ბომბარდირი მასპინძელთა ამერიკელი კალათბურთელი ჯერარდ ჯონსი გახდა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო. იაკა ბლაჟიჩმა
3 ტურის შემდეგ “გრან კანარიას” ორი მოგება და ერთი წაგება აქვს და ევროთასზე მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს თურქული “ბურსასფორის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბურსაში შედგება. მანამდე კი ბურჯანაძის თანაგუნდელებს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი ელით – 15 ოქტომბერს მადრიდში “ესტუდიანტესთან”.
GBF.GE