ცსკა-ს მორიგი მარცხი - შენგელიას 8 ქულა და 5 ფოლი[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-5 ტურში ცსკა ბელგრადში ოვერტაიმში 84:86 დამარცხდა "ცრვენა ზვეზდასთან". რუსული მედია წაგებას მიკერძოებულ მსაჯობას აბრალებს და აღნიშნავს, რომ მატჩამდე თორნიკე შენგელია ჯანმრთელად არ იყო.

შენგელიას თამაში სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია, 21:02 წუთში 8 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 6-დან 3 საჯარიმო ), 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 11 გახლდათ. მან ოვერტაიმში მეხუთე პერსონალური შენიშვნა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია.

არმიულ გუნდს 29 ქულით დანიელ ჰეკეტი შეეწია,
რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 39 შეადგინა. ჯორდან ლოიდმა სერბულ გუნდს 31 ქულა შესძინა.

ცსკა 2 მოგებით მე-12 ადგილზეა და 29 ოქტომბერს "ვალენსიას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიან კარგი! კიდევ არაერთ წაგებას ვუსურვებ რუსული არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბს!
დათო
23 ოქტომბერი 2020 10:16
1
რატომღაც სულ არ მწყენია ეს ამბავი...
გიორგი
23 ოქტომბერი 2020 10:01
1
აშკარად თარს ფეხზე მივიდა თოკო :)))))
mirosan
23 ოქტომბერი 2020 09:14
0
ინის მერე ვერაა ჯანმრთელად რაც მანდ გადავიდა. მაგ ავადმყოფობას ფულის მონობა ქვია. ჰკითხეთ ერთი, პაუზებში და ტაიმ-ააუტების დროს დარბაზში აჟღერებული წითელ არმიული საბრძოლო ლაშქრული მუსიკის ჰანგები როგორ მოსწონს.
შალვა
23 ოქტომბერი 2020 07:36
4
ფრიად სასიხარულო ამბავია
მიჩინიო
23 ოქტომბერი 2020 07:27
2
ვერ ვიგონებ ცსკა ასე როდის იდირკებოდა. უკვე მერამდენე წაგებაა?
G.LA
23 ოქტომბერი 2020 03:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული